ვიდეო: ინგლისის ნაკრების მდიდრული სასტუმრო ევრო 2016-სთვის
უეინ რუნი და მისი ინგლისელი თანაგუნდელები საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც ქალაქ შანტილის სასტუმრო “ობერგ დუ ჟე პომში” დაბინავდნენ, რომელიც სტუმრებს ულტრა თანამედროვე მომსახურებასა და ინტერიერს სთავაზობს.
ვიდეოში, რომელიც Youtube-ში საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა, ნათლად ჩანს, რომ ინგლისელებს ნამდვილად არ დანანებიათ რამდენიმე სტრელინგი, რათა როი ჰოჯსონის ბიჭებისთვის საუკეთესო პირობები შეექმნათ.
ასე რომ, თუ “სამი ლომი” დროზე ადრე გამოეთიშება ტურნირს, ისინი ნამდვილად ვერ დაადანაშაულებენ ორგანიზატორებს საცხოვრებლისა და სავარჯიშო კომპლექსის არასწორად შერჩევისათვის.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის პირველ მატჩს 11 ივნისს 23:00 საათზე, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს. B ჯგუფიდან გასასვლელად ასევე მარეკ ჰამშიკის სლოვაკეთი და გარეტ ბეილის უელსი იბრძვიან.