გარეთ ბერიმ რაიან გიგზის რეკორდი დაამხო

გუშინ პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში ლონდონის “არსენალმა” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში შეუცველლად ითამაშა გარეთ ბერიმ, რომელმაც სტუმარ გუნდს უკაპიტნა. საგულისხმოა, რომ 36 წლის ფეხბურთელისთვის ეს რიგით 633-ე შეხვედრა იყო, რომელიც მან პრემიერ ლიგაში ჩაატარა. ამ შედეგით მან დაამხო “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდის, რაიან გიგზის რეკორდი (632 მატჩი).

ბერის დებიუტი პრემიერ ლიგაში 1998 წლის ორ მაისს შედგა. მაშინ ის “ასტონ ვილაში” გამოდიოდა, რომელმაც “შეფილდ უედნესდეის” ანგარიშით, 3-1 მოუგო. მას შემდეგ, გარეთმა “მანბჩესტერ სიტიში”, “ევერტონსა” და ნახსენებ “ვესტ ბრომვიჩში” იასპარეზა. ცოტა ხნის წინ, ინგლისელმა განაცხადა, რომ მას 40 წლამდე სურს თამაში.

გიგზმა ახალი სეზონის პრემიერ ლიგის ფავორიტი დაასახელა

რაიან გიგზის აზრით, ამ სეზონში პრემიერ ლიგის მთავარი ფავორიტი “მანჩესტერ სიტია.”

“ვუყურე იმ შეხვედრებს, რომელიც “სიტიმ” წინა სეზონის ბოლო ჩაატარა. ვფიქრობ, სხვა კლუბებისთვის ისეთი ფეხბურთელები, როგორებიცაა აგუერო, დე ბრუინი, სტერლინგი, სილვა, ჟესუსი და სანე, ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. “სიტის” მესვეურებს, მხოლოდ და მხოლოდ, უკანა ხაზზე აქვთ საფიქრალი. საინტერესოა, როგორ მოერგება ედერსონი პრემიერ ლიგას. ამ ტურნირს საშუალო დონის მეკარით ვერ მოიგებ. ამიტომ ამ უკანასკნელზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.”

“კომპანი, ჩემი აზრით, დაცვაში საკვანძო ფიგურაა. წესით, მათ არც ამ რგოლში უნდა გაუჭირდეთ.”

“სხვა ფავორიტებზე იმას ვიტყვი, რომ მათ ერთ-ერთი “ჩელსია”. მათ დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ. ასევე მომწონს “ტოტენჰემი”, რომელსაც მშვენიერი ფეხბურთელები და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს,” – განაცხადა გიგზმა.

გიგზი: “ბეილის ხილვა პრემიერ ლიგაში მსურს”

“მანჩესტერ უნაიტედის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რაიან გიგზმა BBC-სთან ჩაწერა ინტერვიუ. მან მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი, გარეთ ბეილი შეაქო და თანამემამულის პრემიერ ლიგაში ხილვის სურვილი გამოთქვა.

“ის “რეალში” ბედნიერია და არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტში სადმე წასვლას განიხილავს. თუმცა, როგორც გულშემატკივარი, ვიტყოდი, რომ გარეთს პრემიერ ლიგაში სიამოვნებით ვიხილავდი.”

“უნაიტედის” ფანებს ნამდვილად უნდათ, რომ ბეილმა “ოლდ ტრაფორდზე” ითამაშოს. ჩვენ დიდ გუნდებზე ვლაპარაკობთ და “მანჩესტერი” ნამდვილადაა მათ შორის. ეს კლუბი ნამდვილად შეეფერება ჩემი თანამემამულის სათამაშო დონეს, თუმცა ახლა ვერ ვურჩევ, რომ “რეალი” დატოვოს.”

“ბეილი დიდი ფეხბურთელია და მან ამ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომის სანაცვლოდ მიაღწია,” – განაცხადა გიგზმა.

რაიან გიგზი ვაკო ყაზაიშვილის “ლეგიას” გაწვრთნის?

შესაძლოა, ვარშავის “ლეგიას” თავკაცად “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, რაიან გიგზი დაინიშნოს.

პოლონური ვებ-გვერდის, Weszlo.Com-ის ჟურნალისტი, კრისტოფ სტანოვსკი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს, რომ “ლეგია” უელსელი სპეცილისტისათვის ოფიციალური წინადადებით მიმართვას აპირებს. აღსანიშნავია, რომ სტანოვსკი “ლეგიასთან” დაახლოებული პირია და ხშირად მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

ასევე, დღეს ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ შესაძლებელია, გიგზი მალე “სუონსის” მწვრთნელი გახდეს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან პოლონეთის ჩემპიონატში გადაბარგება არჩიოს.

ვან გაალმა რაიან გიგზს თავში წამოარტყა (ვიდეო)

სამშაბათს, ინგლისში, “მანჩესტერ იუნაიტედის” საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. კამერებმა კი სახალისო კადრი დააფიქსირეს.

ვან გაალი: “გიგზი “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მწვრთნელი იქნება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ მისი აზრით, მანჩესტერულ კლუბს სათავეში რაიან გიგზი ჩაუდგება.

“ვფიქრობ, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ჩემი წასვლის შემდეგ, გუნდის თავკაცი რაიან გიგზი გახდება. რაიანი დიდ დახმარებას მიწევს, რადგან მან იცის, როგორ აზროვნებენ ფეხბურთელები. ის თავის საქმეს თავს კარგად ართმევს”, – უთხრა ვან გაალმა MUTV-ის.

13 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებმაც მთელი კარიერა ერთ კლუბში გაატარეს

გთავაზობთ 101GreatGoals-ის მიერ დასახელებულ 13 საუკეთესო ფეხბურთელს, რომლებმაც მთელი პროფესიონალური კარიერა ერთ კლუბში გაატარეს.

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები

იმის შემდეგ, რაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს ჩემპიონთა ლიგა დაერქვა, გულშემატკივრებმა არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი იხილეს.

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

იკერ კასილასი

Real Madrid v Atletico de Madrid - UEFA Champions League Final

პაოლო მალდინი

Fußball - Champions League-Finale - AC Mailand - FC Liverpool 2:1

კარლეს პუიოლი

BARCELONA 08/09

ალესანდრო ნესტა

nesta-milan

რობერტო კარლოსი

roberto-carlos-ligue-des-champions_full_diapos_large

კლარენს ზეედორფი

8ea31ac1f72e211c724c76a74ef5c210c4d256da

ჩავი

Xavi+Hernandez+FC+Barcelona+v+FC+Porto+UEFA+gkkAkw9_l86x

დეკუ

1985721_w2

რაიან გიგზი

article-2440140-186F9ADD00000578-983_634x522

ლიონელ მესი

csp_championsleaguefinal-77

რაული

pa-photos_t_raul-gonzalez-real-madrid-career-photos-2707p

TOP 5: ფეხბურთელები, რომელთაც წითელი ბარათი არასოდეს მიუღიათ

თანამედროვე ფეხბურთი წითელი ბარათების გარეშე წარმოუდგენელია. იშვიათად თუ ნახავთ ისეთ მოთამაშეს, რომელიც მოედნიდან არ გაუძევებიათ, თუმცა ასეთები ნამდვილად არსებობენ.

დემიენ დაფი

Damien+Duff+Republic+Ireland+v+Estonia+EURO+ZPolwlY5gt5l

რაული

raul-real-madrid

რაიან გიგზი

ryan-giggs

ფილიპ ლამი

philipplahm_1rvxway8s1a1g17v949r05q3ew

გარი ლინეკერი

943614-e1394661604112

TOP 10: ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს

გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა ათეულს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს.

10. ტიერი ანრი (“მონაკო”, “არსენალი”, “ბარსელონა”) – 112 მატჩი

Henry

9. კარლეს პუიოლი (“ბარსელონა”) – 115 მატჩი

1342991118735

8. პაოლო მალდინი (“მილანი”) – 116 მატჩი

249394_heroa

7. რობერტო კარლოსი (“რეალი”, “ფენერბაღჩე”) – 120 მატჩი

article-0-1A3A8E19000005DC-717_634x439

6. პოლ სქოულზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 124 მატჩი

Paul_Scholes_2219411b

5. კლარენს ზეედორფი (“აიაქსი”, “რეალი”, “ინტერი”, “მილანი”) – 125 მატჩი

ac-milan-s-clarence

4. რაიან გიგზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 141 მატჩი

Ryan-Giggs

3-2. იკერ კასილასი (“რეალი”) – 142 მატჩი

Iker+Casillas+Real+Madrid+CF+v+Club+Atletico+LAXTxUTpJATl

3-2. რაული (“რეალი”, “შალკე”) – 142 მატჩი

raul20real20madrid1

1. ჩავი (“ბარსელონა”) – 143 მატჩი

Xavi+Hernandez+FC+Barcelona+v+Club+Leon+uHSB0WgoY-_l

10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშიათ

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ათი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშიათ.

10. ბერნდ შუსტერი (გერმანია)

9. ერიკ კანტონა (საფრანგეთი)

8. იარი ლიტმანენი (ფინეთი)

7. ჟოსლენ ანგლომა (საფრანგეთი, გვადალუპე)

6. ლადისლავ კუბალა (ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ესპანეთი)

5. რაიან გიგზი (უელსი)

4. ჯორჯ ვეა (ლიბერია)

3. არსენიო ერიკო (პარაგვაი)

2. ჯორჯ ბესტი (ჩრდილოეთ ირლანდია)

1. ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა, ესპანეთი)

შვიდი კაპიტანი

მიმდინარე სეზონის ბოლოს რამდენიმე ლეგენდარულმა ვეტერანმა კარიერა დაასრულა ან ბუცემის ლურსმანზე ჩამოკიდებაზე დაფიქრდა. გთავაზობთ ასეთი კაპიტნების შვიდეულს. 

 

ხავიერ ძანეტი

არგენტინის ნაკრების და “ინტერის” უცვლელი კაპიტანი. “ინტერის” შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ უბერებელ 4 ნომერს ეკუთვნის. მილანური კლუბის ღირსებას ძანეტი 1995 წლიდან იცავდა და ამ პერიოდში 4-ჯერ მოიგო იტალიის თასი, 5-ჯერ ჩემპიონატი, უეფას თასი და ჩემპიონთა ლიგა.

 

რაიან გიგზი

ინგლისის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი. ერთადერთი, ვისაც პრემიერლიგის ყველა სეზონში აქვს გატანილი. გასული სეზონის ბოლო ტურებიდან უკვე მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსის მქონე რაიან გიგზი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მხოლდო ერთ კლუბს, “მანჩესტერ იუნაიტედს” ესმახურებოდა. მისი მომავალი ჯერ-ჯერობით ბურუსითაა მოცული.

 

კლარენს ზეედორფი

“მილანის” ყოფილი კაპიტანი და ახლანდელი მთავარი მწვრთნელი. ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება სამი გუნდის შემადგენლობაში მოახერხა.  ზეედორფმა კარიერა იანვარში დაასრულა. მისი სამწვრთნელო დებიუტი წარმატებული არ ყოფილა და ჯერ უცნობია გააგრძელებს თუ არა კლარენსი მილანურ კლუბში მუშაობას.

 

რაული

ყატარული “ალ-სადის” ფორვარდი 16 წელი მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში რაული კლუბის საუკეთესო ბომბარდიდი გახდა. 10 წლის განმავლობაში წარმატებით იცავდა ესპანეთის ნაკრების ღირსებას. სავარაუდოდ, რაული კარიერას წელს დაასრულებს, თუმცა უცხოურ პრესაში ამერიკული კლუბების ინტერესის შესახებ ბევრი იწერება.

 

ნუნუ გომეში

კიდევ ერტი კაპიტანი, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. ცნობილი პორტუგალიელი ფორვარდი ახლა “ბენფიკას” პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველია. ლისაბონურ კლუბში გომეშს 292 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

ანტონიო დი ნატალე

“უდინეზეს” კაპიტანს კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს, თუმცა ბოლო ტურამდე დი ნატალეს ფეხბურთისთვის თავის დანებება ჰქონდა გადაწყვეტილი. ანტონიოს აზრი შესაძლოა უკანასკნელ მატჩში გაფორმებულმა ჰეთ-თრიკმა შეაცვლევინოს. უდინეზეში დი ნატალე 2004 წლიდან თამაშობს და არც თუ ისე ძლიერი კლუბის ნამდვილი ლეგენდაა.

 

კარლეს პუიოლი

გამორჩეული მოთამაშე, თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მშობლიურ “ბარსელონას” დაემშვიდობა და ახალი კლუბის ძიებამდე ტრავმის მკურნალობას შეუდგა. კატალონიური კლუბის პირველ გუნდში პუიოლის დებიუტი 1999 წელს შედგა. კარლესი ესპანეთის ნაკრების საკვანძო მოთამაშე იყო.