„ადიდასმა“ ჰარდენს 200 მილიონი შესთავაზა

ცნობილი სპორტული ეკიპირების კომპანია „ადიდასი“, ცდილობს, „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერი ჯეიმს ჰარდენი „ნაიკიდან“ სწორედ თავის მხარეს გადაიბიროს.

კომპანიამ კალათბურთელს 13-წლიან სასპონსორო ხელშეკრულება შესთავაზა. იმ შემთხვევაში, თუ უკანახაზელი წინადადებას მიიღებს, ყოველწლურად მისი ხელფასი 15 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

ცნობისთვის, პირველ აგვისტოს ჯეიმსს „ნაიკთან“ კონტრატი ამოწეურა. როგორც ESPN-ი იტყობინება, საბოლოო გადაწყვეტილებას მოთამაშე კვირის ბოლოს მიიღებს.

„ჰიუსტონს“ ახალწვეული ჰყავს

„ჰიუსტონ როკეტსმა“ შემტევ უკანახაზელ მარკუს ტორნტონთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი გენერალურ მენეჯერზე დერილ მორიზე დაყრდნობით იტყობინება. ამჟამად შეთანხმების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა აქამდე არსებული ინფორმაციით, მხარეები ერთწლიანი კონტრაქტის შესახებ შეთანხმდნენ.

ტორნტონმა ეროვნულ საკალათვბურთო ასოციაციაში ექვსი სეზონი ჩაატარა. ამ პერიოდში ის „ნიუ-ორლეანის“, „საკრამენტოს“, „ბრუკლინის“, „ბოსტონისა“ და „ფინიქსის“ ღირსებას იცავდა. მისი საშუალო მაჩვენებელი 12,7 ქულას, 2,9 მოხსნადა და 1,4 გადაცემას შეადგენს.

 

კალათბურთელებმა სეზონის MVP-დ ჰარდენი აირჩიეს

მოთამაშეთა ვერსიით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ჯეიმს ჰარდენი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ მოთამაშეთა ვერსიით, სეზონის საუკეთესო კალათბურთელს წელს პირველად, მოთამაშეების პროფკავშირის ინიციატივით ირჩევენ.

ჰარდენის კონკურენტი „გოლდენ სტიეტ უორიორსის“ გამთამაშებელი სტეფ კარი იყო, რომელმაც MVP-ს სეზონის კლასიკური პრიზი მოიგო.

მესამე ადგილი გამოკითხვაში „კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა დაიკავა.

„ჰიუსტონის“ პრეზიდენტი: „გასარისკად და კიდევ ერთი ვარსკვლავის ასაყვანად მზად ვარ“

„ჰიუსტონ როკეტსის“ მფლობელმა ლესლი ალექსანდერმა განაცხადა, რომ გუნდში კიდევ ერთი სუპერვარსკვლავის ასაყვანად მზადაა.

„მზად ვარ, კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი ავიყვანო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, ამის ნაკლები შანსი მაქვს. დიდი გამარჯვების მოსაპოვებლად რისკზე წასვლაა საჭირო, რისთვისაც მზად ვარ.

შესაძლებლობა ყოველ წელს არსებობს. თავის დროზე ტრეისი მაკგრედი, ჩარლზ ბარკლი, სკოტი პიპენი, ჯეიმს ჰარდენი და დუაიტ ჰოვარდი ავიყვანეთ“, – ციტირებს „როკეტსის“ პრეზიდენტს ESPN-ი.

ჰარდენმა ფინალურ სერიაში 45 ქულა დააროვა და უნიკალური შედეგი გაიმეორა

მოგეხსენებათ, გამთენიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეოთხე მატჩი შედგა, რომელშიც „ჰიუსტონ როკეტსმა“ ანგარიშით 128:115 გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში 1:3-მდე შეამცირა.

ხსენებულ შეხვედრაში „ჰიუსტონის“ ლიდერმა ჯეიმს ჰარდანმა 45 ქულა დააგროვა, რითაც კლუბის ისტორიაში პირველი გახდა, რომელმაც ფინალურ სერიაში მსგავს შედეგს მიაღწია. გარდა ამისა, ცენტრ ჰამიკ ოლაჯიუვონის შემდეგ ის მეორეა, ვინც პლეიოფში 45 ქულა დააგროვა.

დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩის საუკეთესო ეპიზოდები

გამთანიისას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ „ჰიუსტონ როკეტსს“ 4 ქულით – 110:106 აჯობა. წარმოგიდგენთ აღიშნული შეხვედრის 5 საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

ჰოვარდმა მუხლის ტრავმა მიიღო

„ჰიუსტონ როკეტსის“ ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩი მუხლის ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

დეტალურ სამედიცინო შემოწმებას „ბიგმენი“ ხვალ გაივლის, რის შემდეგაც მისი ტრავმის სირთულე და მოედანზე დაბრუნების პერიოდი გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ პრესასთან საუბრისას თავად მოთამაშემ აღნიშნა, რომ „გოლდენ სტეიტთან“ სერიის მეორე შეხვედრაში, სავარაუდოდ, თამაშს ვერ შეძლებს.

ცნობისთვის, სერიის პირველ მატჩში „ჰიუსტონი“ ანგარიშით 106:110 დამარცხდა.

კრის პოლი: „ჰიუსტონთან“ მეოთხე მატჩში ზუსტად ვითამაშებ“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ გამათაშებლის კრის პოლის თქმით, ის „ჰოიუსტონ როკეტსთან“ პლეიოფის სერიის მეოთხე მატჩში აუცილებლად ითამაშებს.

„თავს ნორმალურად ვგრძნობ, ხვალინდელი მატჩსთვის მზად ვიქნები. არანაირი ეჭვი არ მაქვს. ვიცი, რომ ზუსტად ვითამაშებ“, – განაცხადა პოლმა.

უკანახაზელმა „ჰიუსტონთან“ სერიის პირველი ორი მატჩი ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა. მესამე შეხვედრაში მან 23 წუთი ითამაშა და ამ პერიოდში 12 ქულა, 7 ასისტი და 3 მოხსნა მიითვალა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 124:99 მოიგო.

ჰარდენი: „კლიპერსთან“ მეტოქის დაუფასებლობის გამო არ წაგვიგია“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის პირველ მატჩში ანგარიშთ 101:107 მარცხის შემდეგ „ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა განაცხადა, რომ ეს მარცხი მეტოქის დაუფასებლობასთან დაკავშირებული არ არის.

„ვერ ვიტყვი, რომ „კლიპერსი“ არ დავაფასეთ და მატჩზე სათანადო განწყობით არ გამოვედით. მომეჩვენა, რომ უბრალოდ ენერგია და ძალა არ გვეყო“, – განაცხადა გარდენმა.

ცნობისთვის, ხსენებულ შეხვედრაში ჰარდენმა ოცი ქულა დააგროვა და ბურთ ცხრაჯერ დაკარგა.

ჰარდენმა პლეიოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

„დალას მავერიკსთან“ პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის მესამე მატჩში „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა 42 ქულა დააგროვა, რითაც პლეიოფში პირადი მაჩვენებელი გააუმჯობესა.

აქამდე მისი პლეიოფში საუკეთესო მაჩვენებელი 37 ქულას შეადგენდა, რომელიც ჯეიმსმა „პორტლენდთან“ დააგროვა.

ჰარდენის შესანიშნავი ჩატენვა (ვიდეო)

„ნიუ-ორლეან პელიკანსთან“ შეხვედრა „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა ენტონი დევისისა და ომერ ეშიკის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩინებული დანკი შეასრულა.

„ჰიუსტონის“ ფორვარდის განუმეორებელი პასი

„ფინიქსთან“ მატჩში „ჰიუსტონის“ მოთამაშეებმა ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს – ფორვარდმა დონატას მოტეიუნასმა ბურთი სამქულიან ზონაში მიიღო, რის შემდეგაც თავისუფალი ტრევორ არიზი შესანიშნავი ასისტით მოამარაგა.