გვარდიოლა: “ზიდანმა უჩვეულო რამ გააკეთა”

ზინედინ ზიდანმა მადრიდის “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო და ამის შემდეგ გუნდი დატოვა. ეს, გარკვეულ დონეზე, ჰგავდა პეპ გვარდიოლას წასვლას კატალონიის “ბარსელონადან”.

ჟირონაში მიმდინარე გოლფის ტურნირზე მყოფ გვარდიოლას ფრანგზე ჰკითხეს.

“ჩვენ ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა არ მოგვიგია, ამიტომ მისი წასვლის მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ. რაც ზიდანმა და მისმა ფეხბურთელებმა გააკეთეს, ქებას იმსახურებს. მწვრთნელები, ჩვეულებრივ, იმიტომ ტოვებენ კლუბს, რომ ცუდი შედეგები დააფიქსირეს. ზიდანის ასეთი საქციელი კი, ძალიან უჩვეულო იყო. არის რამე საერთო ჩვენს შორის? კი, სამწუხაროდ, თმა. მე მას დიდ პატივს ვცემ. ის, როგორც ფეხბურთელი, კუმირი იყო. მას შევადარებ ლუის ენრიკეს, რომელმაც ასევე ბევრი ტიტული მოიგო “ბარსელონაში” და ისე დატოვა კლუბი,” – აცხადებს გვარდიოლა.

გვარდიოლა: “სიტი” ბევრ ფეხბურთელს არ შეიძენს”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ მისი გუნდი მოახლოვებულ სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიური არ იქნება.

“ჩვენ ბევრ ტრანსფერს არ განვახორციელებთ. შესაძლოა, ერთი ან ორი დეტალი შევცვალოთ. წინა სეზონში გუნდში დიდი და სასარგებლო ინვესტიცია ჩაიდო. ეს იმიტომ, რომ, შარშან ათი-თერთმეტი ფეხბურთელი 30 წელზე მეტის იყო და გაახალგაზრდავება გვჭირდებოდა. შესაბამისად, ახლა მხოლოდ, მცირე ცვლილებებზე ვკონცენტრირდებით.”

თუ “ქალაქელები” პრემიერ ლიგის ბოლო მატჩს “საუთჰემპტონს” მოუგებენ, მაშინ ისინი ას ქულას დააგროვებენ. ამას აქამდე ძალიან კონკურენტულ ჩემპიონატზე მონაწილე ნებისმიერ გუნდზე ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა.

“რა თქმა უნდა, გამარჯვებას ვეცდებით. სწორედ ასე ვითამაშეთ აქამდეც და ახლა ახალი რეკორდის დამყარება გვსურს. სწორედ რეკორდები გვმატებდნენ მოტივაციას, რომ კონცენტრაცია არ დაგვეკარგა. გვსურს, პრემიერ ლიგა მოგებით დავასრულოთ,” – ამბობს გვარდიოლა.

გვარდიოლა: “ორი თვის წინ რაიოლამ პოლ პოგბა და მხითარიანი შემომთავაზა”

ბოლო დროს უცხოური პრესა საკმაოდ აქტიურად წერს ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ. პეპ გვარდიოლამ კი ბოლო პრესკონფერენციის დროს სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა და აღნიშნა, რომ ზამთარში რაიოლამ მას პოგბას ტრანსფერი შესთავაზა.

თუმცა, სანამ უშუალოდ ფრანგ ფეხბურთელზე დაიწყებდა საუბარს, რაიოლას სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც მას ზლატან იბრაჰიმოვიჩის კარიერაზე საუბრისას ლაჩარი უწოდა: “ვეთანხმები. როგორც იქნა, ხალხმა დაინახა ჩემი ნამდვილი სახე, ცუდი ადამიანი ვარ, ლაჩარი.

მასთან არასოდეს მისაუბრია და ვფიქრობ, მის შეხედულებებზე იბრაჰიმოვიჩის სიტყვებმა იქონია გავლენა. თუმცა მართალია, რომ ორი თვის წინ მან მხითარიანისა და პოლ პოგბას ტრანსფერი შემომთავაზა.

საინტერესოა, რატომ გააკეთა ეს. უნდოდა, მხითარიანსა და პოგბას ჩვენთან ეთამაშა? თუ ასეთი ცუდი ადამიანი ვარ და მას კლიენტების დაცვა ევალება, ასეთი შეთავაზება არ უნდა გაეკეთებინა. ძაღლთან შედარება კარგი ნამდვილად არ არის. ძაღლებს პატივი უნდა სცეს.

ძალიან გამიკვირდა, როდესაც ეს ფეხბურთელები შემომთავაზა, რადგანაც ძაღლი ვარ. მიკვირს, რატომ უნდა, თავისი ფეხბურთელები ძაღლს ჩააბაროს – არა, შანსი არაა. მისი ფეხბურთელები უკეთეს მწვრთნელთან თანამშრომლობას იმსახურებენ, გმადლობთ,” – აცხადებს პეპ გვარდიოლა.

გვარდიოლა: “ვიცი, რომ წესს ვარღვევ, მაგრამ ამის გაკეთებას არ შევწყვეტ”

პეპ გვარდიოლა უკვე რამდენიმე მატჩია, რაც საჯაროდ ჩნდება ყვითელი ბაფთით, რომელიც მას სამოსზე აქვს მიმაგრებული. როგორც ცნობილია, ის ამას აკეთებს კატალონიელი აქტივისტების მხარდასაჭერად, რომელიც მოითხოვდნენ, რომ რეფერენდუმი ჩატარებულიყო, თუმცა ისინი დაიჭირეს.

“გაფრთხილება მივიღე, რომ ამის კეთება არ შეიძლებოდა. თუმცა, მაინც არ მოვიხსნი ბაფთას. პირველ რიგში, მე ადამიანი ვარ, შემდეგ მწვრთნელი. ადამიანები უდანაშაულოები არიან, თუმცა ციხეში ჩასვეს. რამდენიმე მათგანი კი კატალონიიდანაა წასული და თუ იქ ჩავლენ, დაიჭერენ. ეს მარაზმია. თქვენ დასთანხმდით ბრექსიტს, შოტლანდიის რეფერენდუმს. ჩემს ხალხსაც აქვს თავისი სურვილი,” – აცხადებს პეპი.

გვარდიოლა: “ხალხი თვლის, რომ “სიტის” მხოლოდ ფული გააჩნია და ამით აღწევს წარმატებას”

“მანჩესერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ზოგი თვლის, რომ ჩვენი წარმატების საიდუმლო ხოლოდ ფულია. ისინი მიიჩნევენ, “სიტის” მხოლოდ ის გააჩნია და სხვა არაფერი. არა და, ჩვენ გვაქვს განვითარების სწორი გზა, სტრუქტურა და ვნება იმისა, რომ დიდ წარმატებას მივაღწიოთ. ყველა კლუბი მუშაობს იმისთვის, რომ შემადგენლობა გაძლიერდეს. შეხედეთ ლაპორტს, ბევრი იტყვის: “ვაუ, რა ცენტრალური მცველია!” ზოგი ამბობს, რომ ის ძვირია. შეიძლება ასეცაა, შეიძლება ძალიან იაფია – ამას დრო გვიჩვენებს!”

“ვფიქრობ, სეზონის პირველი ნახევარი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა იყო. ამაზე კარგად თამაში ძალიან რთულია. თუმცა, თუნდაც, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, სადაც ყველაფერი წუთებში შეიძლება, გადაწყდეს, გაცილებით დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ,” – აცხადებს პეპი.

გვარდიოლა: “გუნდში ლეგენდის ყოლით ბედნიერი ვარ”

დღეს პრემიერ ლიგის მეცხრამეტე ტურში “ეტიჰადზე” “მანჩესტერ სიტიმ” “ბორნმუთი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 4:0 გაანადგურა. ერთ-ერთი გოლი გაიტანა კუნ აგუერომ. არგენტინელმა “ეტიჰადზე” ყველა ტურნირის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში რიგით მეასე გოლი შეაგდო.

პეპ გვარდიოლა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა, სადაც აგუეროს მიღწევაზეც გაამახვილა ყურადღება.

“კუნი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის ლეგენდაა და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა გოლები გააქვს. ის თავისით გადაწყვეტს საკუთარ მომავალს. მე ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი, რას ნიშნავს, როცა სათადარიგოთა სკამზე რჩები – ფეხბურთელები ნაწყენდებიან. თუმცა, უმეტესობა მათგანს აქვს საკმარისი შეგნება. ვცდილობ, ყველა მათგანთან კარგი ურთიერთობა მქონდეს.”

“ვფიქრობ, გაბრიელ ჟესუსი იმსახურებს თამაშს – ასევე, ბერნარდუ სილვაც და ერიკ მანგალასაც უნდა შეხვეთ საკმარისი დრო. მთავარი ისაა, რომ მათ შორის უერთიერთპატივისცემა არსებობდეს. თუ ისინი ჩემით არ არიან კმაყოფილნი, ეს პრობლემა არაა. თუმცა, მათ კარგი ურთიერთობა უნდა ჰქოდნეთ. რაც შეეხება აგუეროს, მას დიდ პატივს ვცემ. მან თავისით უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავლის საკითხი,” – აცხადებს გვარდიოლა.

გვარდიოლა: “სიტყვებით ვერ შევაფასებ იმას, რასაც დე ბრუინი ბურთით აკეთებს”

გუშინ პრემიერ ლიგის მეთვრამეტე ტურში “მანჩესტერ სიტიმ” ლონდონის “ტოტენჰემი” ანგარიშით, 4-1 დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ მეთექვსმეტე მოგებაც გაიფორმა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ესაუბრა. ესპანელმა თავის მოთამაშეზე, კევინ დე ბრუინზე გაამახვილა ყურადღება.

“ის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, ჩვენი აკადემიისთვის შესანიშნავი მაგალითია. მათ კარგად იციან, როგორია კევინი და როცა ის ბურთთან ერთად გარბის, ან როცა იბრძვის, ამ მომენტებიდან ჩვენს ახალგაზრდებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. დე ბრუინი გვეხმარება, რომ უკეთესი კლუბი ვიყოთ, გვქონდეს სწორი სისტემა, რომელიც სამომავლოდ უფრო განვითარდება.”

“სიტყვებით ვერ შევაფასებ იმას, რასაც ბელგიელი ბურთით აკეთებს. მას, როცა მეკარისგან 40 მეტრითაა დაშორებული, მაშინაც კი შეუძლია მეტოქისთვის ხიფათის შექმნა. როცა მის უკან მყოფი ადამიანები ხედავენ, როგორც გარბის იგი, თვითონაც ფიქრობენ, რომ ასე აუცლებლად უნდა ირბინონ და სწორედ ამგვარად დაეხმარონ გუნდს,” – აცხადებს გვარდიოლა.

 

იბრაჰიმოვიჩი: “პეპი ჩემს მწვრთნელებს შორის ყველაზე განუვითარებელია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ მის ყოფილ და მოქმედ მწვრთნელებს შორის, პეპ გვარდიოლა ყველაზე განუვითარებელია. შეგახსენებთ, კატალონიელი შვედს “ბარსელონაში” ერთი სეზონის მანძილზე თავკაცობდა.

“კარაგად მახსოვს “ბარსაში” გატარებული სეზონი. პირველი ექვსი თვის მანძილზე ბევრი გოლი გავიტანე და შესანიშნავ ფორმაში ვიყავი. თუმცა, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. გვარდიოლამ ახალი სქემითა და ტაქტიკით დაიწყო თამაში, რის გამოც ლიონელ მესი მთავარი გახდა, მე კი ჩრდილში მოვექეცი. ფაქტობირვად, ჩემი მთავარი ფუნქციები დავკარგე. კლუბში მითხრეს, რომ ამაზე გვარდიოლას უნდა დავლაპარაკებოდი. მას როცა შევხვდი, მითხრა, ამ პრობლემას გადაჭრიდა. შემდეგ თამაშში სათადარიგოთა შორის აღმოვჩნდი. ასე გაგრძელდა რამდენიმე ხანს.”

“პეპი ვნახე და ვუთხარი: “შესანიშნავად გადაჭერი პრობლემა! ყველაფერს ვხედავ! ამის შემდეგ, ის არა თუ მელაპარაკებოდ, არც მიყურებდა. მან ვერ მოაგვარა ეს პრობლემა. მახოვს, კატალონიურ გუნდში ჩემი პირველი დღე. მთავარმა მწვრთნელმა მითხრა, რომ მოთამაშეები ვარჯიშებზე ფერარითა და პორშეთი არ დადიოდნენ. ის არც მიცნობდა და ისე განმსაჯა. ეს არ იყო სწორი. თუმცა ახლა მე ვიცნობ გვარდიოლას, მაკავშირებს მასთან გარკვეული გამოცდილება და შემიძლია, მასზე ვისაუბრო. ის ყველაზე განუვითარებელია ჩემს მწვრთნელებს შორის. სხვისი აზრი არ მანაღვლებს,” – ამბობს “იბრა”.

გვარდიოლა: “ვგრძნობ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია!”

დღეს პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” პრემიერ ლიგის მე-15 ტურში “ვესტ ჰემ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

მატჩის წინ “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“როცა უგებ “ლივერპულს” საკუთარ მოედნაზე, შემდეგ “ჩელსის” “სტემფორდ ბრიჯზე”, “ნაპოლის”, “შახტარს”, ეს ყველაფერი თავდაჯერებულობას განიჭებს. ეს ისაა, რასაც ვერ შეიძენ და, რომელიც თავისით მოდის. ჩახლა უფრო გვაქვს ჩვენი თავის იმედი. ახლა ვგრძნობთ, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ, როცა არ უნდა ვითამაშოთ და ვისაც არ უნდა დავუპირისპირდეთ, ნებისმიერ მატჩს მოვიგებთ.”

“ტიტულისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. ზედიზედ 19 თამაშში ვიმარჯვეთ. ეს მარტივი საქმე ნამდვილად არაა. თუმცა, როცა მიზანს ისახავ, რესურსებს მოიზიდავ და გულით აკეთებ რაღაცას, ის აუცილებლად გამოგდის. ასეთი რეკორდის დამხობა, რა თქმა უნდა, ტიტულის ტოლფასი არაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვნია,” – აცხადებს ესპანელი.

კარიკატურა: კონტემ მოურინიოს ავტობუსი დაამტვრია, ვენგერმა გვარდიოლას რაკეტას ვერაფერი უქნა

გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ორი გამორჩეული შეხვედრა გაიმართა: “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედის”, ხოლო “მანჩესტერ სიტი” “არსენალის” წინააღმდეგ. საბოლოოდ, ანტონიო კონტემ “ლურჯი ბიჭებით” ჟოზე მოურინიოს “წითელ ეშმაკებს” სძლია. ხოლო, არსენ ვენგერმა თავისი “ზარბაზნით” პეპ გვარდიოლას “რაკეტა” ვერ დაამარცხა.

ამ თემაზე ასეთ კარიკატურას გთავაზობთ

 

პეპ გვარდიოლა: “როცა აგუერო ამ რეკორდს დაამხობს, მან ვახშამზე უნდა დაგვპატიჟოს”

გუშინ ინგლისის პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე “ბარნლის” დაუპირისპირდა და 3:0 სძლია. 30-ე წუთზე გოლი გაიტანა კუნ აგუერომ, რომელიც მისთვის “მან. სიტის” მაიუსრით ყველა ტურნირზე გატანილ გოლებში 177-ე აღმოჩნდა. ამ შედეგით იგი გაუთანაბრდა კლუბის ყველა დროის ბომბარდირს, ერიკ ბრუკს.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ესაუბრა. კატალონიელმა არგენტინელი შემტევის მიღწევაზეც გაამახვილა ყურადღება.

“კუნს სამი კვირა გაუცდა და ახლა ფორმაში ჩასადგომად სათამაშო წუთები ესჭიროებოდა. მან ეს მიიღო და შედეგიანადაც გამოიყენა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რეკორდს გაუტოლდა. ხოლო, მას მომავალში აუცილებლდა დაამხობს. როცა ამას გააკეთებს, ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როცა კლუბის ყველა დროის ბომბარდირი ხდები. ბედნიერები ვართ, რომ ამ მომენტს შევესწრებით. მან რაღაცით უნდა აღნიშნოს ეს ფაქტი. შესაძლოა, ვახშამზეც დაგვპატიჟოს. კიდევ ერთი გოლი… ეს შესაძლოა, მალე ან გვიან მოხდეს,” – აცხადებს გვარდიოლა. 

კარიკატურა: გვარდიოლამ პრემიერ ლიგა მოათვინიერა

პრემიერ ლიგის მერვე ტურში პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” “სტოკ სიტი” ანგარიშით, 7-2 გაანადგიურა და ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ომარ მომანის აზრით, პეპმა, საბოლოოდ, მოათვინიერა ინგლისის ჩემპიონატი.