ანკარაში მომხდარ აფეთქებებს “გალათასარაის” ფეხბურთელის მამის სიცოცხლე ემსხვერპლა

“გალათასარაის” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კლუბის თურქი ფეხბურთელის, უმუტ ბულუტის მამა ანკარაში მომხდარ ტერაქტს ემსხვერპლა.

თვითმკვლელი ტერორისტების ქმედებებს თურქეთის დედაქალაქში 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორისაც ქემალ ბულუტიც აღმოჩნდა.

განცხადებაში ვკითხულობთ:”ჩვენი ქალაქი ფატალურმა შეტევებმა შოკურ მდგომარეობაში ჩააყენა. შეტევებმა უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე შეიწირა.

დღეს დილით მოპოვებული ინფორმაციდან ვგებულობთ, რომ უმუტ ბულუტის მამა, კემალ ბულუტი ერთ-ერთი იყო უდანაშაულო მსხვერპლთაგან. კლუბი და კლუბის თითოეული ფეხბურთელი უსამძიმრებს უმუტ ბულუტსა და მის ოჯახს.”

“ტრაბზონსპორის” ფეხბურთელმა მსაჯს წითელი ბარათი უჩვენა

თურქული სუპერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში “ტრაბზონსპორი”, რომელიც მოედანზე 7 ფეხბურთელით იყო დარჩენილი, “გალათასარაისთან” დამარცხდა, ანგარიშით 1-2.

მატჩი “ტრაბზონსპორისთვის” ბრწყინვალედ დაიწყო, რამეთუ სტუმრებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა ერკან ზენგინის გოლით, თუმცა შემდგომში მოვლენები მათ საწინააღმდეგოდ წარიმართა – მას შემდეგ, რაც ოზერ ჰურმაჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, ლუკას პოდოლსკიმ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

აიკუტ დემირი იყო შემდეგი ფეხბურთელი, რომელსაც ორი ყვითელი ბარათის გამო მოედნის დატოვება მოუწია. 86-ე წუთზე კი წითელი ბარათი ლუის კავანდამაც მიიღო უმუტ ბულუტის წაქცევის გამო.

მაშინ, როცა მსაჯი ლუისისთვის წითელი ბარათის ჩვენებას აპირებდა წითელი ბარათი დაუვარდა, რომელც სალიჰ დურუნმა აიღო და მატჩის არბიტრს ცხვირწინ აუფრიალა. შედეგად თურქულ კლუბს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ქართველი თავკაცი წვრთნიდა, მოედანზე 7 კაცით მოუწია დარჩენა, რასაც ინანის მიერ გატანილი გამარჯვების გოლიც მოჰყვა.

უესლი სნეიდერმა გულშემატკივარს რჩევა მოუწონა (ვიდეო)

16 იანვარს, თურქეთის ჩემპიონატში, “გალათასარაიმ” საკუთარ მოედანზე “სივასპორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში უესლი სნეიდერმა აუტის მოწოდება გადაწყვიტა, მას კი გულშემატკივრებმა ურჩიეს, რომ ბურთი სელჩუკ ინანისათვის მიწოდებინათ.

“გალათასარაის” დიეგო კოსტას იჯარით აყვანა სურს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ კარიერა შესაძლოა, თურქეთში გააგრძელოს. კერძოდ, 27 წლის ფეხბურთელით “გალათასარაი” დაინტერესდა. სტამბულელებს დიეგო კოსტას სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აყვანა სურთ.

მიმდინარე სეზონში გაესპანელებულმა ფორვარდმა 17 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. წელს დიეგო კოსტას უგოლო სერიამ 10 საათს გადააჭარბა, ფეხბურთელს ლორან კოსელნისთან კონფლიქტის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც ჰქონდა.

 

“გალათასარაის” თავკაცის მოვალეობას კლაუდიო ტაფარელი შეასრულებს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მეკარე კლაუდიო ტაფარელი “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ თურქული კლუბის ხელმძღვანელობამ დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო ჰამზა ჰამზაოღლუ გაათავისუფლა, რის შემდეგაც გუნდის თავკაცის პოსტი ვაკანტური იყო.

ტაფარელი “გალათასარაის” ღირსებას ფეხბურთელის რანგშიც იცავდა. ბრაზილიელი მეკარე თურქულ კლუბში 1998-დან 2001 წლამდე გამოდიოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ორ-ორჯერ მოიგო თურქეთის ჩემპიონატი და თასი, დაეუფლა უეფას თასსა და ევროპის სუპერთასს. ტაფარელი 2011 წლიდან “გალათასარაის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, 2014 წლიდან კი ანალოგიურ საქმიანობას ბრაზილიის ნაკრებში ახორციელებდა.

 

სნეიდერმა “გალათასარაისთან” გაახანგრძლივა

“გალათასარაის” ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ჰოლანდიელი ფეხბურთელი თურქულ კლუბში 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

უესლი სნეიდერი “გალათასარაიში” 2013 წლიდან თამაშობს. შეგახსენებთ, რომ მანამდე იგი ამსტერდამის “აიაქსის”, მადრიდის “რეალისა” და მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა. ჰოლანდიელი ნახევარმცველი “გალათასარაისთან” ერთად ორჯერ გახდა თურქეთის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი.

 

ბოატენგი ზამთარში „გალათასარაიში“ გადავა

განის ნაკრებისა და „შალკეს“ ნახევარმცველი კევინ პრინს-ბოატენგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „გალათასარაის“ მოთამაშე გახდება, რის შესახებაც Ghanasoccer.net-ი წერს.

წყაროს ინფორმაციით, თურქული კლუბის პრეზიდენტმა დურსუნ ოზბეკმა ფეხბურთელთან შეთანხმება დაადასტურა. მხარეები, სავარაუდოდ, ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებენ.

გასული სეზონის ბოლოს ბოატენგი „შალკეს“ ძირითადი შემადგენლობიდან მოკვეთეს, ზაფხულში კი ფეხბურთელმა ლისაბონის „სპორტინგისა“ და საუდის არაბეთის კლუბ „ალ-იტიჰადის“ წინადადებები უარყო.

სნეიდერი: „ატლეტიკო“ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ფავორიტია“

„გალათასარაის“ ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა „ატლეტიკოსთან“ საშინაო შეხვედრის წინ ესპანური გუნდის სათამაშო დონე შეაფასა.

„ატლეტიკო“ ძალიან ძლიერი მეტოქეა. სიმეონე ჩინებული სპეციალისტია, რომელსაც პატივს ვცემ. ვფიქრობ, წინ მძიმე თამაში გველის.

ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ძლიერია და ტურნირის ფავორიტებს შორისაც მოიაზრება.

სახლში ვთამაშობთ, ამიტომ კარგი ატმოსფერო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ „ატლეტიკო“ მაინც ფავორიტია“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

„გალათასარაი“ სნეიდერთან გახანგრძლივებას გეგმავს

„გალათასარაის“ ხელმძღვანელობა ნახევარმცველ უესლი სნეიდერის შენარჩუნებას აპირებს.

როგორც „Voetbal International“-ი იტყობინება, თურქული კლუბი 31 წლის მოთამაშესთან კონტრაქტის 2018 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს. სავარაუდოდ, მხარეები ერთმანეთს უახლოეს დროში შეხვდებიან და მოლაპარაკებასაც დაიწყებენ.

ცნობისთვის, ჰოლანდიელის მოქმედი კონტრაქტი 2016 წლამდე მოქმედებს.

ზაფხულში უესლის სახელს „იუვენტუსს“ უკავშირებდნენ.

ფელიპე მელო: „ოცნება ამისრულდა“

მილანის „ინტერის“ ახალწვეულმა ფელიპე მელომ თავისი ტრანსფერი ასრულებულ ოცნებად მოიხსენია. „გალათასარაის“ ყოფილი ნახევარმცველის იტალიაში დაბრუნების შესახებ მთელი ზაფხულის განმავლობაში იწერებოდა, თუმცა 32 წლის ბრაზილიელმა 13 აგვისტოს თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, რობერტო მანჩინის გუნდმა ბრაზილიელის გადაბირება მაინც შეძლო.

„უფალს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას ვუხდი. ჩემზე და „ინტერზე“ არა თვეების, არამედ წლების განმავლობაში საუბრობდნენ. „ინტერში“ ტრანსფერი ოცნებაა, რომელიც რეალობად მექცა. მანჩინისთან ერთად „გალათსარაიში“ ვიგებდით. ის ნამდვილი მებრძოლია, ასეთ ადამიანთან მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა“, – თვლის მელო.

რა დაპოსტა პოდოლსკიმ, როცა გაიგო, რომ ყაზახურ “ასტანას” დაუპირისპირდება

როგორც იცით, 27 სექტემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

C ჯგუფში, “გალათასარაისთან” ერთად ყაზახური “ასტანა” ითამაშებს, სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით, თურქული გუნდის გერმანელმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ცნობილი ფილმის გმირი ბორატია გამოსახული.

“ასტანას” გარდა, C ჯგუფში, “ბენფიკა” და “ატლეტიკო” მოხვდნენ.

cats

რუმინელმა ფეხბურთელმა “გალათასარაის” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

24 აგვისტოს, თურქეთის ჩემპიონატში, “გალათასარაიმ” საკუთარ მოედანზე “ოსმანლისპორი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის 50-ე წუთზე, სტუმართა გუნდის რუმინელმა ნახევარმცველმა გაბრიელ ტორჟემ შესანიშნავი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა.