გიორგი ჭანტურიას მიმართ ინტერესს ბუნდესლიგის ორი კლუბი იჩენს

გერმანული “დუისბურგის” ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია, შესაძლოა, მალე ბუნდესლიგაში ვიხილოთ. derwesten.de-ს ცნობით, 22 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს “კიოლნი” და ბრემენის “ვერდერი” იჩენენენ.

ჭანტურია “დუისბურგის” რიგებში ჩატარებულ ბოლო შეხვედრებში კარგად გამოიყურება და ის თავის გუნდში საუკეთესოა, რითაც მან ბუნდესლიგის კლუბების ყურადღება მიიპყრო.

შგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წევრი “დუისბურგში” 2015 წლის სექტემბერში ჩაირიცხა. მან მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში ერთი გოლის გატანა შეძლო.

რას წერენ გერმანელი ფანები გიორგი ჭანტურიაზე “პადერბორნთან” გამარჯვების შემდეგ

როგორც იცით, 5 ოქტომბერს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, “დუისბურგმა” საკუთარ მოედანზე “პადერბორნი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა გამარჯვება გიორგი ჭანტურიას წყალობით მოახერხეს, რომელიც ახალ კლუბში სადებიუტო მატჩს ატარებდა.

მატჩის შემდეგ, “დუისბურგის” ფანებმა ქართველი ფეხბურთელი შეაქეს.

“ბოლო გოლი, რომელმაც ასე გამახარა “უემბლის” სტადიონზე გავიდა.”

“ჭანტურიას საოცნებო დებიუტი. “ვიტესის” ყოფილმა ფეხბურთელმა “პადერბორნთან” მოგვაგებინა.”

“ჭანტურია ფილმ “ნათლიაში” მონაწილე ალ პაჩინოს გავს.”

“ქართველი მესი” სუპერ ბიჭია!”

ჭანტურია: “მწვრთნელს ვუთხარი, რომ გოლს გავიტანდი”

“დუისბურგის” თავდამსხმელმა გიორგი ჭანტურიამ “პადერბორნთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის მთავარი მწვრთნელი შეაქო.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში “დუისბურგმა” საკუთარ მოედანზე “პადერბორნი” მინიმალური სხვაობით. 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა და ის მწვრთნელთან ერთად ძალიან ემოციურად აღნიშნა.

“ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს. მატჩამდე მას ვუთხარი, რომ მისთვის გოლს გავიტანდი”, – ციტირებს ჭანტურიას სიტყვებს swp.de.

ჭანტურია “ვერონაში” დაბრუნდა

“კლუჟში” დასრულებული იჯარის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი ჭანტურია “ვერონას” დაუბრუნდა.

tuttomercatoweb.com-ის ცნობით, ქართველის მომავალი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. შესაძლოა, ის იტალიურ გუნდში დარჩეს კიდეც, თუმცა ვერონელები არც მის გასხვისებას გამორიცხავენ.

დასრულებულ სეზონში ჭანტურიამ რუმინეთის ჩემპიონატის 22 შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო.

ჭანტურიას “კლუჟს” “სტიაუას” იმედი აქვს

რუმინეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში გიორგი ჭნატურიას “კლუჟი” “კრაიოვასთან” 3:0 დამარცხდა და სეზონის მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.

ამრიგად, კლუჟელებმა სეზონი ევროზინის მიღმა დაასრულეს, თუმცა ევროპის ლიგაზე მოხვედრა მაინც შეუძლია. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუმინეთის თასის მფლობელი “სტიაუა” გახდება, რომელიც ფინალში კლუჟის მეორე კლუბს, “უნივერსიტატეას” ხვდება.

“კრაიოვასთან” შეხვედრაში ქართველი შემტევი “კლუჟის” სასტარტოში იყო და მოედანზე 64 წუთი დაჰყო.

 

გიორგი ჭანტურიას კომენტარი “ბაიერნი”-“ბარსელონას” მატჩზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ჭანტურია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც ორი მატჩის ჯამში “ბარსელონამ” ფინალის საგზური მოიპოვა.

es

გიორგი ჭანტურიამ 96-ე წუთზე კურიოზული ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

28 აპრილს, რუმინეთის ჩემპიონატში “კლუჟმა” საკუთარ მოედანზე “კონკორდია” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლი 35-ე წუთზე სტუმრებმა გაიტანეს. 87-ე წუთზე, “კლუჟის” ნახევარმცველმა პაუნ-ალექსანდრუმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მატჩის დამატებულ მე-4 წუთზე, პორტუგალიელმა მცველმა ტიაგო ლოპესმა მასპინძლებისათვის გამარჯვების გოლი გაიტანა.

ცხადია, “კლუჟის” ფეხბურთელებმა გოლი ემოციურად აღნიშნეს. ამ მომენტში მოედანზე თანაგუნდელებთან გოლის მისალოცად გიორგი ჭანტურიაც გამოჩნდა, რომელიც თავისი გუნდის მწვრთნელმა 75-ე წუთზე შეცვალა. სწორედ ამის გამო, მსაჯმა ქართველ თავდამსხმელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჭანტურია “დინამოს” დაუზავდა

რუმინეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში გიორგი ჭანტურიას “კლუჟი” ბუქარესტში ადგილობრივ “დინამოს” ესტუმრა და სახლში ქულით დაბრუნდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანსისკ დიკანმა გიორგი ჭანტურია ძირითადში არ დააენა და მხოლოდ უკანასკნელი 20 წუთი დაუთმო.

28 თამაშის შედმეგ “კლუჟი” 20 ქულით მე-17 ადგილზეა.

ჭანტურიას “კლუჟმა” “ოცლეულს” სძლია

რუმინეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში გიორგი ჭანტურიას “კლუჟმა” საკუთარ მოედნაზე უშუალო კონკურნეტი, “ოცელული” მიიღო.

მატჩი მასპიძელთა მინიმალური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. გადამწყვეტი კი 57-ე წუთზე ტადეს მიერ გატანილი გოლი გახდა, რომელიც შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი ჭანტურია მოედანზე 70-ე წუთზე, ტიაგო ლოპესის ნაცლად გამოვიდა.

ამ გამარჯვებით “კლუჟმა”, რომელსაც მეორე ეტაპის დაწყებამდე 25 ქულა ჩამოაკლეს, უკანასკნელი პოზიციიდან ბოლოს წინაზე გადაინაცვლა.

Like a Boss – როგორი პენალტი გაუტანა გიორგი ჭანტურიამ მეტოქეს (ვიდეო)

1 აპრილს, რუმინეთის თასზე, “უნივერსიტატეასა” და “კლუჟს” შორის გამართული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა. თერთმეტმეტრიანები უკეთ “უნივერსიტატეას” ფეხბურთელებმა შეასრულეს და მომდევნო ეტაპის საზგური მოიპოვეს.

“კლუჟის” მხრიდან, ერთ-ერთი პენალტი გიორგი ჭანტურიამ შეასრულა.

გიორგი ჭანტურიას შესრულებული პენალტი, რომელზეც სხვადასხვა უცხოური გვერდები ახლაც წერენ!Like a boss! 😀

Posted by Fanebi.Com on Thursday, 5 November 2015

გიორგი ჭანტურია ტონი კროოსის წინააღმდეგ (ვიდეო)

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ მოატყუა გიორგი ჭანტურიამ ტონი კროოსი საქართველოს და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში.

გიორგი ჭანტურია: “საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელებს ფეხბურთი უყვართ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ჭანტურიამ გერმანიის ნაკრებთან გამართული მატჩი შეაფასა.

გიორგი ჭანტურია: „ჩემი აზრით, გერმანიის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მათ ჰყავთ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. მართალია, კლასში დიდი განსხვავება იყო, მაგრამ მიღებული გამოცდილება მომდევნო შეხვედრებში დაგვეხმარება. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებს ისეთი სამწვრთნელო შტაბი ჩაუდგა სათავეში, რომელსაც ფეხბურთი უყვარს. ეს მახარებს. უკეთესობა აშკარად იგრძნობა.“