ინტერნეტ-სივრცეში ფოტო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი იქნება მიუნხენის “ბაიერნის” საშინაო ფორმა 2014/15 წლების სეზონში.
ჭდე: გვარდიოლა
რონალდინიო: “ჩემი მიზანი ისაა, რომ ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვიყო”
2013 წლის, 25 ივლისს, ბრაზილიურმა “ატლეტიკო მინეირომ” ლიბერტადორესის თასის ფინალში პარაგვაული “ოლიმპია” დაამარცხა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბის წოდება მოიპოვა.
ბრაზილიური გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი გამოცდილმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ დაიდო. სამწუხაროდ, გაუჩომ 27 სექტემბერს მძიმე ტრავმა მიიღო. თავდაპირველი პროგნოზის მიხედვით, “ბარსელონასა” და “მილანის” ყოფილ მოთამაშეს სამი თვე უნდა გასცდენოდა. შესაბამისად, ის დეკემბერში, ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებდა. თუმცა, არსებობს იმის შანსი, რომ ყველასათვის გამორჩეულმა ფეხბურთელმა და ადამიანმა დეკემბერში თამაში შეძლოს.
FIFA.com-მა რონალდინიოს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.
– მას შემდეგ, რაც “ატლეტიკო მინეიროში” გადახვედით, ძირითადად, ცენტრიდან, შემტევ ნახევარმცველად თამაშობთ. ადრე კი, მარცხენა თავდამსხმელად გიყენებდნენ. რა შეიცვალა თქვენს თამაშში?
– როდესაც პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დავიწყე, მაშინ სწორედ ცენტრიდან ვუტევდი. შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენში” გადავედი, სადაც მარცხენა თავდამსხმელად მიყენებდნენ, ასე ხდებოდა “ბარსელონაშიც”. საბოლოოდ, როცა “ატლეტიკო მინეიროში” მოვედი, მწვრთნელმა მკითხრა, რომელ პოზიციაზე მოვიაზრებდი ჩემს თავს. მე კი ვუპასუხე, რომ ყველაზე მეტად გუნდისათვის სარგებელის მოტანა შემტევი ნახევარმცველის პოზიციიდან შემეძლო. მიყვარს, როდესაც მთავარი შემქმნელი მე ვარ.
– “ატლეტიკო მინეირომ” ლიბერტადორესის თასის მოგება მოახერხა. არის თუ არა ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის, კუკას დამსახურება?
– რა თქმა უნდა. კუკა ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს. მან ყველაფერი კარგად დაგეგმა, ხოლო ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო.
– დაგეხმარებათ თუ არა ევროპულ ფეხბურთში მიღებული გამოცდილება იმაში, რომ მაროკოში ჩასატარებელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გუნდს დიდი დახმარება გაუწიოთ?
– ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობ. ჩემს გარდა, გუნდში სხვა გამოცდილი ფეხბურთელებიც არიან. მაგალითად: ჟოზუე, ჟო, ჯილბერტო სილვა. მათ ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონატებში უთამაშიათ. ყველა ქვეყანაში განსხვავებული სათამაშო სტილია ჩამოყალიბებული, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება გუნდს აუცილებლად წაადგება.
– გვარდიოლას კარგად იცნობთ. როგორ ფიქრობთ, მან “ბაიერნის” სათამაშო სტილი შეცვალა?
– სიამრთლე გითხრათ, დიდი ანალიზი არ გამიკეთებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ “ბაიერნის” სტილში რაღაც ცვლილებები შეინიშნება. ნათელია, რომ გვარდიოლას მისვლის შემდეგ, მიუნხენელები ბურთის ფლობაზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს სივრცეებს არ უტოვებენ.
– როდესაც “ბარსელონაში” თამაშობდით, მაშინ გვარდიოლა “ბარსელონა B-ს” თავკაცობდა. გეგონათ, რომ გვარდიოლა ასეთი წარმატებული მწვრთნელი იქნებოდა?
– დიახ, მეგონა. “ბარსელონას” იდეოლოგია ასეთი იყო: ყველა ასაკობრივ გუნდს პირველი გუნდის მსგავსად უნდა ეთამაშა. როდესაც ფეხბურთელი წამოიზრდებოდა, ის პირველ გუნდში სათამაშოდ მზად იყო. ასეთი სიტუაცია იყო მწვრთნელთან დაკავშირებითაც.
– “ატლეტიკო მინეიროში” გადმოსვლის შემდეგ, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი მოგეცათ…
– ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებამ ძალიან გამახარა. მე და ლუიშ ფელიპე სკოლარის ერთმანეთთან მშვენიერი ურთიერთობა გვაკავშირებს. ის ძალიან პირდაპირი ადამიანია. ვიცი, რომ კიდევ არსებობს ჩემი ნაკრებში დაბრუნების შანსი. სკოლარი დიდებული მწვრთნელია, ამიტომ ის სიტუაციას ყველაზე კარგად შეაფასებს.
– როგორც უკვე ავღნიშნეთ, კლუბში ცენტრიდან უტევთ. ხედავთ თუ არა თქვენს თავს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში?
– ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შემიძლია.
– ფიქრობთ თუ არა იმაზე, რომ 2014 წლის მუნდიალზე მოხვდეთ?
– რა თქმა უნდა. ჩემი მიზანი ისაა, რომ ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვიყო. დანარჩენი კი, მწვრთნელის გადასაწყვეტია.
დიტო ჭიჭინაძე
რობენი: “გვარდიოლას “ბაიერნი” არ შეუცვლია”
მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელი ფეხბურთელი, არიენ რობენი აცხადებს, რომ ხოსეპ გვარდიოლას ბავარიული გუნდის თამაშის სტილი არ შეუცვლია.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი მიუნხენელებს სათავეში 2013 წლის ზაფხულში ჩაუდგა.
“რა თქმა უნდა, გვარდიოლა ჰაინკესისგან განსხვავდება, მაგრამ მას ჩვენი სათამაშო სტილი სულაც არ შეუცვლია. ვფიქრობ, ძლიერი გუნდი გვყავს და წინა სეზონის მსგავსად, ყველა ტიტულის მოგება შეგვიძლია”, – ამბობს რობენი.
დიტო ჭიჭინაძე
რატომ არ დაარტყა რობენმა პენალტი “ვიქტორიასთან” მატჩში…
23 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე ჩეხური “ვიქტორია” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში მომხდარმა ინციდენტმა პრესის ყურადღება მიიპყრო. საქმე იმაში გახლავთ, რომ მიუნხენელთა ჰოლანდიელმა მოთამაშემ, არიენ რობენმა 25-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის შესრულებაზე უარი განაცხადა.
მატჩის შემდეგ, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი, არიენ რობენმა, ფრანკ რიბერიმ და პეპ გვარდიოლამ გააკეთეს.
“ფეხბურთელებს გვსურდა, რომ პენალტი რობენს შეესრულებინა, მაგრამ ის შაბათს მომხდარის გამო, კვლავაც გაბრაზებული იყო”, – ამბობს რიბერი.
“რობენი დიდი პროფესიონალია. ნამდვილად არ ვიცი, რატომ არ შეასრულა მან პენალტი”, – აღნიშნა გვარდიოლამ.
“ამ თემაზე საუბარი არ მსურს, ყველაფერი გარკვეულია”, – აცხადებს თავად რობენი.
როგორც გაირკვა, შაბათს, “მაინცთან” გამართულ შეხვედრაში, გვარდიოლამ რობენს პენალტის დარტყმის უფლება არ მისცა და ჰოლანდიელიც სწორედ ამან გააბრაზა.