“გოლდენ სთეით ვორიორსის” მოკლემეტრაჟიანი ფილმი ზაზა ფაჩულიაზე

NBA-ის გასული წლის ჩემპიონმა გოლდენ სთეით ვორიორსმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქართველ ცენტრს ზაზა ფაჩულიას მიუძღვნა.

ფილმში ზაზა ფაჩულიას ცხოვრებაა აღბეჭდილი და იმ დროს არის გადაღებული, როდესაც საქართველო ნაკრები ყოფილი კაპიტანი NBA-ის საჩემპიონო თასთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო:

სტეფ კარიმ მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

დღეს დილით გამთენიისას, მორიგი შეხვედრა გაიმართა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. “გოლდენ სტეიტმა” ზედიზედ მეოთხეთ მოახერხა მეტოქის დამარცხება, გასული წლის ჩემპიონებმა ნიუ ორნეანის “პელიკანსი” 125:115 დაამარცხეს.

თუმცა “უორიოსრსის” გულშემატივართათვის საკმაოდ ცუდი ფაქტი მოხდა შეხვედრის მიწურულს, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა სტეფ კარიმ ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად რამდენი ხანი გაუცდება NBA-ს ორგზის საუკეთესო მოთამაშეს. მას გასახდელის დატოვება ყავარჯნებით მოუწია, დღეს კი რენტგენს გადაუღებენ და ყველაფერი გაირკვევა.

პოპოვიჩი: „გოლდენ სტეიტის“ თამაში ძალიან მომწონს“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა აღიარა, რომ „გოლდენ სტიეტ უორიორსის“ თამაშით მოხიბლულია.

„არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ „გოლდენ სტეიტის“ თამაში ძალიან მომწონს. მათი ბურთის ფლობა და სროლები მომაჯადოებელია. „უორიორსი“ ბრწყინვალე კალათბურთს თამაშობს, რომელშიც, პირადად მე, ჩემთვის ბევრს ვპოულობ, თუმცა ამ გუნდთან მატჩის დროს, ეს ნაკლებად მეხმარება“, – ციტირებს პოპოვიჩს „ProjectSpurs“-ი.

დოკ რივერსი: „კარის თამაში მაიკლ ჯორდანის თამაშზე უფრო სასიამოვნოა“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ლიდერის სტეფ კარის თამაში შეაფასა.

„ჩემთვის ამჟამინდელი კალათბურთელების შეფასება ადვილი არაა. ყოველთვის ვამბობ: „ჯერ მათ კარიერა უნდა დაასრულონ“. თუმცა, თუ ვნახავთ, თუ სად და როგორ თამაშობს ის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ტოპ-5-ში მოხვედრა შეუძია. აქამდე ასე არავის უთამაშია. ვფიქრობ, მისი სროლების ხილვა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მაიკლ ჯორდანის თამაშის ნახვა“, – ციტირებს რივერსს ESPN.com.

კარიმ NBA-ს თავისივე რეკორდი დააუმჯობესა

„გოლდენ სტეიტ უორისის“ გამათამაშებელმა სტეფ კარიმ „ფილადელფია სიქსერსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში ხუთ სამქულიანი ჩააგდო, რითიც იანვარში თავისი სამქულიანების რაოდენობა 78-მდე გაზარდა.

აქედან გამომდინარე, ამ სეზონში უკვე მეორედ მან ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით საკუთარი რეკორდი განაახლა. წინა რეკორდი კარიმ 2015 ლის ნოემბერში დაამყარა, როდესაც 77 შორეული ჩაგდებით გამოირჩა. მანამდე, წინა წლის მარტში, სტეფმა 75 ჩაგდებული სამქულიანიც მიითვალა.

დანკანი „გოლდენ სტეიტთან“ ვერ ითამაშებს

„სან-ანტონიო სპურსის“ მძიმე ფორვარდი ტიმ დანკანი „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩს გამოტოვებს, რომელიც 25 იანვარს გაიმართება. კალათბურთელს მარჯვენა მუხლის ტკილი აწუხებს, რომლის გამო ის პარკეტზე ვერ გამოვა.

მიმდინარე სეზონში დასავლეთ კონფერენციის ლიდერები ერთმანეთს ჯერ არ შეხვედრილან.

სათქმელია, რომ არც „უორიორსს“ და არც „სპურსს“ ამ სეზონში საკუთარ მოედანზე ჯერ არ წაუგიათ.

სტეფ კარიმ რვა სამქულიანი სეზონში მერვედ ჩააგდო

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ რეგულარული ჩემპიოანტის მატჩი „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ლიდერისთვის სტეფ კარისთვის მიმდინარე სეზონში მერვე გახდა, რომელშიც მან მეტოქის ფარში მინიმუმ რვა სამქულიანი ჩააგდო.

ამასთანავე, პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის სხვა მოთამაშეებს, ჯამში, ამ სეზონში მხოლოდ 9 ასეთი შეხვედრა ჰქონდათ.

ასევე უნდა ითქვას, რომ „ლეიკერსთან“ მატჩი სტეფისთვის 111-ე გახდა, რომელშიც მან მინიმუმ ერთი სამქულიანის ჩაგდება შეძლო. ლიგის რეკორდი, ამ მხვრივ, „ატლანტა ჰოუქსის“ შემტევ კაილ კოვერს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზე ზედიზედ 127 მატჩში ჩაგდებული სამქულიანია.

სტეფ კარი: „წელიწადში 11 მილიონი მყოფნის“

„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ლიდერს სტეფ კარის არ აწუხებს, რომ მისი დონის მოთამაშის ხელფასი, შესაძლოა, უფრო მეტსაც შეადგენდეს.

„როდესაც 2012 წელს ოთსხწლიანი კოტნრაქტი გავაფორმე, რომლის ფასი 44 მილიონ დოლარს შეადგენდა, რა თქმა უნდა, სხვა პოზიციის დაკავება და მაქსიმალური კონტრაქტის მოთხოვნა შემეძლო. თუმცა, ოჯახის სარჩენად, წელიწადში 11 მილიონი დოლარიც მყოფნის. იმ მომენტისთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ახლა ამაზე ფიქრს არ ვაპირებ“, – ციტირებს კარის „იაჰუ სპორტსი“.

კარიმ ოცდაათზე მეტი ქულა რეგულარული ჩემპიონაატის მე-80 შეხვედრაში დააგროვა

„ტორონტო რეპტორსთან“ მოგებულ მატჩში „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ 37 ქულა დააგროვა. აქედან გამომდინარე, სეზონში იმ მატჩების რაოდენობა, რომლებშიც მან ოცდაათზე ნაკლები ქულა არ დააგროვა, რვას შეადგენს. ჯამში კი მსგავს შედეგს კარიმ რეგულარული ჩემპიონატის ოთხმოც შეხვედრაში მიაღწია.

სათქმელია, რომ ახალ სეზონში გამთამაშებლის საშუალო მონაგარი ერთ თამაშში 33,7 ქულას, 5,7 გადაცემას, 4,8 მოხსნასა და 2,4 ჩაჭრას შეადგენს.

ტომპსონმა სტეფ კარის შედეგი გაიმეორა

„გოლდენს სტეიტ უორიორსის“ შემტევმა უკანახაზელმა კლეი ტომპსონმა „დეტროიტ პისტონსთნა“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში ოთხი სამქულიანი ჩააგდო, რითაც კარიერაში მის მიერ ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობა 801-ს ტოლი გახდა.

ამ შედეგით სტეფ კარის შემდეგ ის მხოლოდ მეორეა, რომელმაც 800 სამქულიანის ჩაგდება შეძლო. საამისოდ 25 წლის კალათბურთელს ხუთი სეზონი და 314 მატჩი დასჭირდა, რომელშიც შორეული სროლების რეალიზაციამ 41,7% შეადგინა.

ამჟამად NBA-ს ისტორიაში ჩაგდებული სამქულიანების მაჩვენებლით ტომპსონი 122-ე ადგილს იკავებს.

ო’ნილი: „სტეფ კარი ბავშვს ჰგავს“

ლეგენდარული ცენტრი შეკილ ო’ნილი „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ გამთამაშებლის სტეფ კარის თამაშით აღფრთოვანებულია.

„კარის თამაშის ხილვა მომწონს. მსგავსი რამ აქამდე არასდროს მინახავს. მართლა არ ვიცი სხვა გამთამაშებელი, რომელიც მოედანზე ასე დომინირებს. როგორც ჩანს, მას, ურბალოდ, თამაშის ესმის. დააკვირდით მას, არავის წყენა არ მინდა, უბრალოდ, კარი, როგორც ბავშვი გამოიყურება, ის ვერც კუნთებით გამოირჩევა“, – ციტირებს პ’ნილს „Uproxх“-ი.

დოკ რივერსი: „არასდროს მითქვამს, რომ „გოლდენ სტეიტმა“ NBA შემთხვევით მოიგო“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა განაცხადა, რომ „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ მთამაშეებმა მისი სიტყვები არასწორად გაიგეს.

„ჩათვალოთ, რომ ტომპსონმა და „უორიორსის“ სხვა კალათბურთელებმა არასწორად გამიგეს. სინამდვილეში ის არ მითქვამს, რაც მათ განაცხადეს. არასდროს მითქვამს, რომ „გოლდენ სტეიტს“ გაუმართლა. მხოლოდ აღვნიშნე, რომ მოგებისას აბსოლიტურად ყველას უმართებს. ეს სულ სხვა რამაა“, – ციტირებს რივერსს „ლოს-ანჯელეს თაიმსი“.