„იუვენტუსი“ „რეალს“ დაუზავდა, „გალათასარაი“ მოულოდნელად დამარცხდა

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის რვა შეხვედრა.

ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, B ჯგუფის მატჩი იწვევდა – ტურინში ერთმანეთს „იუვენტუსი“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ. „ბებერი ქალბატონის“ აქტივში ამ შეხვედრამდე მხოლოდ ორი ქულა იყო, შესაბამისად, გამარჯვება ანტონიო კონტეს გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა. თანაც, ეს „გალათასარაის“ ფონზე, რომელსაც ოთხი ქულა ჰქონდა და ამასთან ერთად, დანიის „კოპენჰაგენთან“ უნდა ეთამაშა.

ამის მიუხედავად, მატჩი მადრიდელთა უპირატესობით დაიწყო. მასპინძლებმა მდგომარეობა ტაიმის შუა ნაწილში გააუმჯობესეს, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. ჯერ კლაუდიო მარკიზიოს თავური დარტყმა იკერ კასილასმა ფეხით მოიგერია, ხოლო მოგვიანებით გაშვებულ გოლს საკუთარი გუნდი პეპემ გადაარჩინა. პირველი ნახევრის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე პოგბას წაქცევისთვის „ბლანკოსის“ მცველმა რაფაელ ვარანმა ყვითელი ბარათი მიიღო, „შავ-თეთრებს“ კი პენალტის დარტყმის უფლება მიეცათ, რომელიც არტურო ვიდალმა გამოიყენა – 1:0.

როგორც პირველი ტაიმი, შეხვედრის მეორე ნახევარი ასევე მადრიდელთა უპირატესობით დაიწყო, რამაც 52-ე წუთზე შედეგი გამოიღო – კრიშტიანუ რონალდუმ ზუსტი დარტყმის განხორციელება მოახერხა, რომლის მოგერიებაც ბუფონმა ვერ შეძლო. რვა წუთში კარლო ანჩელოტის გუნდმა მეორე გოლის გატანაც მოახერხა, რომლის ავტორი გარეთ ბეილი გახდა. ამის მიუხედავად, „ბლანკოსის“ სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა – თავური დარტყმით წონასწორობის აღდგენა ფერნანდო ლიორენტემ შეძლო.

 

 

საბოლოოდ, 2:2 და ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებენ თუ არა „იუვეს“ მოთამაშეები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი-ოფის საგზურის მოპოვებას.

„იუვენტუსი“ – „რეალი“ 2:2

გოლები: ვიდალი 42′ (პენ), ლიორენტე 65′ – რონალდუ 52′, ბეილი 60′

„იუვენტუსი“: ბუფონი კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, მარკიზიო, პოგბა, პირლო, ვიდალი, ასამოა, ტევესი (კუალიარელა 82′), ლიორენტე (ჯოვინკო 88′)

„რეალი“: კასილასი, რამოსი, ვარანი, პეპე, მარსელი, ხედირა, ჩაბი ალონსო (ილარამენდი 71′), მოდრიჩი, ბეილი (დი მარია 75′), ბენზემა (ხესე 81′), რონალდუ

გაფრთხილებები: პირლო, ბონუჩო – მოდრიჩი, ვარანი,

მოულოდნელი შედეგით დასრულდა ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა. კოპენჰაგენში ადგილობრივმა კლუბმა თურქულ „გალათასარაის“ უმასპინძლა, რომელიც მოუდლონელად ანგარიშით 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მატჩის მე-6 წუთზე ბრაატენმა გაიტანა.

„კოპენჰაგენი“ – „გალთასარაი“ 1:0

გოლი: ბრაატენი 6′

„კოპენჰაგენი“: ვილანდი, იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი, გისლასონი (ბოლანიოსი 56′), კლაუდემირი (მარგრაიტერი 87′), დელეინი, იორგენსენი, ბრაატენი, ტუტუ (კრისტენსენი 75′)

„გალათასარაი“: იშჟანი, ებუე, შეიჯუ, კაია (ბულუტი 76′), რიერა, მელო, აიდინ ილმაზი (გიულსელამი 76′), ინანი, ბრუმა, დროგბა, ბურაკ ილმაზი (ამრაბატი 86′)

გაფრთხილება: რიერა

სატურნირო მდგომარეობა:

„რეალი“ – 10 ქ.
„გალათასარაი“ – 4
„კოპენჰაგენი“ – 4
„იუვენტუსი“ – 3

ალექსანდრე მატევოსოვი

მარკოიშვილი მინიმუმ სამ თვეს იუქმებს

თურქული „გალათასარაის“ ოფიციალური საიტის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფორვარდი მანუჩარ მარკოიშვილი თამაშს მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს – გამოცდილმა მოთამაშემ ბოლო ვარჯიშზე კუნთის მძიმე ტრავმა მიიღო.

აქედან გამომდინარე, „გალათასარაის“ მანუჩარის შესაცვლელად, თავისუფალი აგენტების ძებნა მოუწევს. ევროპული გამოცემების ინფორმაციით, თურქულ გრანდს, შესაძლოა, „არმანი ჯინსის“ ამერიკელი ლეგიონერი მალიკ ჰეირსტონი შეუერთდეს, რომლის გაშვებისთვისაც იტალიური კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „გალამ“ ასევე ცენტრი ნათან ჯავაი დაკარგა.

ევროლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშების ორ შეხვედრაში მარკოიშვილის საშუალო მონაგარმა სათამაშო დროის 23 წუთში 4,5 ქულა, 2,5 მოხსნა და 2 გადაცემა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„გალათასარაი“ დროგბას შენარჩუნებას აპირებს

თურქული „გალათასარაის“ პრეზიდენტი თავისი წამყვანი თავდამსხმელის დიდიე დროგბას შენარჩუნებას შეეცდება.

„დროგბამ უკვე მითხვა, რომ კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. მე კი ვუთხარი, რომ მას აქ დარჩენა იქამდე შეუძლია, სანამ ფორმის შენარჩუნების საშუალება გააჩნია“.

„რა თქმა უნდა, დიდიეს ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ. არამგონია, უარი გვითხრას“, – განაცხადა „გალას“ პრეზიდენტმა უნალ აისალმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მარკოიშვილის 5 ქულა „ბეშიქთაშთან“

მანუჩარ მარკოიშვილის “გალათსარაიმ” თურქეთის ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვა. მეორე ტურის მატჩში “გალამ” “ბეშიქთაშს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში5 ქულის  სხვაობით – ანგარიშით 87:82 დაამარცხა.

ქართველი უკანახაზელი,რომელმაც პირველი ტურის მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, მწვრთნელს დიდი ხნით არ დაუსაქმებია. მარკოიშვილმამოედანზე 14:39 წუთი გაატარა, რა ხნის განმავლობაშიც 5 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მანუარმა 4-დან 1 საჯარიმო და 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.

გალათასარაელთა შორის 19-19 ქულით საუკეთსოები ზორან ერცეგი და იამონ გორდონი იყვნენ, ხოლო “ბეშიქთაშში” 20 ქულით, 8 მოხსნით, 6 პასით და 3 ჩაჭრით დორონ პერკინსი გამოირჩა.

მორიგ, მე-3 ტურში “გალათასარაი” იზმირში “ალიაღა პეტკიმს” შეხვდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი

მანჩინი „გალათასარაის“ ჩაიბარებს

არაოფიციალური ინფორმაციით, „გალათასარაის“ ხელმძღვანელობამ იტალიელ სპეციალისტთან რობერტო მანჩინისთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

შესაძლოა, „ინტერისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი თავკაცის დანიშვნის თაობაზე ოფიციალური განცხადება თურქულმა კლუბმა  უკვე ხვალ გააკეთოს.

ამავე დროს, „გალას“ ლეგენდარულმა მოთამაშემ ჰაკან შუკურმა განაცხადა, რომ კლუბის მენეჯერები და გამოცდილი მწვრთვნელი მხოლოდ სამწვრთვნელო შტაბის შემადგენლობის თაობაზე არ შეთანხმებულან.

შეგახსენებთ, რომ „გალათასარაის“ მთავარი მწვრთვნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კლუბის მენეჯერებმა ფათიჰ თერიმი დაითხოვეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დროგბა მოთამაშე მწვრთვნელი გახდება?

მოგეხსენებათ, მიმდინარე კვირას, „გალათასარაის“ ხელმძღვანელობამ გუნდის თავკაცი ფათიჰ თერიმი გაუშვა. ამის შემდეგ, ევროპულ პრესაში საკმაოდ საინტერესო ჭორები გავრცელდა. სხვადასხვა გამოცემების აზრით, თურქეთის მოქმედი ჩემპიონის შესაძლო მთავარ მწვრთვნელად ამ ეტაპზე ორი იტალიელი სპეციალისტი – რობერტო მანჩინი და რობერტო დი მატეო განიხლება.

ამის მიუხედავად, დღეს პრესამ მეტად საინტერესო ცნობა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, თურქულ გრანდს, შესაძლოა, სათავეში 35 წლის ფორვარდი დიდიე დროგბა ჩაუდგეს. „გალას“ ხელმძღვანელთა აზრით, დროგბას გუნდის თავკაცად ყოფნისთვის საჭირო გამოცდილება და თვისებები გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონის გამარჯვებული, „გალათასარაის“ ღირსებას მიმდინარე წლის იანვრის თვიდან იცავს.

ალექსანდრე მატევოსოვი