უესლი სნეიდერმა მადრიდის “რეალს” ლამაზი გოლი გაუტანა (ვიდეო)

18 აგვისტოს, მადრიდის “რეალსა” და “გალათასარაის” შორის გამართულ შეხვედრაში (2:1), თურქული გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი უესლი სნეიდერმა გაიტანა.

ლუკაშ პოდოლსკიმ “გალათასარაიში” სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

15 აგვისტოს, თურქეთის ჩემპიონატში, “სივასპორმა” საკუთარ მოედანზე “გალათასარაი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩის 81-ე წუთზე, სტუმართა გუნდის გერმანელმა ფეხბურთელმა ლუკაშ პოდოლსკიმ მეტოქის კარი დალაშქრა და “გალათასარაის” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

უესლი სნეიდერმა “ინტერთან” მატჩის დაწყების წინ მანჩინის ფურცელი გადასცა (ვიდეო)

2 აგვისტოს, “გალათასარაისა” და “ინტერს” შორის გამართული მატჩის (1:0) დაწყების წინ, თურქთა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა ყოფილ მწვრთნელ რობერტო მანჩინის ფურცელი გადასცა, რომელზეც ოთხი ვარსკვლავი იყო გამოსახული.

მოგეხსენებათ, “გალათასარაის” თურქეთის ჩემპიონატი 20-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო კლუბს ერთი ვარსკვლავი ხუთ მოგებულ ჩემპიონატზე ენიჭება.

უესლი სნეიდერმა “ინტერს” გაუტანა (ვიდეო)

2 აგვისტოს, სტამბულში, “გალათასარაი” ამხანაგურ შეხვედრაშ მილანის “ინტერს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე უესლი სნეიდერმა გაიტანა, რომელიც “ინტერის” ღირსებას რამდენიმე სეზონის განმავლობაში იცავდა.

იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ გამო სოლიდური ხელფასის მიღება იუარა

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა „Corriere della Sera“ წერს, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თურქული „გალათასარაის“ შემადგენლობაში გადასვლა იუარა, რომელმაც მას ერთ სეზონში 11 მილიონი ევრო შესთავაზა. წყაროს ვარაუდით, შვედმა, რომელმაც გუშინ, შესაძლოა, პსჟ-ს შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა, ეს გადაწყვეტილება „მილანში“ დაბრუნების გამო მიიღო.

იბრას „როსონერიში“ დაბრუნებას კიდევ ერთი ავტორიტეტული აპენინური გამოცემა ვარაუდობს. „Corriere dello Sport“ წერს, რომ 33 წლის ფეხბურთელი სინიშა მიჰაილოვიჩის გუდნს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზლატანის კომენტარი გავრცელდა, რომელშიც მან პარიზული კლუბიდან წასვლა არ გამორიცხა.

როდრიგესი „რეალიდან“ „გალათასარაიში“ გადავიდა

მადრიდის „რეალის“ კასტილიის ნახევარმცველი ხოსე როდრიგესი ოფიციალურად „გალათასარაის“ ფეხბურთელი გახდა.

20 წლის ნახევარმცველმა თურქულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ხელფასი კი 800 ათასი ევროდან 850 ათას ევრომდე გაიზრება.

„გალათასარაი“ „სამეფო კლუბს“ როდრიგესის ყოველ ოცდაათ მატჩში 250 ათას ევროს მაქსიმუმ ოთხჯერ გადაუხდის. აქედან გამომდინარე, მოთამაშის სატრანსფერო ფასმა, შესაძლოა, ერთ მილიონ ევროს მიაღწიოს. ამასთანავე, „რეალს“ 2018 წლამდე ფეხბურთელის ათ მილიონ ევროს გამოსყიდვის უფლება ექნება. იმ შემთხვევაში, თუ შუახაზელი 2018 წლამდე რომელიმე სხვა კლუბში გადავა, მადრიდელები ტრანსფერისგან 30%-ს მიიღებენ.

განვლილ სეზონშო როდრიგესმა იჯარით „დეპორტივოში“ ითამაშა, რომლის შემადგენლბოაში 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

rue3cf17b7206

“ჩელსი” “გალათასარაის” მცველს უმიზნებს

“პენსიონერები” უკანა ხაზის გაძლიერებას ცდილობენ.

ლონდონის “ჩელსი” “გალათასარაის” მცველით, ალექს ტელესით ინტერესდება.

წყაროს თანახმად, ლონდონელების მოლაპარაკება 22 წლის მცველის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო ეტაპზეა.

ადრე ტელესისადმი ინტერესს “პსჟ”-ც იჩენდა. გასულ სეზონში, ბრაზილიელმა თურქეთის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა.

ფელიპე მელო იტალიაში ბრუნდება

თურქული „გალათასარაის“ ნახევარმცველი ფელიპე მელო, შესაძლოა, იტალიის სერია ა-ში დაბრუნდეს. ბრაზილიელი შუახაზელის დამატებას „ინტერის“ ხელმძღვანელობა გეგმავს.

Football-Italia-ს ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელმა „ნერაძურისთან“ კონტრაქტის დეტალების შეთანხმება მოასწრო. სავარაუდოდ, მხარეები ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ, ფეხბურთელის ხელფასი ერთ სეზონში 3,1 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2008/09 წლების სეზონში მელო „ფიორენტინაში“ თამაშობდა, რის შემდეგაც „იუვენტუსში“ გადაბარგდა, სადაც 2011 წლამდე გამოდიოდა.

 

მელო “ინტერს” შეუთანხმდა

ბრაზილიელი ნახევარმცველი თურქეთს ტოვებს.

პრესის ინფორმაციით, 32 წლის შუახაზელი მილანურ გუნდს პირადი კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდა და “გალათასარაის” დატოვებს.

მელომ “ინტერთან” ხელი ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა და წელიწადში 3.1 მილიონს მიიღებს.

ფელიპე მელო “გალათასარაის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს და სამჯერ მოიგო ადგილობრივი ჩემპიონატი. მანამდე იგი სერია ა-ში “იუვენტუსში” და “ფიორენტინაში” გამოდიოდა. ნათამაშები აქ ეროვნულ ნაკრებშიც.

ლუკაშ პოდოლსკიმ “სელტას” ფეხბურთელს ხელი დაარტყა (ვიდეო)

22 ივლისს, “გალათასარაი” ამხანაგურ შეხვედრაში “სელტას” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის 34-ე წუთზე, ლუკაშ პოდოლსკისა და კაბრალს შორის სიტუაცია დაიძაბა.

პოდოლსკი “გალათასარაიში” გადავიდა

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი “გალათასარაიში” გადავიდა. 30 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, შემდგომში ერთი წლით გახანგრძლივების პირობით.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის საერთო ღირებულებამ 3,9 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეადგინა. “გალათასარაი” ჯერ კიდევ 2012 წელს ცდილობდა პოდოლსკის შეძენას, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა “არსენალში” გადასვლა არჩია.

“პირველ რიგში, ყველას მადლობას ვუხდი. მშობლები მხარს მიჭერდნენ, რომ “გალათასარაიში” გადავსულიყავი. ამ ტრანსფერით ძალზედ ბედნიერი ვარ. მოვედი გამარჯვებული სულის მქონე გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც იბრძოლებს. დღეს “გალათასარაის” ფანებისგან დიდი სითბო ვიგრძენი”, – ციტირებს პოდოლსკის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი ლუკას პოდოლსკიმ იჯარის წესით მილანის “ინტერში” გაატარა.

 

ფელიპე მელო, შესაძლოა, ჯანო ანანიძის თანაგუნდელი გახდეს

„გალათასარაის“ ნახევარმცველმა ფელიპე მელომ, შესაძლოა, კარიერა იტალიაში, რუსეთში ან ესპანეთში გააგრძელოს.

აქამდე ევროპული პრესა მელოსადმი „ინტერის“ მხრიდან ინერესის შესახებ წერდა. აღსანიშნავია, რომ დღეს ფეხბურთელის აგეტნტი მილანსაც ეწვია.

გარდა ამისა, 31 წლის შუახაზელთან დაკავშირებით „გალათასარაის“ წინადადებით მოსკოვის „სპარტაკმა“ და „სევილიამაც“ მიმართეს.