საშინელი შეტაკება: “ჰოფენჰაიმის” ფეხბურთელმა ოპერატორი გათიშა

15 მარტს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ჰოფენჰაიმსა” და “მაინცს” შორის გამართულ მატჩში საშინელი რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ “ჰოფენჰაიმის” ფეხბურთელმა, ანდრეას ბეკმა ერთ-ერთ ეპიზოდში წონასწორობა ვეღარ შეიკავა, რის შემდეგაც თამაშის გადამღებს შეეჯახა. ინციდენტის შემდეგ, ოპერატორი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ჰოფენჰაიმის“ თილისმის წარუმატებლობა

გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში „ჰოფენჰაიმმა“ „ვოლფსბურგი“ ანგარიშით 6:2 გაანადგურა. 43-ე წუთზე, როცა მასპინძლებმა უპირატესობა განიმტკიცეს, გოლის ფეხბურთელებთან ერთად აღნიშვნა კლუბის თილისმა ჰოფიმაც გადაწყვიტა, თუმცა ზედმეტ სიჩქარეში ფეხი სარეკლამო აბრას წამოსდო, წაიქცა და „თავი მოსძვრა“. ასე დაიმსხვა ჰოფის მითი.

წაქცეულმა უმალ ხელი „მომძვრალ თავს“ სტაცა, მას ბრაზილიელი ნახევარმცველი რობერტო ფირმინოც დაეხმარა. გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.

 

მარკო როისმა გვერდითა არბიტრი წააქცია

14 დეკემბერს, გერმანიის ჩემპიონატში, “ჰოფენჰაიმმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა. დორტმუნდელთა ფეხბურთელმა, მარკო როისმა გცე

“ჯადოქარ” კისლინგს, მსაჯმა ვერგატანილი გოლი ჩაუთვალა

18 ოქტომბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ჰოფენჰაიმმა” საკუთარ მოედანზე ლევერკუზენი “ბაიერი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ძალიან უცნაური რამ მოხდა. “ბაიერის” ფეხბურთელმა, სტეფან კისლინგმა ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ყველას აჯობა, თუმცა მისი თავური მეტოქის კარს მცირე მანძილით აცდა. საბოლოოდ, ბურთი მოულოდნელად კარის ბადეში მაინც მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, მსაჯი სხვაგვარად მოიქცა – მან გოლი ჩათვალა.