აშიკი სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს

„ნიუ-ორლეანის“ ცენტრმა ომერ აშიკმა მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო.

სავარაუდოდ, თურქი კალათბურთელი სეზონის სტარტს გამოტოვებს. პირველ მატჩს „პელინაკსის“ მოთამაშებბი 27 ოქტომბერს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედ ჩემპიონთან „გოლდენ სტეიტ უიორიორსთან“ ჩაატარებენ.

ცნობისთვის, აქამდე ასევე ტრავმის გამო „ნიუ-ორლეანმა“ ცენტრი ალექსის აჟინსა დაკარგა.

პორნოვარსკვლავმა საყვარელი გუნდის ყველა მოთამაშე დაასაჩუქრა

პორნომსახიობმა ლიზა ენმა „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ მოთამაშეებს საჩემპიონო სეზონი მიულოცა და ყოველ კალათბურთელს ვახშამი მოუმზადა.

ინტერვიუში პორნოვარსკვლავმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა მოთამაშემ მას სექსიც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო, რამეთუ ლიზა დაქორწინებულ მამაკაცებთან კონტაქტს ერიდება.

გარდა ამისა, პორნოვარსკვლავმა ისიც აღნიშნა, რომ ეს მოთამაშე სტეფ კარი არ იყო.

გასული სეზონის ფინალისტები შობის დღეს ითამაშებენ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2014/15 წლების სეზონის ფინალისტები „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ და „კლივლენდ კავალიერსი“ მოახლოებულ სეზონში პირველად ერთმანეთს შობის დღეს შეხვდებიან, რის შესახებაც ESPN ლიგის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ტრადიციული საშობაო დღის მატჩებს შორის ეს შეხვედრა ცენტრალური იქნება. აქამდე გავრცელებული ცნობით, იმავე დღეს „მიამისა“ და „ნიუ-ორლეანის“ შეხვედრაც იგეგმება.

ახალი სეზონის ოფიციალური განრიგი შემდეგ კვირას გამოქვეყნდება, მანამდე კი ლიგას მისი შეცვლის უფლება აქვს.

ობამამ „გოლდენ სტეიტის“ თავკაცს NBA-ს მოგება მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა „გოლდენ სტიეტ უორიორსის“ მთავარ მწვრთნელს სტივ კერს ტელეფონით დაუკავშირდა. აშშ-ს ლიდერმა „მეომრების“ თავკაცს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგება მიულოცა და აღნიშნა, რომ გუნდის ხასიათით გაოცებულია.

გარდა ამისა, ობამამ გამთამაშებელი სტეფ კარი და ფინალური სერიის MVP ანდრე იგუოდალა გამოარჩია. ბოლოს ობამამ „უორიოსის“ მოთამაშეები და მწვრთნელები თეთრ სახლში დაპატიჟა. სათქმელია, რომ თეთრ სახლში პრეზიდენტმა ასევე სტენლის თასის გამარჯვებული „ჩიკაბო ბლექჰოუქსიც“ მოიწვია.

„გოლდენ სტეიტი“ მეხუთე გუნდია, რომელმაც NBA ოთხჯერ მოიგო

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ანგარიშით 105:97 მოგებითა და სეზონში გამარჯვებით „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ მეხუთე გუნდია, რომელმაც ისტორიაში პლანეტის უძლიერესო საკალათბურთო ლიგა ოთხჯერ მოიგო.

აქამდე ისტორიაში NBA ოთხჯერ „ბოსტონ სელტიკსს“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“, „ჩკაგო ბულზსა“ და „სან-ანტონიო სპურსს“ აქვთ მოგებული. სათქმელია, რომ კალიფორნიელთათვის 1975 წლის შემდეგ ეს პირველი საჩემპიონო ტიტულია.

ESPN-ის 28 ჟურნალისტიდან „გოლდენ სტეიტის“ ჩემპიონობა მხოლოდ ერთმა ივარაუდა

ეროვნული საკალათბურთ ასოციაციის განვლილი სეზონის დაწყების წინ „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ჩემპიონობა ტელეარხ ESPN-ის 28 ჟურნალისტს შორის მხოლოდ ერთმა ივარაუდა. ამის შესახებ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე ბაკსტერ ჰოლმსმა დაწერა და თავის პოსტს სურათიც დაურთო. ჟურნალისტი, რომელმაც მომავალი გამარჯვებული გამოიცნო იტან შერვუდ-სტრაუსია.

შეგახსენებთ, რომ სერიის მეექვსეშეხვედრა „უორიორსმა“ 105:97 მოიგო, შესაბამისად, სერიაში ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.

untitled

ლებრონის წარმოუდგენელი სამქულიანი ფინალურ სერიაში (ვიდეო)

„გოლდენს ტეიტ უორიროსთან“ ფინალური სერიის მეექვსე მატჩში, რომელიც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა, ლებრონ ჯეიმსმა შონ ლივინგსტონის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, კუთხიდან ჩინებული სამქულიანი ჩააგდო.

„გოლდენ სტეიტი“ NBA-ს გამარჯვებულია!

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მექვსე მატჩში „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ „კლივლენდ კავალიერსი“ გასვლაზე ანგარიშით 105:97 დაამარცხა და NBA-ს 2014/15 წლის სეზონის გამარჯვებული გახდა. აქამდე სერიაში ანგარიში „უორიორსის“ სასარგებლოდ, 3:2 იყო, შესაბამისად, გუნდს სერიის მოსაგებად ერთ მატჩში გამარჯვება აკლდა.

პირველივე მეოთხედში სტუმრებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ანგარიშით 28:15 მოიგეს. მეორე მეოთხედში ლებრონმა და კომპანიამ სიტუაციის გამოსწორება შეძლეს და დიდი შესვენების წინ სხვაობა ორამდე შეამცირეს. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც „უორიორსმა“ ათი ქულით მოიგო და ბოლო 12 წუთის წინ მეტოქეს 12 ქულით ამარცხებდა. ბოლო მეოთხედში „კლივლენდმა“ სიტუაციის თავის სასარგებლოდ შეცვლა ვერ შეძლო და სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულით შეამცირა.

ტრიუმფატორთა რიგებში 25 ქულით, 9 პასით, 6 მოხსნითა და 3 ჩაჭრით საუკეთესო სტეფ კარი იყო, „კლივლენდის“ მხრიდან კი 32 ქულით, 18 მოხსნითა და 9 გადაცემით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა.

„კლივლენდი“ – „გოლდენ სტეიტი“ 97:105 (15:28, 28:17, 18:28, 36:32)

„კლივლენდი“: ჯეიმსი (32 ქ. 18 მ. 9 პ. 6 დ.), სმიტი (19 ქ. 5 მ.), მოზგოვი (17 ქ. 12 მ. 4 ბ.), ტომპსონი (15 ქ. 13 მ.)

„გოლდენ სტეიტი“: კარი (25 ქ. 9. პ. 6 მ. 3 ჩ.), იგუოდალა (25 ქ. 5 მ. 5 პ.), გრინი (16 ქ. 11 მ. 10 პ. 3 ჩ.), ეზელი (10 ქ.), ლივინგსტონი (10 ქ.)

ანგარიში სერიაში: 2-4

ლებრონ ჯეიმსი: „მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი ვარ“

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „გოლდენ სტეიტთან“ ფინალური სერიის მეექვსე მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ყველაფერი მარტივია. „კლივლენდის“ გამარჯვებაში დარწმუენბული ვარ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ვარ.

ჩვენ სახლში ვბრუნდებით და საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ. თუ „კავალიერსი“ ამ მატჩს თავის დონეზე ჩაატარებს, მაშინ  მეშვიდე შეხვედრა გაიმართება“, – ციტირებს ლებრონს ESPN-ი.

ცნობისთვის, ამჟამად „უორიორსი“ სერიას ანგარიშით 3:2 იგებს. განვლილ ხუთ შეხვედრაში ჯეიმსის საშუალო მონაგარმა 36,6 ქულა, 12,4 მოხსნა და 8,8 გადაცემა შეადგინა.

„გოლდენ სტეიტს“ NBA-ს მოგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი შედგა.

სერიის წინა ოთხი მატჩის შედეგად, ანგარიში თანაბარი – 2:2 იყო, შესაბამისად, ამ შეხვედრის მოგება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. მეოთხე მატჩში „გოლდენ სტეიტმა“ „კლივლენდს“ 3-მატჩიანი მოგებათა სერიის საშუალება არ მისცა, ამ შეხვედრაში კი „უორიორსი“ საკუთარ მეოდანზე ზედიზედ მე-2 მარცს გადაურჩა.

პირველი მეოთხედი ჯამში თანაბარი გამოდგა და ანგარიშით 22:22 დასრულდა. იგივეს თქმა მეორე მეოთხედზეც შეიძლება, რომელშიც მასპინძლები მხოლოდ ერთი ქულით დაწინაურნდნენ – დიდი შესვენების წინ „უორიორსი“ ანგარიშით“ 51:50 იგებდა.

მესამე მეოთხედში „უორიორსმა“ მეტოქეს ხუთი ქულით აჯობა, ხოლო თორმეტ წუთში კი ლებრონმა და კომპანიამ ვერაფერი შეძლეს. საბოლოოდ, „გოლდენ სტეიტმა“ 13 ქულით გაიმარჯვა და ახლა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.

„უორიორსის“ მხრიდან საუკეთესო 37 ქულითა და 7 მოხსნის სტეფ კარი იყო, „კლივლენდის“ რიგებიდან კი 40 ქულით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა.

„გოლდენ სტეიტი“ – „კლივლენდი“ – 104:91 (22:22, 29:28, 22:17, 31:24)

„გოლდენ სტეიტი“: კარი (37 ქ. 7 მ. 5 დ.), გრინი (16 ქ. 9 მ. 5 პ.), იგუოდალა (14 ქ. 8 მ. 7 პ. 3 ჩ.), ბარბოზა (13 ქ.), ტომპსონი (12 ქ.), ბარნსი (8 ქ. 10 მ.)

„კლივლენდი“: ჯეიმსი (40 ქ. 14 მ. 11 პ.), ტომპსონი (19 ქ. 10 მ.), სმიტი (14 ქ. 7 მ.), შამპერტი (10 ქ. 5 მ.)

ანგარიში სერიაში: 3-2

კარის ჩინებული დრიბლინგი და ჩაგდება (ვიდეო)

„კლივლენდთან“ ფინალური სერიის მეოთხე მატჩში „უორიორსის“ ლიდერმა სტეფ კარიმ ჩინებული დრიბლინგი შეასრულა, როდესაც იმან შამპერტი და მეთიუ დელავედოვა მოატყუა, რის შედეგაც ტიმოფეი მოზგოვსაც აჯობა და ბურთი მეტოქის ფარში ჩააგდო.

მსაჯი კალათბურთელს: „მოკეტე!“ (ვიდეო)

„კლივლენდ კავალიერსსა„ და გოლდენ სტეიტ უორირსს“ შორის ეროვნული საკალთბურთო ასოციაციის ფიანლური სერიის მეოთხე მატჩში მსაჯი ჯო კროუფორდმა ტიმოფეი მოზგოვის მოსმენა არ ისურვა და შმედეგი რამ უთხრა: „Shit Up!“ („მოკეტე!“)

შეფახსენებთ, რომ შეხვედრა სტივ კერის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ამჟამად სერიაში ანგარიში თანაბარია (2:2). სერიის მეხუთე შეხვედრა 15 ივნისს გაიმართება.

.