კაგავა: “მე არ აღმოვჩნდი საკმარისად კარგი”

მთელი მსოფლიო ელოდა, რომ იაპონელები ჯგუფიდან გასვლას მოახერხებდნენ და შორსაც წავიდოდნენ, მაგრამ მათი იმედები არ გამართლდა და ისინი ჯგუფში ცარჩნენ. იაპონელები ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდნენ და ჩატარებული სამი თამაშიდან მხოლოდ 1 ქულის მოპოვება მოახერხეს.

იაპონელთა სასტარტო რიგებში იმყოფებოდა წითელი ეშმაკი შინჯი კაგავა. საბერძნეთთან სკამზე ჯდომის შემდეგ, იაპონელმა ვერ შეძლო კოლუმბიელებთან გუნდის გამარჯვებამდე მიყვანა და მეტიც, იაპონია სამხრეთ ამერიკელებმა ორი ბურთი სხვაობით დაამარცხეს ანგარიშით 3:1.

ეს კაგავასთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო და ის ძალიან იმედგაცრუებულია მიღებული შედეგით:

“მე ვიცი ბევრი ფანი გვედგა მხარში და მე მათი დიდი მოლოდინებიც ვიგრძენი. მაგრამ მე არ აღმოვჩნდი საკმარისად კარგი რამის მიღწევისთვის და მე ძალიან ვწუხვარ, რადგან მათ იმედები გავუცრუე. ჩემთვის დამანგრეველია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიისთვის დასრულდა.”

როდესაც მის მომავალზე ჰკითხეს კაგავამ ასეთი პასუხი გასცა:

“ჩემი კარიერა გრძელდება. რათქმაუნდა ცოტა დრო დამჭირდება, რომ ამ ყველაფერს შევეგუო, მაგრამ მე ჩემს თავს ხელში ავიყვან და წინ სვლას განვაგრძობ.”

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

იაპონია — კოლუმბია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოლუმბიელთა თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

„პორტუში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 28 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

იაპონია – კოლუმბია 1:4

შედეგიანი გამოდგა იაპონიისა და კოლუმბიის შეხვედრა. ანგარიში კუარდადომ მე-17 წუთზე გახსნა. ტაიმის ბოლოს იაპონელებმა ოკაზაკის გოლით გაათანაბრეს. თუმცა, კოლუმბიელებმა მეორე ტაიმში კვლავ მოიპოვეს უპირატესობა – დუბლი მარტინესმა გაიფორმა. საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე როდრიგესმა დააფიქსირა – 1:4.

პრევიუ: იაპონია – კოლუმბია

მეორე ადგილზე გასასვლელად იაპონელებს კოლუმბიის დამარცხება სჭირდებათ. 

რადამელ ფალკაოს გარეშე მოთამაშე კოლუმბიამ პირველ ორ ტურში საკმაოდ დამაჯერებელი თამაში აჩვენა და ექვს ქულას მოუყარა თავი. ახლა პეკერმანის გუნდის მთავარი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვებაა, რასაც მხოლოდ საბერძნეთთან კოტ დივუარის დიდი ანგარიშით გამარჯვება თუ შეუშლის ხელს.

გავრცელებული ინფორმაციით, კოლუმბიელთა დამრიგებელი იეპესს და კუადრადოს დღეს დასვენების საშუალებას მისცემს. შესაძლაო, პეკერმანმა სხვა ლიდერებსაც მისცეს დასვენების საშუალება.

იაპონელებს მუნდიალზე დასარჩენად გამარჯვება სჭირდებათ. თუმცა, მოგების შემთხვევაშიც კი მათი ბედი კოტ დივუარის თამაშზე იქნება დამოკიდებული.

ბერძნებთან ნულოვანი ფრის შემდეგ ძაკერონიმ შეტევის გაძლიერებაზე უნდა იფიქროს. დიდი ალბათბით, სასტარტოში კაგავას ვიხილავთ.

იაპონია – კოლუმბია

სასტარტო შემადგენლობები:

იაპონია: კავასიმა – უტიდა, იოსიდა, მორისიგე, ნაგატომო – ენდო, ჰასებე – ოკაზაკი, ჰონდა, კაგავა – ოსაკო.

კოლუმბია: ოსპინა – სუნიგა, ვალდესი, საპატა, არიასი – აგილარი, სანჩესი – კინტერი, როდრიგესი, იბარო – ჯ.მარტინესი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Japan_Colombia_GEO

უგოლო ფრე და შემცირებული შანსები

იაპონიამ და საბერძნეთმა დღის ბოლო შეხვედრაში უგოლო ფრე ითამაშეს და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები მნიშვენლოვნად შეიმცირეს. 

იაპონელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს, თუმცა მათ თამაშს ორგანიზება აკლდა. ბერძნებმა მეტოქის ატიურობას მე-11 წუთზე კონეს სახიფათო დატყმით უპასუხეს, რის შემდეგაც ინიციატივა კვლავ ძაკერონის შეგირდებმა მოიპოვეს. თუმცა, ახალ გაცილებით უფრო დიდი დროით. გატანა ოსაკოს და ჰონდას შეეძლოთ.

პირველ ტაიმში ბერძნებმა ორი მტკივნეული დარტყმა მიიღეს. ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შესძლო მიტროღლუმ. 39-ე წუთზე კი წითელი მსაჯმა კაცურანის წითელი ბართი უჩვენა და სანტუშის სეგირდები უმცირესობაში აღმოჩნდნენ.

მეორე ნახევარში იაპონელები აქტიურობდნენ, თუმცა მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა. გოლის გატანის კარგი შანსი ბერძნებსაც ჰქოდნათ. გეკასის დარტყმა კავაშიმამ მოიგერია.

საბოლოოდ, 0-0 და მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი ორივე გუნდს.

იაპონია — საბერძნეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიისა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა უღიმღამოდ წარიმართა და უგოლოდ დასრულდა.

ირანი-ნიგერიისა არ იყოს, მატჩის გმირი აქაც ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ოფიციალურად შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აზიელთა ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა დასახელდა

„მილანში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 75 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

პრევიუ: იაპონია – საბერძნეთი

წარუმატებელი პირველი ტურის შემდეგ აღნიშნული მატჩი გუდნებისთვის გადამწყვეტი გახდა. 

იაპონელები ალბერტო ძაკერონისთვის დამახასიათებელი შემტევი ფეხბურთის თამაშს აპირებენ, თუმცა თავად მწვრთნელმა განაცხადა, რომ საკუთარი გუნდის თამაშში კორექტივები აქვს შესატანი.

მის კოლეგას ფერნანდუ სანტუშს ჩაგდებული პირველი მატჩის მერე საკუთარი გუნდის თამაშში ცვლილებების შეტანა აუცილებლად სჭირდება. ამიტომ, ბერძენთა სასტარტოში ცვლილებებს უნდა ველოდოთ. შესაძლოა, დღევანდელ შეხვედრაში მოედნის ცენტრში გამოცდილი კარაგუნისი ვიხილოთ. თავდასხმაში კი ინტერტული გეკასის ნაცვლად მიტროღლუს გამოჩენაა მოსალოდნელი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Japan_Greece_GEO

კოტ დივუარმა იაპონიას სძლია

С ჯგუფის მეორე შეხვედრა აფრიკის და აზიის წარმომადგენლებს შორის შედგა. კოტ დივუარის და იაპონიის ნაკრებებში მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

ანგარიში იაპონელებმა მე-16 წუთზე გახსნეს და მოპოვებული უპირატესობა ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნეს.

მეორე ნახევარში აფრიკელებმა ტემპს უმატეს, რაც შედეგზეც აისახა. კოტ დივუარელებმა ორწუთიან მონაკვეთში მოახერხეს გადამწყვეტი გოლების გატანა. 64-ე ბონი ვილფერდმა ანგარიში გაათანება. 66-ეზე კი ჟერვინიომ თავისიანები წინ გაიყვანა.

მოპოვებული უპირატესობო აფრიკელებმა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და პირველი სამი ქულის მოპოვებაც მოახერხეს.

კოტ დივუარი — იაპონია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოტ დივუარისა და იაპონიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა აფრიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ანგარიში კეისუკე ჰონდამ მე-16 წუთზე გახსნა, 64-ე წუთზე ვილფრედ ბონიმ გაათანაბრა, 66-ე წუთზე კი ჟერვინიომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე დაასახელეს.

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 50 გადაცემა და კარში დაარტყა 2-ჯერ.

 

პრევიუ: კოტ დ’ივუარი – იაპონია

სათამაშო დღის უკანასკნელ შეხვედრაში ერთმანეთს კოტ დ’ივუარი და იაპონია დაუპირისპირდებიან. 

აფრიკელთა მწვრთნელ ლამუშის მოსამზადებელ პერიოდში საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნა. კოლო და იაია ტურეებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. იაიას დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ახლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

აი შეტევაში კი, აფრიკელებს პრობელმები ნამდვილად არ აქვთ. კალო-დროგბა-ჟერვინიოს ტრიოს ზურგს ბონი უილფრედიც უმაგრებს.

იაპონელთა მწვრთნელი ალბერტო ძაკერონი როტაციის დიდი თაყვანისმცემელი არ არის. ამხანაგური მატჩებიდან გამომდინარე იტალიელს მხოლოდ ცენტრალური მცველი ეყოლება ასარჩევი. ვაკანტურ პოზიციას კონო ან მორისიგე დაიკავებენ.

თუმცა, იაპონელების მთავარი პრობლემა ჰასებეს ტრავმაშია. აზიელთა ლიდერმა შესაძლოა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს, რაც ძალიან დიდი დანაკლისია.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: 

cot_duvare_Japan_GEO

ძაღლი, რომელიც ფეხბურთს მშვენივრად თამაშობს

როგორც ჩანს, იაპონიაში ფეხბურთის თამაშს უკვე ძაღლებსაც ასწავლიან. ძაღლს, რომელსაც სახელად პურინი ჰქვია, გოლების გატანა და მეკარეობაც ეხერხება.

ჰონდა: „იაპონიის ნაკრებს მუნდიალის მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია“

იაპონიის ნაკრების ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა თვლის, რომ მის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის მინიმუმ მეოთხედფინალურ სტადიამდე გასვლა შეუძლია.

„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფურ ეტაპს გადავლახავთ. შემდეგ ეტაპზე ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ სათანადო დონეზე ვართ, რომ ტურნირის მეოთხედფინალში გავიდეთ. ამის შემდეგ, შესაძლოა, ის, რაც სასწაული გვგონია, რეალობად იქცეს“, – ჰონდას სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიას ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად კოლუმბიის, კოტ დივუარისა და საბერძნეთის ნაკრებები ჰყავს. იაპონელები ტურნირის პირველ შეხვედრას 15 ივნისს კოტ დივუარელებთან გამართავენ.

ბექა დოგრაშვილი