კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატში კვლავ გაიტანა (ვიდეო)

8 იანვარს კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში ერთმანეთს აჩნას “ეთნიკოსი” და “ერმისი” დაუპირისპირდნენ. პირველ გუნდში ქართველი ფეხბურთელები, გიორგი ილურიძე და ნიკა კაჭარავა გამოდიან. ხოლო, “ერმისის” ღირსებას ირაკლი მაისურაძე იცავს.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით, 3:1 დასრუდლა. კაჭარავამ და მაისურაძემ სასტარტოდან დაიწყეს. პირველმა მათგანმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ირაკლი 62-ე წუთზე გავიდა მოედნიდან. რაც შეეხება ილურიძეს, იგი 69-ე წუთზე შემოვიდა შეცვლაზე.

ეს მატჩი წარმატებული გამოდგა ნიკა კაჭარავასთვის. მან 70-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 5 წუთში გოლიც გაიტანა.

“ეთნიკოსს” ამჟამად 21 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება, ხოლო მაისურაძის კლუბი კი 25 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

 

“ზესტაფონმა” გიორგი ილურიძე დაიმატა

იმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა – 22 წლის ახალწვეულის სახელია გიორგი ილურიძე. ახალგაზრდა თავდამსხმელმა, რომელსაც გორის “დილაში”, ხორვატულ “ჰაიდუკში”, ბოლოს კი კვიპროსულ “ერმისში” უასპარეზია, “ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: გიორგი ილურიძე – თავდამსხმელი; დაბადებულია – 20.02.1992; სიმაღლე – 180 სმ, წონა – 70 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”დინამო” (თბილისი) – 2001-2010; ”ანჟი” (მახაჩკალა, რუსეთი) – 2010-2011; ”დილა” (გორი) -2012-2013; ”ჰაიდუკუ” (სპლიტი, ხორვატია) -2013-2014; “ერმისი” (არადიპუ, კვიპროსი) – 2014.
თბილისის “დინამოს” ახალგაზრდულ გუნდში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, გიორგი ილურიძე მახაჩკალის “ანჟიში” გადავიდა. დებიუტი რუსულ პრემიერ-ლიგაში 18 წლის ასაკში მოსკოვის “სპარტაკის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჰქონდა.

ამის შემდეგ გიორგი გადავიდა გორის “დილაში”, რომლის შემადგენლობაშიც მან ევროპული კომპანიის რამდენიმე მატჩში წარმატებით იასპარეზა. ახალგაზრდა თავდამსხმელის შემდეგი კლუბი ხორვატიის უამღლესი ლიგის წარმომადგენელი, სპლიტის “ჰაიდუკი” გახლდათ. ბოლოს კი ფეხბურთელი კვიპროსულ “ერმისში” ირიცხებოდა.

გიორგი ილურიძეს საქართველოს 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებშიც წარმატებით და შედეგიანად უასპარეზია.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ილურიძე “ჰაიდუკში” აღარ ითამაშებს

ქართველი ფეხბურთელი გიორგი ილურიძე სპლიტის “ჰაიდუკში” აღარ ითამაშებს. როგორც ხორვატიული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, “ჰაიდუკსა” და ილურიძეს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ილურიძე “ჰაიდუკში” გასულ ზაფხულს, გორის “დილადან” გადავიდა. გიორგიმ სპლიტელთა რიგებში სულ თხუთმეტი მატჩი ჩაატარა, აქედან ათ შემთხვევაში ის ძირითად შემადგენლობაში იყო. 22 ძლის მოთამაშის ანგარიშზე, ხორვატიული კლუბის მაისურით ჩატარებულ შეხვედრებში, ერთი გოლი და ერთი საგოლე პასია.

მჭედლიძის გოლი, ილურიძის საგოლე პასი

26 ოქტომბერს, იტალიის სერია B-ში, მეორე ადგილოსანი “ემპოლი” ბოლო ადგილოსან “იუვე სტაბიას” ესტუმრა. შეხვედრა ემპოლელთა გამარჯვებით, 0:2 დასრულდა.

ანგარიში 55-ე წუთზე ტავანომ გახნსა, ხოლო 78-ე წუთზე თავის გამოჩენა ქართველმა თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემაც შეძლო.

მჭედლიძე მოედანზე 75-ე წუთზე ჩაერთო და გოლის გატანა სამ წუთში მოახერხა.

ხორვატიის ჩემპიონატში, სპლიტის “ჰაიდუკმა” საკუთარ მოედანზე “ლოკომოტივა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლი 38-ე წუთზე გავიდა, საგოლე პასი კი ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ილურიძემ გააკეთა.



დიტო ჭიჭინაძე