გია გეგუჩაძე: “გაბალასთან მოსაგებად ვითამაშებთ”

“დინამოს” მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს azerisport.com გაესაუბრა. თბილისელთა დამრიგებელმა “გაბალასთან” გასამართ შეხვედრებზე ისაუბრა.

– წილისყრის შედეგებს როგორ შეაფასებდით? 

– ნორმალურად. “გაბალასთან” მატჩისვის და ჩვენი ფეხბურთის თამაშისთვის ვემზადებით.

– მეტოქეზე ინფორმაციას ფლობთ?

– ვიცი, რომ ღირსეული მეტოქე გვყავს. აზერბაიჯანული ფეხბურთი ბოლო პერიოდში დიდ პროგრესს განიცდის. შესაბამისად, მესამე ადგილზე გასული გუნდი სუსტი ვერ იქნება. სეზონის მეორე ნაწილში “გაბალამ” თამაში გამოასწორა და მესამე ადგილზეც ღირსეულად გავიდა. აღსანიშნავია, რომ მოწონააღმდეგემ კარგი ტრანსფერები განახორციელა.

– აზერბაიჯანში ფიქრობენ, რომ “გაბალამ” “დინამო” აუცილებლად უნდა დაამარცხოს. თქვენ რას იტყვით? 

– ეს მათი უფლებაა. წინასწარ საუბარი არ მიყვარს. ორი რთული შეხვედრა გველის.

– პირველი მატჩის თბილისში ჩატარება მეტოქეს უპირატესობას აძლევს?

– ამას თავისი დადებითი და უარყოფითი მომენტები აქვს. თუმცა, საბოლოოდ გუნდები მაინც თანაბარ მდგომარეობაში არიან.

– უკანასკნელი ორი ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება აზერბაიჯანელთა გამარჯვებით დასრულდა. “დინამო” რევანშისთვის ემზადება? 

– რევანშზე საუბარი სწორი არ არის. ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავალთ.

– როგორც წესი, მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე ევროპული კლუბები აზერბაიჯანულების დიდ ბიუჯეტზე საუბრობენ და მარცხის მიზეზად სწორედ ამას ასახელებენ. 

– ჩემთვის ეს გამორიცხულია. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვის რამდენს უხდიან. “დინამოში” გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც ეს თამაში უყვართ. მათთვის ევროთასები დიდი გამოცდილება იქნება.

– შანსებს როგორ შეაფასებდით? 

– ამ ეტაპზე შანსები თანაბარია.

 

გია გეგუჩაძე: “აზერბაიჯანულმა ფეხბურთმა დიდი პროგრესი განიცადა”

ნიონში მართული ევროპის ლიგის წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ თბილისის “დინამოს” პირველ ეტაპზე აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, “გაბალა” დაუპირისპირდება. მეტოქის შესახებ კომენტარი დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ გააკეთა

“ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ ჩვენი მოწინააღმდეგის შესახებ. ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე დინამოს მეტოქე აზერბაიჯანული გაბალა იქნება. ვიცით, რომ დასრულებულ ჩემპიონატში ეს გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანულმა ფეხბურთმა დიდი პროგრესი განიცადა და აქედან გამომდინარე მათი მესამეადგილოსანი გუნდი ნამდვილად არ იქნება იოლი მოწინააღმდეგე. ვიცით, რომ ოპონენტს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ახალი ფეხბურთელებითაც გაძლიერდა. დავიწყებთ დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვებას, ხოლო უფრო კონკრეტული და ნათელი სურათი მეტოქის სიძლიერის შესახებ ამის შემდეგ გვექნება” – განაცხადა გეგუჩაძემ.

გია გეგუჩაძე: “ფინალისთვის უჩვეულო ანგარიში დაფიქსირდა”

საქართველოს თასის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე გაესაუბრა.

“ფინალისთვის ცოტა უჩვეულო ანგარიში დაფიქსირდა. “სამტრედია” საკმაოდ ძლიერი გუნდია, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე გოლი გახდა, რომელმაც მეტოქე გატეხა. 

ბიჭებმა დღევანდელი გამარჯვება დაიმსახურეს. გუნდა ფინალამდე გრძელი გზა გაიარა, რაც პირველ ლიგში ძველი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ჩვენ კი მხოლოდ ბოლოს მოვედით და დასახული ამოცანა შევასრულეთ. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თასია, რადგან ის უდიდესი ადამიანის სახელს ატარებს.

დიდი ხანი არ არის რაც გუნდში ვარ, ამიტომ გასაძლიერებელ პოზიციებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს” 

გეგუჩაძე: „თასის ფინალზე გერმანელების მოწვევა იმას არ ნიშნავს, რომ ქართველ მსაჯებს პატივს არ ვცემთ“

ხვალ, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 2014/15 წლების სეზონის თასის ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს თასის მოქმედი მფლობელი, მისი 11-გზის გამარჯვებული, თბილისის „დინამო“ და „სამტრედია“ შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ „დინამოელებმა“ ქვეყნის თასის ბოლო ორი გათამაშება მოიგეს, სამტრედიელები კი ისტორიაში თასის ფინალში პირველად გავიდნენ.

დღეს ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დაზბარში მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ზაზა ზამთარაძე („სამტრედიის“ მთავარი მწვრთნელი): „პირველ რიგში, გია გეგუჩაძეს შინ, თბილისის „დინამოში“ დაბრუნებას ვულოცავ.

„სამტრედია“ ისტორიაში თასის ფინალში პირველად მოხვდა. ასე რომ, წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ვეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ და გავიმარჯვოთ.

19-წლამდელთა ნაკრების ელიტ რაუნდში გამოსვლის გამო ხვალ ორი მოთამაშე დაგვაკლდება“.

გია გეგუჩაძე („დინამოს“ თავკაცი“): „ნებისმიერი გუნდისთვის თასის ფინალში გასვლა დიდი ნაბიჯია. კარგია, რომ შეხვედრა ასეთ ინტერესს იწვევს, ამაზე მოსული ჟურნალისტების რაოდენობაც მეტყველებს. იმედია, ხვალინდელ თამაშს ბევრი მაყურებელიც დაესწრება.

ტიტულის შესანარჩნებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

მოგეხსენებათ, ჭანტურია დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებუალია, ისევე, როგორც ტაბატაძე. რაც შეეხება რენეს, არამგონია, მისი ტრავმა სერიოზული იყოს.

სასიამოვნოა, რომ ხვალ გერმანელები იმსაჯებენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველ მსაჯებს არ ვენდობით და პატივს არ ვცემთ – უცხოელი არბიტრების მოწვევა ბევრ ქვეყანაშია მიღებული“.

გია გეგუჩაძე: “ნათლად ჩანს, რომ ამ გუნდს პოტენციალი აქვს”

“დინამო” – “ჩიხურას” დასრულების შემდეგ კომეტანრი თბილისელთა თავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ გააკეთა.

გია გეგუჩაძე: “სეზონის კარგად დასრულება ყველა გუნდს სურს. ამდენად, მეტოქის წინააღმდეგობამ არ გაგვაკვირვა. სასიხარულოა, რომ ჩვენმა გუნდმა სამწვრთნელო შტაბის სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

იყო ხარვეზები, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ამ გუნდს პოტენციალი აქვს. მადლობა ფეხბურთელებს თავდადებისთვის. ფეხბურთელებს დაღლილობა ეტყობათ და პაპუნაშვილიც სწორედ ამის გამოშევცვალე. სეზონის ბოლო მატჩი რომ ყოფილიყო მას მოედანზე დავტოვებდი, თუმცა წინ თასის ფინალი გველის.”

“დინამო” გია გეგუჩაძემ ჩაიბარა

საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს, თბილისის “დინამოს” ხვალიდან გია გეგუჩაძე გაწთვრნის. ინფორმაციას თბილისურ კლუბში ოფიციალურად ადასტურებენ.

ლანჩხუთში, ადგილობრივ “გურიასთან” ფრედ (2:2) დასრულებული მატჩი “დინამოს” უკვე ყოფილი თავკაცისთვის, კახა გოგიჩაიშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

გია გეგუჩაძე “დინამოს” 2004-2005 წლებში წვრთნიდა და ბოლო პერიოდში კლუბის ყველაზე დიდი წარამტება, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაც სწორედ მის სახელს უკავშირდება.

გეგუჩაძის ბოლო სამუშაო ადგილი “ზესტაფონი” იყო, რომელიც 49 წლის სპეციალისტმა გასული წლის ბოლოს დატოვა.

გია გეგუჩაძე სტუმრად დავით მინაშვილთან

მიმდინარე წლის 26 მაისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს” ესტუმრა და მონაწილეობა დავით მინაშვილის საავტორო გადაცემა “საფეხბურთო მიმოხილვაში” მიიღო. გთავაზობთ ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” პირველი ვარჯიში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართული ოფიციალური წარდგენისა და ჟურნალისტებთან ურთიერთობის შემდეგ, გაიმართა გუნდის კრება, რომელზეც გია გეგუჩაძე ფეხბურთელებსა და გუნდის პერსონალს წარუდგინეს. ამის შემდეგ კი კლუბის ბაზაზე გუნდის ახალმა დამრიგებელმა პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

როგორც მოგეხსენებათ, 10 ნოემბერს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე ჩამპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლებენ…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

გია გეგუჩაძე “ზესტაფონში” დაბრუნდა!

2013 წლის 5 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია გაიმართა. იმერულის კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა საზოგადოებას ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა.

დღეიდან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გიორგი გეგუჩაძე უხელმძღვანელებს. ყველაზე წარმატებულმა ქართველმა მწვრთნელმა, რომელმაც 2004-2005 წლების სეზონში თბილისის “დინამოსთან” ერთად დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ შედეგს (თბილისელებმა მაშინ უეფას თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზეს) მიაღწია, 2008-2011 წლებში ზესტაფონში წარმატებით იმუშავა. სწორედ გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მარგველები პირველად გახდნენ საქართველოს ჩემპიონები და სისტემატიურად ასპარეზობდნენ ევროპულ საკლუბო ტურნირებში. საფეხბურთო სამყაროს იმ გუნდმა თავი სანახაობრივი და შემოქმედებითი ფეხბურთით დაამახსოვრა, მეტოქეთათვის კი მრისხანე და უძლეველ ძალად ჩამოყალიბდა. ბოლო 2 სეზონი გია გეგუჩაძემ ქუთაისის “ტორპედოს” მესაჭის თანამდებობაზე გაატარა – იმ ფორმაციის სიმპატიურმა ქუთაისურმა გუნდმა საკლუბო ისტორიას ბრინჯაოს მედლების ორი კომპლექტი შემატა.

სპეციალისტთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა 2014 წლის 1 იანვარს იწურება, თუმცა, მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან თანამშრომლობის ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაზე.

თავის მხრივ, გიორგი გეგუჩაძემ საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” თავის ასისტენტები, მეკარეთა და ფიზიკური მომზადების მწვრთნელები წარუდგინა:

ზესტაფონელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე იმუშავებენ 40 წლის სპეციალისტი გურამ ასპინძელაშვილი, რომელიც თავის დროზე ზესტაფონელთა დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა და 35 წლის ლევან ბაჯელიძე, რომელიც იმერულ კლუბში ამ პოზიციაზე ზაფხულის შემდეგ საქმიანობს.

რაც შეეხება ზემოიმერული კლუბის მეკარეთა მწვრთნელს, ამ თანამდებობაზე დანიშნულია დავით ჯანელიძე. ფეხბურთელთა ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას კი ზესტაფონელთათვის კარგად ნაცნობი სერბი სპეციალისტი ივან ვუჩეტიჩი დაუბრუნდება.

დღეს, 16:00 საათზე, გია გეგუჩაძე პირველ ვარჯიშს ჩაატარებს, ზესტაფონელთა დამრიგებლის ამპლუაში სადებიუტო შეხვედრას კი კვირას, 10 ნოემბერს, გამართავს – საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე ჩამპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლებენ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

გია გეგუჩაძე „ზესტაფონს“ უბრუნდება?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფეხბურთის სერბი სპეციალისტი რატკო დოსტანიჩი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.

ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს გია გეგუჩაძესთან, რომელიც მარგველებს 2008-დან 2011 წლამდე თავკაცობდა. ამ პერიოდში იმერული გუნდი საქართელოს ჩემპიონის ტიტულს შეწვდა.

როგორც მოგეხსენებათ, „ზესტაფონი“ საქართველოს თასის გათამაშებას მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. გუნდს უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიცია აქვს დაკავებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დოსტანიჩი „ზესტაფონს“ მიმდინარე წლის ივლისიდან თავკაცობს.

ბექა დოგრაშვილი