მადრიდის “რეალისა” და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა იკერ კასილასი ამჯერად საკმაოდ საინტერესო საკითხს შეეხო და ფანებს საკუთარი აზრის დაფიქსირებაც სთხოვა.
“მომავალ წელს 50 წელი სრულდება იმ დღიდან, როდესაც ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე. მეგობრებთან ამ საკითხზე ვკამათობდი და თქვენი აზრი გვაინტერესებს. გჯერათ, რომ ადამიანი მთვარეზე იყო? მე – არა,” – ვკითხულობთ კასილასის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მთვარეზე პირველად ფეხი ნილ არმსტრონგმა დადგა 1969 წელს, თუმცა ადამიანთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ეს ყველაფერი გათამაშებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.
El año que viene se cumplen 50 años (supuestamente) que el hombre pisó la Luna. Estoy en una cena con amigos… discutiendo sobre ello. Elevo la tertulia a público! Creéis que se pisó? Yo no!
— Iker Casillas (@IkerCasillas) July 23, 2018