გრეგ პოპოვიჩი ზაზას ეპიზოდზე: “ვის აინტერესებს, რა იყო მისი განზრახვა?”

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფი კულმინაციას უახლოვდება. უკვე გაიმართა დასავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის პირველი მატჩი “გოლდენ სტეიტ ვორიორსსა” და “სან ანტონიო სპურსს” შორის, რომელიც “მებრძოლთა” ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

მატჩში გადამწყვეტი როლი მესამე მეოთხედში მომხდარმა ინციდენტმა ითამაშა, როდესაც ზაზა ფაჩულიამ კავაი ლეონარდს მძიმე ტრავმა მიაღებინა. მაშინ “ოქროს შტატის” ჩამორჩენა 23 ქულა შეადგენდა. კავაის გარეშე დარჩენილმა “სპურსმა” კი ეს 23 ქულა საკმაოდ მოკლე დროში გაატანა წყალს.

“რამდენად გარდამტეხი იყო ეს ეპიზოდი? კარგით რა, არ მინდა კრიტიკულად მივუდგე ამ საკითხს, მაგრამ ძალიან სულელური კითხვაა. ეს იგივეა, კარის რომ არ ეთამაშა.

ორი ნაბიჯით მიახლოება მეტოქესთან, რომელიც ჰაერში იმყოფება, მიღებული ნამდვილად არ არის. ეს არასპორტული საქციელია.

ასეთ რაღაცებს კალათბურთელები ერთმანეთს უმიზეზოდ არ უკეთებენ. გაიხსენეთ ის დრო, ზაზა “დალასში” რომ თამაშობდა, რამდენად უხეშად ეთამაშებოდა პეტი მილსს, როგორ დაუჭირა ხელი კავაი ლეონარდს, კინაღამ მოტეხა.

მსოფლიოს საუკეთესო კლუბს საკმაოდ კარგად ვეთამაშეთ, პლეი ოფებში ჩვენი პროგრესი ყველასათვის შესამჩნევი იყო. მესამე მეოთხედში 23-ქულიანი ჰანდიკაპი გვქონდა, შემდეგ კი ეს მოხდა. თქვენ კი მეკითხებით,რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა ამ ეპიზოდს?

ვის აინტერესებს, რა იყო მისი განზრახვა? მკვლელობაზე რამე გსმენიათ? ასეთივე შემთხვევა იყო ესეც. მოთამაშეები ერთმანეთს ასეთ რაღაცბს არ უკეთებენ, თუმცა ეს განსხვავებული ისტორიაა,” – აცხადებს “სპურსის” მთავარი მწვრთნელი, გრეგ პოპოვიჩი.

პოპოვიჩი: „გოლდენ სტეიტის“ თამაში ძალიან მომწონს“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა აღიარა, რომ „გოლდენ სტიეტ უორიორსის“ თამაშით მოხიბლულია.

„არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ „გოლდენ სტეიტის“ თამაში ძალიან მომწონს. მათი ბურთის ფლობა და სროლები მომაჯადოებელია. „უორიორსი“ ბრწყინვალე კალათბურთს თამაშობს, რომელშიც, პირადად მე, ჩემთვის ბევრს ვპოულობ, თუმცა ამ გუნდთან მატჩის დროს, ეს ნაკლებად მეხმარება“, – ციტირებს პოპოვიჩს „ProjectSpurs“-ი.

პოპოვიჩი ჟურნალისტებს: „თქვენგან განსხვავებით, ექიმი არ ვარ“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ტიმ დანკანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ტიმმა ტრავმის გამო ბოლო 4 მატჩიდან 3 გამოტოვა.

„ტიმის გამოჯანმრთელების თარიღი უცნობია. ის მაშინ დაბრუნდება, როცა მზად იქნება. ექიმები თავის სექმეს აკეთებენ, მე – ჩემსას. თქვენგან განსხვავებით, ექიმი არ ვარ. მირჩევნია, პროფესიონალებს დავუჯერო“, – ციტირებს პოპოვიჩს ESPN-ი.

პარკერი: „ახლა მთელი ტვირთი პოპოვიჩზეა“

„სან-ანტონიო სოპურსის“ გამთამაშებელი ტონი პარკერი თვლის, რომ მას შემდეგ, რაც კლუბმა ლამარკუს ოლდრიჯი და დევიდ უესტი დაიმატა, გუნდის მთავარ მწვრთნელზე გრეგ პოპოვიჩზე დიდი ზეწოლა გადავიდა.

„ამ ყველაფრის შემდეგ მთელი ტვირთი გრეგზეა“, – ციტირებს ტონის „Sports Illustrated“-ი.

გასულ სეზონში „სპურსმა“ ჩემპიონის ტიტულის მოგება ვერ შეძლო. პლეიოფის პირველი რაუნდის შვიდმატჩიან სერიაში პოპოვიჩს გუნდმა „ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ წააგო.

პოპოვიჩი და დანკანი კარიერას ერთად დაასრულებენ

ცოტა ხნის წინ „სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა კლუბთან ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2019 წლამდე იმოქმედებს. ESPN-ის ვარაუდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 66 წლის სპეციალისტი კარიერას ოთხ სეზონში დაასრულებს.

გამორიცხული არ არის, პოპოვიჩმა სამწვრთნელო საქმიანობა უკვე 2015/16 წლების სეზონის შემდეგ დაამთავროს. გრეგისთვის მთავარი ტიმ დანკანთან მუშაობაა, რომლის დღეები ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დასასრულს უახლოვდება.

გრეგ პოპოვიჩი და ტიმ დანკანი ერთად 1997 წლიდან მუშაობენ. 18-წლიანი მუშაობის პერიოდში ტანდენმა ხუთი საჩემპიონო ტიტულის მოგება შეძლო.

 

პოპოვიჩმა პლეიოფში 150-ე მატჩი მოიგო

„ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის მეორე მატჩში გამარჯვება „სან-ანტონიო სპურსის“ თავკაცისთვის გრეგ პოპოვიჩისთვის მწვრთნელის სახით ასოციაციის პლეიოფში 150-ე გამოდგა.

პოპოვიჩი ფილ ჯექსონისა და პეტ რაილის შემდეგ მესამეა, ვინც მსგავს შედეგს მიაღწია. 150 გამარჯვების მოსაპოვებლად სპეციალისტს 19 წელი და 241 მატჩი დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ პოპოვიჩი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ხუთ ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელებს შორისაა.

პოპოვიჩი: „კლიპერსის“ დაცვა ჩვენს თავდასხმაზე უკეთესი იყო“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ პლეიოფის პირველი რაუნდის პირველ მატჩში მარცხის შემდეგ „სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა მეტოქის დაცვა შეაქო.

„კლიპერსმა“ დაცვა „სპურსის“ თავდასხმაზე უკეთესი იყო. მეტოქე აგრესიუალად მოქმედებდა, ცალკეული მოთამაშეების ინდივიდუალურმა თვისებებმა კი დიდი ზიანი მოგვაყენეს. ჩემი აზრით, „კლიპერსმა“ სწორედ დაცვაში თამაშის წყალობით მოიგო“, – განაცხადა პოპოვიჩმა.

პოპოვიჩი: „ჩემი მოთამაშეები 30 ქულას იმიტომ ვერ აგროვებენ, რომ კრეტინი ვარ“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ვერ აგროვებენ მისი გუნდის მოთამაშეები ერთ მატჩში 30 ქულაზე მეტს.

„ყველაფერი იმის ბრალია, რომ კრეტინი ვარ. უბრალოდ არ მომწონს, როდესაც ვინმე თავს იჩენს და ამით ამაყობს. იმისთვის, რომ 30 ქულა დააგროვო, ეგოისტი უნდა იყო. ეს მხოლოდ ერთი თამაშია, მეგობრებო“, – განაცხადა პოპოვიჩმა.

ცნობისთვის, „ჰიუსტონთან“ მატჩში პოპოვიჩმა ტონი პარკერი, რომლის მონაგარმა 27 ქულა შეადგინა, 26 წუთის განმავლობაში ათამაშა.

პოპოვიჩი: „მიხარია, რომ დავბრუნდი“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა „ბოსტონ სელტიკსთან“ მატჩის შემდეგ (111:89) აღიარა, რომ სამსახურში დაბრუნებით გახარებულია.

პოპოვიჩმა ექიმთან ვიზიტისა და სამედიცინო პროცედურების გამო ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა.

„რა თქმა უნდა, მიხარია. არც კი ვიცი, კალათბურთის გარდა, კიდევ რითი შემიძლია დავკავდე. ახლა ზამთარია, ყვავილები და მცენარეები არ იზრდებიან. ახლა წიგნებთან ბრძოლა მაქვს, რადგან ჩემს ასაკში იმდენი წიგნის წაკითხვა მსურს, რამდენის წაკითხვასაც უბრალოდ ვერ შევძლებ. ასე რომ, არჩევანის წინაშე ვიქნებოდი: ან ვერაფერს წავიკითხავდი, ან დროს მხოლოდ ამაზე დავხარჯავდი. კარგია, რომ დავბრუნდი და ეს პრობლემა თავისით მოგვარდა.

ვყვიროდი თუ არა მატჩების ტელევიზორში ყურებისას? არა, ენერგიის შენახვა ჩემი დაბრუნებისთვის გადავწყვიტე“, – ციტირებს პოპოვიჩს ESPN.com-ი.

პოპოვიჩი: „რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოს სავახშმოდ წავალთ“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა „ფენერბაჰჩესთან“ ამხანაგური მატჩის მოგების შემდეგ (96:90) ორი სიტყვით მოახლოებულ სეზონში თავისი გუნდის შანსები შეაფასა.

„როგორი იქნება ჩვენი გზა? ჩვენ ან ჩემპიონატს მოვიგებთ ან ვერა… რაც არ უნდა იყოს, ბოლოს მაინც სავახშმოდ წავალთ“, – განაცხადა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი გამარჯვებულის დამრიგებელმა.

გრეგ პოპოვიჩმა კვლავ წვერი მოუშვა

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი დასვენების შემდეგ ჟურნალისტებისა და თავისი გუნდის თვალწინ კვლავ წვერით წარსდგა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი იმიჯი სპეციალისტს 2008/09 წლების სეზონშიც ჰქონდა.

პოპოვიჩი: „დიდი პატივია, რომ მესინა ჩვენთან იმუშავებს“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი თავის შტაბში ცნობილი იტალიელი სპეციალისტის ეტორე მესინას გადასვლით კმაყოფილია.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩვენ ასეთი გამოცდილი და მაღალი დონის სპეციალისტი შემოგვიერთდა. მესინა ჩინებული მწვრთნელი და ლიდერია. მისგან ბევრს ვისწავლით“, – განაცხადა „სპურსის“ დამრიგებელმა.