ბრაზილიელი ჟურნალისტის, ხოსე ელიასის დადასტურებით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა.
ინფორმაციას Brasil ESPN ავრცელებს. ტრანსფერი 18 მილიონი ფუნტი დაჯდა და კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ, რობერტო ფირმინოს “წითელი ეშმაკები” წარადგენენ.
მხოლოდ 23 წლის ნახევარმცველს, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ექვს მატჩში სამი გოლი აქვს.
აქვე დავამატებთ იმასაც, რომ Brasil ESPN-ს განცხადება მცირეოდენ ეჭვს იწვევს. პირველ რიგში, ფირმინოს ძალიან იშვიათად უკავშირებდნენ “მანჩესტერ იუნაიტედს”. ბრაზილიელი “წითელ ეშმაკებს” ბოლოს აპრილის ბოლოს დაუკავშირეს.
ასე რომ, თუ კოპა ამერიკის შემდეგ, მართლაც წარადგინა “მანჩესტერმა” 23 წლის შემტევი, ხოსე ელიასი ექსკლუზიური ინფორმაციისთვის შექებას იმსახურებს.
მეორეც, ფირმინო ხუან მატას, ადნან იანუზაისა და ანხელ დი მარიას პოზიციაზე თამაშობს. ინგლისელები ამ პოზიციაზე ფეხბურთელების დეფიციტს არ განიცდიან.