გიორგი ლორიას ბერძნული დებიუტი (ვიდეო)

გიორგი ლორიას ბერძნული ოფი-ს რიგებში დებიუტი ჰქონდა. მისი გუნდი ამხანაგურად ასევე საბერძნეთის უმაღლესი დივიზიონის ბინადარ “პლატანიას” გაეჯიბრა და უგოლოდ დაუზავდა. ლორიამ საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, ერთ ეპიზოდში კი ერთი-ერთზე გამოსული მეტოქე ფეხში თამაშით გაანეიტრალა. ქართველმა მეკარემ პირველი ტაიმი სრულად ჩაამთავრა, მეორე ნახევარში კი შეცვალეს.

გთავაზობთ მატჩის ამსახველ ვიდეომასალას.

გიორგი ლორია საბერძნეთში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი კრეტის ოფი-ის ღირსებას დაიცავს. აღნიშნული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე წლის ივნისის თვიდან იტალიელი ჯენარო გატუზო მუშაობს. ლორიამ ოფი-ში გადასვლა საზოგადოებრივ მაუწყებელს სატელეფონო ინტერვიუში დაუდასტურა. მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“დღეიდან ოფიციალურად ოფი-ის ფეხბურთელი ვარ. ძალიან გამიხარდა, რომ ოფი-ში ჩავირიცხე. შევხვდი მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს, ვესაუბრე, ძალიან უნდა ჩემი აქ ყოფნა. ოფი ამბიციური გუნდია, მიზნები გააჩნია და იმედია, მეც ყველანაირად დავეხმარები ოფი-ს წარმატების მიღწევაში. შანსი არის, დავამტკიცო, რომ ევროპაში თამაშის ღირსი ვარ და ეს ჩემი მომავლისთვისაც კარგია”, – აღნიშნა ლორიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია აქამდე “დინამო თბილისის” ღირსებას იცავდა. რაც შეეხება ოფი-ს, გუნდმა საბერძნეთის ჩემპიონატის გასული გათამაშება მე-6 პოზიციაზე დაასრულა.

 

გიორგი ლორიამ ვარჯიში განაახლა

თურქეთში შეკრებაზე ყოფნისას ჩვენი გუნდის კაპიტანმა გიორგი ლორიამ მარჯვენა კოჭ-წვივი სახსრის ტრავმა მიიღო. გიორგიმ გაიარა სამკურნალო და შემდგომ რეაბილიტაციის კურსი და გუნდთან ერთად უკვე სრული დატვირთვით შეუდგა ვარჯიშს.

FCDinamo.GE

ინტერვიუ გიორგი ლორიასთან

Youtube-ში, თბილისის “დინამოს” ოფიციალურმა არხმა გიორგი ლორიასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ლორია 150- ე შეხვედრის მოლოდინში

საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩი, რომელშიც დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება, ჩვენი გუნდისა და ეროვნული ნაკრების მეკარე– გიორგი ლორიასთვის ნაციონალურ ჩემპიონატში ჩატარებული 150- ე შეხვედრა იქნება. აღსანიშნავია, რომ ლორიამ ჩატარებული 149 თამაშიდან, 77– ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა. გიორგის დებიუტი დინამოში, 2006 წლის 6 მაისს ფოთის კოლხეთან შეხვედრაში შედგა. მატჩი დინამოს გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.

FCDinamo.GE