აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც კალათბურთის მოყვარულია, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალში არც „კლივლენდ კავალიერსს“ და არც „გოლდენ სტეიტ უორირსს“ უგულშემატკვრებს. როგორც ობამა აცხადებს, ორივე გუნდი ჩინებულ თამაშს აჩვენებს.
„კლივლენდის“ რიგებიდან ობამამ ლებრონ ჯეიმსი აღნიშნა, რომლის თამაში „ბრწყინვალედ“ მოიხსენია. ამავდროულად აშშ-ს ლიდერმა „გოლდენ სტეიტის“ ლდიერის სტეფ კარის ფორმაში დაბრუნების იმედიც გამოთქვა.
ცნობისთვის, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალურ სერიაში ანგარიში ამჟამად 2:2-ა. სერიის მეხუთე შეხვედრა 15 ივნისს, ოკლენდში შედგება.