ვიეტნამისა და ინდონეზიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ვიეტნამელმა მეკარემ კურიოზული გოლი გაუშვა.
ჭდე: ინდონეზია
ერთ მატჩში გატანილი 5 ავტოგოლი — რატომ სურდათ ინდონეზიურ გუნდებს წაგება
ინდონეზიური კლუბები “სლემანი” და “სემარანგი” ერთ მატჩში გატანილი ხუთი ავტოგოლის გამო ქვეყნის მეორე დივიზიონიდან მოკვეთეს.
შეხვედრა კვირას გაიმართა და “სლემანის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. ჯერ მასპინძლებმა გაიტანეს ორი ავტოგოლი, რასაც სტუმრებმა სამი ავტოგოლით უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი ავტოგოლი მატჩის უკანასკნელ სამ წუთში გავიდა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ჩემპიონატის ნახევარფნალში “პუსამანია ბორნეოსთან” დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად ორივე გუნდი წაგებას ცდილობდა. ინდონეზიაში თვლიან, რომ “პუსამანია ბორნეოს” კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები უჭერენ მხარს და როგორც ჩანს, “სლემანისა” და “სემარანგის” ფეხბურთელები შიშის გრძნობამ შეიპყრო.
ხუთი ავტოგოლი ერთ მატჩში – რა ხდება მაშინ, როცა ორივე გუნდს წაგება სურს (ვიდეო)
ძალიან უცნაური მატჩი გაიმართა ინდონეზიის რანგით მეორე დივიზიონში. “სლემანმა” საკუთარ მოედანზე “სემარანგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ხუთივე გოლი ფეხბურთელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.
როგორც ცნობილია, ინდონეზიის რანგით მეორე დივიზიონი ორ ჯგუფად იყოფა. ორივე ჯგუფიდან, სულ, მომდევნო ეტაპზე ოთხი გუნდი გადის. ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები კი ერთმანეთს უპირისპირდებიან.
“სლემანსა” და “სემარანგს” შორის გამარჯვებული პირველ პოზიციას იკავებდა, ამიტომ ორივე გუნდს დამარცხება სურდა.
ინდონეზიელი ახალგაზრდის “რაკეტა”
ინდონეზიის 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა უზბეკეთის ნაკრების კარში გასაოცარი გოლი გაიტანა.
„ბარსელონა B“-სა და ინდონეზიის 19-წლამდელთა ნაკრების მატჩი 200 ათასზე მეტმა მაყურებელმა ნახა
ოთხშაბათს „ბარსელონა B“-სა და ინდონეზიის 19-წლამდელთა ნაკრებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს 200 ათას ადამიანზე მეტმა უყურა.
ესპანურ ენაზე გაშუქებულმა ტრანსლაციამ 115 ათასი მაყურებელი შეკრიბა, ინგლისურად – 90 ათასი, ხოლო კატალონურ ენაზე თვალყური ამ შეხვედრას 10 ათასმა მაყურებელმა ადევნა.
ცნობისთვის, აღნიშნული მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით 6:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ თთო გოლი თავის ანგარიშზე ლუის სუარესმა და ტომას ვერმალენმა მიითვალეს.
ინდონეზიელი ფეხბურთელის გასაოცარი გოლი
გასულ დღეებში ინდონეზიისა და იემენის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ინდონეზიელმა ცენტრალურმა მცველმა ჰანსამუ იამამ მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.
იხილეთ გოლი 3:02-დან:
ინდონეზიელი ფეხბურთელი მოედანზე მიღებული ტრავმის გამო გარდაიცვალა (ვიდეო)
10 მაისს, ინდონეზიის რანგით მეორე დივიზიონში, “პერსირაჯამ” საკუთარ მოედანზე “სიგლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ეს მატჩი ფეხბურთის ისტორიაში ძალიან სამწუხარო მიზეზის გამო შევიდა. მატჩის მიმდინარეობისას “სიგლის” მეკარემ “პერსირაჯას” თავდამსხმელის აკლი ფაირუზის წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა.
მიუხედავად იმისა, რომ აკლი ფაირუზს შეცვლა ესაჭიროებოდა, ის ამის აუცილებლობას ვერ ხედავდა. საბოლოოდ, ის მოედნიდან მაინც გაიყვანეს. როცა ფაირუზი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღეში ფეხბურთელი გარდაიცვალა.
ინდონეზიელი ფეხბურთელის შესანიშნავი გოლი ჯარიმიდან
შესანიშნავი გოლი გავიდა ინდონეზიისა და ფილიპინების 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში.ინდონეზიელმა ფეხბურთელმა, ჰარგიანტომ მეტოქის კარი საჯარიმოთი, შესანიშნავი დარტყმით დალაშქრა.