დღეს გამთენიისას რონალდინიო გაუჩოს ფანების ოფიციალურ გვერდზე უჩვეულო რამ მოხდა. ბრაზილიელი ფეხბურთელის ქომაგების ვერიფიცირებულ გვერდზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოს ბმული გამოქვეყნდა, რასაც გაკვირვებული მომხმარებლების მხრიდან უმალ მოჰყვა კომენტარები და გაზიარებები.
გარკვეული ხნის შემდეგ რონალდინიოს გვერდიდან აღნიშნული პოსტი წაშალეს.