მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავის, გარეტ ბეილის, აგენტი ჯონათან ბარნეტი პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ფეხბურთელს საუკეთესოს ტიტულისთვის სურს ბრძოლა.
“ვფიქრობ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდეთ, “რეალის” ხელმძღვანელებს უნდა შევხვდეთ,” – აცხადებს Stellar Group-ის კაპიტანი უცხოურ პრესასთან საუბრისას.
“ბეილს უნდა, რომ წლევანდელზე უფრო კარგი სეზონი ჰქონდეს. მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ჩემი გადმოსახედიდან ის მსოფლიოს საუკეთესო სამ ან ოთხ ფეხბურთელში შედის. ასეთი მოთამაშისთვის კი მთავარი თამაშია და არა ფული. მას ოქროს ბურთის მოგება უნდა და ვფიქრობ, რომ შეუძლია კიდეც. ბეილი საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილმა გოლმა მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. მაგრამ ისედაც ვიცით, რაოდენ ძლიერია ის. ბეილი მადრიდში ბედნიერია, იქ სამი შვილი ჰყავს. მაგრამ ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი,” – აცხადებს აგენტი.