გვარდიოლა: “რასაც იბრაჰიმოვიჩი ჩემზე ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, სიმართლე არაა!”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი პეპ გვარდიოლას ფორმაციის “ბარსელონაში” თამაშობდა. მან კატალონიურ გრანდში მხოლოდ ერთი წელი გაატარა და ზაფხულზე გუნდი დატოვა. ამის მიზეზად იგი ავტობიოგრაფიულ წიგნში გვარდიოლასთან უთანხმოებას ასახელებს – ზლატანი ამბობს, რომ პეპი მასთან არასდროს იყო პირდაპირი, არ ელაპარაკებოდა პირისპირ კონკრეტულ პრობლემებზე და მას ხშირად არიდებდა თავს.

რამდენიმე დღის წინ ნახსენებ საკითხზე ზლატანმა ერთ-ერთ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა. გვარდიოლამ ზლატანს მედიის საშუალებით უპასუხა.

“რასაც ის თავის წიგნში წერს, მხოლოდ მისი რწმენა-წარმოდგენებია. ეს არ შეესაბამება რეალობას!”

“მე ყოველთვის სუფთა და მართალი ვიყავი მის მიმართ. არასდროს ვარიდებდი თავს ზლატანთან საუბარს, არასდროს, არასდროს! ვცდილობდი, პირისპირ მელაპარაკა ნებისმიერ თემაზე! არასდროს გამომიყენებია მედია შვედ ფეხბურთელისთვის რამისთვის სათქმელად.”

“ადამიანებს შეუძლიათ ძალიან, ძალიან ბევრი რამე თქვან ჩვენს ურთიერთობაზე, მაგრამ მე იბრაჰიმოვიჩის მიმართ სუფთა ვარ,” – განაცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა.

იბრაჰიმოვიჩი: “რა მენატრება ყველაზე მეტად “პსჟ”-ში ყოფნის დროიდან?” (ვიდეო)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავს, მუდამ გამოირჩევა ორიგინალური ფრაზებითა და პასუხებით.

ერთ-ერთ არხთან ინტერვიუში ზლატანს კითხეს, თუ რა ენატრებოდა მას “პსჟ”-ში ყოფნის დროიდან. ასეთი ტიპის კითვაზე, ძირითადად, ფეხბურთელები თავიანთ მწვრთნელს ან თანაგუნდელებს ასახელებენ. ხოლო, შვედმა სპორტსმენმა ტრადიცია ახლაც არ დაარღვია და ძალიან არაპროგნოზირებადი პასუხი გასცა ჟურნალისტს: “ჩემი ხელფასი. ესაა ის, რაც ძალიან მენატრება.”

იბრაჰიმოვიჩი: “მანჩესტერ იუნაიტედის” გვერდით მხოლოდ “მილანს” დავაყენებდი”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ყველაზე ყველაზე დიდი კლუბები, რომლებშიც მას უთამაშია, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მილანია”.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს, მანჩესტერელებმა ინგლისის სუპერთასის მატჩში “ლესტერი” ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ შვედმა თავდამსხმელმა გაიტანა.

“მიხარია, რომ ახალ გუნდთან ერთად პირველი ტიტული მოვიგე. ძალიან გახარებული ვარ. მინდა, კიდევ უფრო მეტი მოვიგო. შეიძლება ითქვას, “მანჩესტერ იუნაიტედი” ყველაზე დიდი კლუბია, რომელშიც მითამაშია. მის გვერდით მხოლოდ “მილანს” დავაყენებდი”
, – ციტირებს ზლატანის სიტყვებს ESPN.

როგორ მოიქცა მარსიალის ყოფილი ცოლი იმის შემდეგ, რაც ზლატანმა 9 ნომერი “მიისაკუთრა”

რამდენიმე კვირის წინ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი გადა. შვედი თავდამსხმელი ახალ კლუბში 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომლითაც აქამდე ანტონი მარსიალი თამაშობდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გასულ დღეებში, იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელ Instagram-ში თავისი ახალი ნომრის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ანტონი მარსიალის ყოფილმა ცოლმა, სამანტამ მოიწონა. ცხადია,

I chose the number 9 @manchesterunited

A photo posted by IAmZlatan (@iamzlatanibrahimovic) on

მოურინიომ იბრაჰიმოვიჩი სამი სიტყვით დაახასიათა

მიმდინარე სატრასნფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი შენაძენი ზლატან იბრაჰიმოვიჩია. შვედ ფეხბურთელს “ოლდ ტრაფორდის” ბინადრების დამრიგებელთან, ჟოზე მოურინიოსთან ახლო ურთიერთობა მაშინ ჰქონდა, როცა ორივე მათგანი მილანის “ინტერში” მოღვაწეობდა.

ჟოზე კარგად იცნობს ზლატანს. მან იგი სამი სიტყვით, მოკლედ დაახასიათა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს “მოუს” “იბრასთვის” ამპარტავანი არ უწოდებია. “მხიარული, გამარჯვებული, მეგოლე,” – ასე აღწერა პორტუგალიელმა სპეციალისტმა 34 წლის მოთამაშე.

როგორ გამოხატეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა იბრაჰიმოვიჩის მიმართ პატივისცემა (ვიდეო)

14 მაისს, საფრანგეთის ჩემპიონატში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ნანტი” მიიღო. პარიზელთა ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი კლუბის საშინაო არენაზე ბოლო მატჩი ჩაატარა.

შეხვედრის დაწყების წინ, “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელები და მწვრთნელები ზლატანს ასე შეხვდნენ.

Daily Star: “არსენალი” ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაფორმებას ცდილობს

ინგლისური გამოცემის, Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ზაფხულში ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაფორმებას აპირებენ.

მართალია არსენ ვენგერმა უარყო ინტერესი შვედი ფორვარდისადმი, თუმცა ბოლო დროს განვითრებულმა მოვლენებმა შესაძლოა “მეთოფეებს” აზრი შეაცვლევინოს.

როგორც იცით, იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი “პარკ დე პრინსის” ბინადარ კლუბთან სეზონის ბოლოს იწურება.

მისი გადაბირების სურვილი გამოთქვა “იუნაიტედმაც”, ისინი იბრას კვირაში 250,000 ფუნტს სთავაზობენ, თუმცა ლონდონელები იმედოვნებენ, რომ “ბარსას” ყოფილ ფორვარდს ლონდონური ცხოვრება უფრო დააინტერესებს.

“იუვენტუსის” დირექტორმა ალვარო მორატასა და ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა

ტურინის “იუვენტუსის” დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გუნდი ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებას აპირებდა და აქვე აღნიშნა, რომ კლუბი მაქსიმალურად ეცდება ალვარო მორატას შენარჩუნებას.

“იბრაჰიმოვიჩი დიდებული ფეხბურთელია, თუმცა ჩვენ გაგვაჩნია ფილოსოფია, რომლის საფუძველზეც ვაწარმოებთ სატრანსფერო პოლიტიკას.

ჩვენ კონცენტრირებული ვართ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. იბრაჰიმოვიჩს მასიური ფინანსები დასჭირდება, რომლის უზრუნველყოფასაც არცერთი იტალიური კლუბი არ ისურვებს.”

მორატაზე საუბრისას მან აღნიშნა:”უკვე არაერთხელ აღვწერე მორატას გარშემო არსებული სიტუაცია. მორატას ჩვენთან დარჩენა სურს, თუმცა მთავარი სიტყვა მაინც “რეალზეა”.”

შევჩენკო, იბრაჰიმოვიჩი და 6 ვარსკვლავი, რომლებმაც “რეალში” გადასვლაზე უარი თქვეს

რობერტ ლევანდოვსკი

დორტმუნდის “ბორუსიამ” და მადრიდის “რეალმა” შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ლევანდოვსკიმ “რეალში” გადასვლა არ ისურვა.

1

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

როცა “მილანმა” ზლატანის გაყიდვა გადაწყვიტა, მას არჩევანი “რეალსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის უნდა გაეკეთებინა. იბრამ პარიზი აირჩია.

Paris Saint-Germain FC v Stade Brestois 29 - Ligue 1

სერხიო აგუერო

სერხიო აგუერომ “რეალთან” მოლაპარაკებებზეც კი უარი თქვა.

ნეიმარი

ყველასათვის ცნობილია, რომ ნეიმარს ან “ბარსელონა” უნდა აერჩია ან “რეალი”. ბრაზილიელმა კატალონიაში წასვლა ამჯობინა.

რადამელ ფალკაო

ფალკაოს “რეალში” თამაში შეეძლო, თუმცა მან “მონაკო” აირჩია…

ანდრეი შევჩენკო

იტალიელმა ჟურნალისტმა, ენცო კატანიამ ანდრეი შევჩენკოს შესახებ წიგნი დაწერა. როგორც ირკვევა, 2001 წელს, “რეალს” უკრაინელის შეძენა სურდა, თუმცა მან “მილანი” არ დატოვა.

ხავიერ პასტორე

“პარი სენ-ჟერმენში” გადასვლამდე ერთი წლით ადრე, ხავიერ პასტორემ “რეალს”, “ბარსელონასა” და “ჩელსის” უარი უთხრა.

ჟერარ პიკე

“მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვების შემდეგ, პიკეს “რეალი” დაუკავშირდა, თუმცა ესპანელი მცველი “ბარსელონაში” დაბრუნდა.

იბრაჰიმოვიჩი: “მომდევნო სეზონში “პარი სენ-ჟერმენში” აღარ ვიქნები”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში ის კლუბში აღარ იქნება.

“ამ მომენტისათვის, შემიძლია, გითხრათ, რომ მომდევნო სეზონში “პარი სენ-ჟერმენში” აღარ ვიქნები. თუ ეიფელის კოშკს ჩემი ქანდაკებით შეცვლიან, გპირდებით, მაშინ დავრჩები”, – ციტირებს იბრას სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს, პარიზელებმა “ტრუა” ანგარიშით 9:0 დაამარცხეს და საფრანგეთის ლიგა 1 კიდევ ერთხელ მოიგეს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ტრუას” ერთ მატჩში ოთხი გოლი გაუტანა (ვიდეო)

13 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “ტრუამ” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და ანგარიშით 0:9 დამარცხდა.

შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა მოახერხა შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც მასპინძელთა კარი 46-ე, 52-ე, 55-ე და 88-ე წუთებზე დალაშქრა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩინეთში, სეზონში 50 მილიონ ევროს თავაზობენ

თურქული ვებ-გვერდი fanatik.com.tr იუწყება, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩინური კლუბი ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

მოგეხსენებათ, შვედეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ერქან ზენგინი, რომელიც ზლატანის მეგობარია, “ტრაბზონსპორის” ღირსებას იცავს. იბრას ჩინურ კლუბში შესაძლო გადასვლის ამბავი კი სწორედ ამ მოთამაშემ გაახმაურა.

იმ შემთხვევაში, თუ იბრაჰიმოვიჩი ჩინურ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ის სეზონში 50 მილიონს, ხოლო ორ სეზონში 100 მილიონ ევროს მიიღებს.