ჩინური გუნდი ანდრეს ინიესტასგან ექვს მილიონ ბოთლ ღვინოს იყიდის

ანდრეს ინიესტა კატალონიის “ბარსელონას” სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და ჩინეთში გადაბარგდება. ჯერ ოფიციალურად არაა დადასტურებული, თუმცა უკვე ბევრი გამოცემა წერს, რომ ესპანელი სუპერლიგის კლუბ “ჩონგქინგ დანგდაისთან” გააფორმებს ხელშეკრულებას, რომლის ხანგრძლივობა სამი წელი იქნება. ანდრესი ერთ სეზონში 27 მილიონ ევროს მიიღებს (მთლიანად, 81 მილიონი).

გეტყვით, რომ მხოლოდ ხელფასი არაა ის სარგებელი, რომელსაც ინიესტა აზიურ გუნდში გადასვლით ნახავს. როგორც ცნობილია, ესპანელ ფეხბურთელს აქვს ღვინის ბრენდი “ბოდეგა ინიესტა”. სწორედ ამ ბრენდის ექვს მილიონ ბოთლ ღვინოს იყიდის “ჩონგქინგის” ხელმძღვანელობა. ერთი ბოთლი ღვინო ექვსი ევრო ღირს. შესაბამისად, ინიესტა დამატებით 36 მილიონით გაისქელებს ჯიბეს. ხოლო, აზიაში წავლიდან მიღებული შემოსავალი, საერთო ჯამში, სამი წლის მანძილზე 117 მილიონი ევრო იქნება.

ერნესტო ვალვერდე: “არ მოვიტყუებ თავს და ვიტყვი, რომ ინიესტა შეუცვლელია”

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 34-ე ტურში კატალონიის “ბარსელონა” ლა კორუნიის “დეპორტივოს” დაუპირისპირდება. საგულისხმოა, რომ “ბლაგურნას” ქულაც ყოფნის ჩემპიონობისთვის.

კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც ის ანდრეს ინიესტას გუნდიდან წასვლასაც შეეხო.

“ანდრესს ვესაუბრე. თუმცა, ამის განხილვა არ მსურს. არ მინდა, თავი მოვიტყუო – ვიცი, რომ ინიესტა შეუცვლელია. რთულია, ვთქვა, რას გავაკეთებთ, რომ მისი მსგავსი ფეხბურთელი ვიპოვოთ. როცა ასეთი მოთამაშე გუნდს ტოვებს, ბალანსის ძებნა სხვა რამეში უნდა დაიწყო. ეს კი, ადვილი საქმე არაა,” – ამბობს ვალვერდე.

ანდრეს ინიესტა: “პიკეს აღნიშვნა დერბისთვის დამახასიათებელია”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 22-ე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” დერბიში “ესპანიოლს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ფრე, 1-1 ითამაშა.

საგულისხმოა, რომ 82-ე წუთზე ანგარიში ხერარდ პიკემ გაათანაბრა და მან მეტოქის სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას გაჩუმებისკენ მოუწოდა. ამ ჟესტზე შეხვედრის შემდეგ “ბარსას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ ისაუბრა.

“ასეთი რამეები დერბისთვის დამახასიათებელია. არ ვიცი, პიკემ ზუსტად რა იგულისხმა ამ აღნიშვნის დროს, თუმცა, ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ძალიან მონდომებულები ვიყავით, მიზანი გვქონდა, თუცა სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ. მოედანი? არ ვიფქრობ, რომ, მიუხედავად უამინდობისა, საფართან შეგუება გაგვიჭირდა. კარგი თამაში ჩავატარეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ და წაგებასაც გადავურჩით,” – აცხადებს ანდრეს ინიესტა.

საუკუნის საუკეთესო თერთმეტეული UEFA.COM-ის ვერსიით (ფოტო)

დღეს უეფას ოფიციალურმა საიტმა მსოფლიოს ბოლო წლების საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. ამ გუნდში მოხვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ და სხვადასხვა რეკორდი ეკუთვნით. უნდა აღინიშნოს, რომ საუკეთესო თერთმეტეულში 6 ისეთი ფეხბურთელი მოხვდა, რომელსაც ერთ დროს “ბარსელონაში” ან “რეალში” უთამაშია.

მეკარე: კასილასი.
მცველები: ლამი, პუიოლი, პიკე, რამოსი.
ნახევარმცველები: ინიესტა, ხავი, ჯერარდი.
თავდამსხვმელბი: ანრი, მესი, რონალდუ.

“ბარსელონას” “იუვენტუსთან” შეხვედრაში ექვსი ფეხბურთელი დააკლდება

ზეგ კატალონიის “ბარსელონა” ტურინში, “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის ეგიდით შედგება.

საგულისხმოა, რომ “ბლაგურნას” იტალიაში ექვსი ფეხბურთელი ვერ წაჰყვება. რაფინიას, უსმან დემბელეს, ხავიერ მასკერანოს, არდა თურანს, სერხი რობერტოსა და ანდრე გომეშს ტრავმები აქვთ. სოწრედ ამიტომ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პირველ გუნდში ისეთ ახალგაზრდებს უხმო, როგორებიცაა: ორტალა, კუენკა, ფალი, ვიტინიო, მოისესი, მარკი.

“ბარსელონა” ხვალ გაემგზავრება იტალიაში. გეტყვით, რომ ესპანელებს ფრეც აწყობთ, რათა ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ: მათ ათი ქულა აქვთ და სამით უსწრებენ მეორეადგილოსან “ბებერ ქალბატონს”, რომელსაც “კამპ ნოუზე” 3:0 სძლიეს. ვალვერდეს ბიჭები მეექვსე ტურის მატჩს სახლში, “სპორტინგთან” გამართავენ.

სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც ესპანეთს მუნდიალზე თამაში შეუძლია (ფოტოები)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკრლებობას არ განიცდის. ხულენ ლოპეგედს ძალიან დიდი არჩევანი აქვს: მას თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე პროფესიონალი ჰყავს.

Marca გვთავაზობს საინტერესო სტატიას, სადაც ნათლადაა ასახული, რომ “ფურია როხას” სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობის დაყენება შეუძლია.

დე ხეა, ხორდი ალბა, რამოსი, პიკე, კარვახალი, ინიესტა, ბუსკეცი, კოკე, ისკო, მორატა, სილვა.

 

კეპა (რეინა), მონრეალი (მორენო), ნაჩო, ბარტრა, ორაისოლა (ასპილიკუეტა), საული (სუსო), ილარამენდი, ტიაგო, ასენსიო (ლუის ალბერტო), როდრიგო (ასპასი), ვიტოლო (კალეხონი).

სერხიო რიკო, მარკოს ალონსო, ინიგო მარტინესი, ალბიოლი, სერხი რობერტო, ანდერ ერერა, ხავი მარტინესი (პარეხო), მატა, ნოლიტო (პედრო), დიეგო კოშტა, დეულოფეუ (ლუკას ვასკესი).

“ბარსელონამ” “მალაგას” მარტივად მოუგო (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტადერის მეცხრე ტურის შეხვედრები გაიმართა.

“კამპ ნოუზე” კატალონიური “ბარსელონა” “მალაგას” დაუხვდა. დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მსაჯის სასტარტო სასტვენიდან მალევე, მეორე წუთზე ხერარდ დეულოფეუმ გახსნა. მას ამ მომენტში საგოლე გადაცემით ლიუკა დინი დაეხმარა.

მეორე ნახევარში ერთი გოლი გავიდა. 56-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანდრეს ინიესტას უპასა – ვეტერანმა ესპანელმა მარცხენა ფეხით მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაუშვა ბურთ. მცირე რიკოშეტი და 2:0. საბოლოოდ, შეხვედრა სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.

“ბარსა” 25 ქულით პირველზეა, “მალაგას” ერთი ქულა აქვს და ბოლო, მეოცე ადგილს იკავებს.

ინიესტამ “ბარსასთან”კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ბართომეუს სიტყვები უარყო

ხოსე მარია ბართომეუმ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ ჩაწერა. კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტს ანდრეს ინიესტას ახალ კონტრაქტზეც ჰკითხეს. ესპანელს ამჟამინდელი ხელშეკრულების ვადა მომავალ ზაფხულში ეწურება.

“ახალ კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია და ვიმედოვნებ, მალე ყველაფერი ოფიციალურად მოხდება. ინიესტა არის ის მოთამაშე, რომელმაც “ბარსელონაში” უნდა დაასრულოს კარიერა,” – განაცხადა ბართომეუმ.

ინიესტა სანაკრებო პაუზის შემდეგ ესპანეთში დაბრუნდა. მას ჰკითხეს, შეთანხმებული იყო თუ არა ის ახალ კონტრაქტზე კლუბთან. ანდრესმა განაცხადა: “არა, ჯერ ჩემს მომავზე არაფერია გადაწყვეტილი.”

 

 

დემბელე: “შევეცადე, მესისთვის ან ინიესტასთვის მიმებაძა, თუმცა გამიჭირდა”

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა.

“ბარსელონას” თამაშებს, რა თქმა უნდა, ვუყურებდი. გამორჩეულად, ორი შეხვედრა დამამახსოვრდა. პირველი “ბარსასა” და “ჩელსის” დაპირისპირებაა. მახსოვს, როგორ გაიტანა ინიესტამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამსველლი გოლი. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ და გავესაუბრები ანდრესს.”

“ხოლო, მეორე მატჩი ისევ ჩემპიონთა ლიგიდანაა. ამ დაპირისპირებაში “ბარსელონა” “არსენალს” შეხვდა. მახოსვს, პირველ თამაშში ჩემს ამჟამინდელ კლუბს საქმე არც ისე კარგად წაუვიდა, თუმცა განმეორებით მატჩში ლიონელ მესიმ ოთხი გოლი გაიტანა. ეს ის მომენტი იყო, როცა გავაცნობიერე, რომ მესი დედამიწიდან არ არის.”

“ინიესტაზე იმას ვიტყვი, რომ ის ძალიან ელეგანტურია. მას განსაკუთრებული მოძრაობები აქვს – ანდრესი გენიოსია! “ბარსელონას” ბევრ თამაშს ვუყურე. განსაკუთრებით, სწორედ ეს ორი მოთამაშე მომწონს. შევეცადე, მათთვის მიმებაძა, თუმცა გამიჭირდა,” – აცხადებს დემბელე.

ბართომეუ: “ეს პრობლემა თავად ჩავიმ, მესიმ და ინიესტამ შექმნეს”

ცოტა ხნის წინ კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ, ჩავიმ განაცხადა, რომ “ბლაუგრანა” თავის აკადემიას სათანადოდ არ იყენებს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს არ აძლევს.

გუშინ ამაზე “ბარსას” პრეზიდენტმა”, ხოსე მარია ბართომეუმ ისაუბრა.

“პრობლემა ისეთი ფეხბურთელებია, როგორებიცაა ჩავის, მესი, ინიესტა და სხვები. რთულია, “ბარსელონაში” თავი დაიმკვიდრო, როცა იქ ნეიმარი, პიკე ბუსკეცი თუ სხვა მოთამაშეები გამოდიან. ჩავის განცხადება მესმის, თუმცა პრობლემა თავად ჩავია! სწორედ მან და მისმა სთანაგუდნელებმა შექმნეს ეს პრობლემა.”

“შესაძლოა, ახლა “ბარსელონას” აკადემიაში ახალი მესი თამაშოსბ, თუმცა მას მოუწევს კლუბი დატოვოს, რადგან უდიდესი კონკურენციის პრობებში თავის დამკვიდრება წარმოუდგენელია,” – აცხადებს ბართომეუ.

ჩავი ინიესტას კატარში ეპატიჟება

“ალ-სადის” ესპანელი ნახევარმცველი, ჩავი კატარში თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ანდრეს ინიესტას გადაბირებას ცდილობს, რომელიც ჯერ კიდევ “ბარსელონას” რიგებში ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტას გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული “მანჩესტერ სიტისა” და “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერა ევროპის სხვა კლუბში გააგრძელოს.

ესპანური წყაროს ცნობით, ინიესტა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეუერთდება ჩავის, რომელიც “ალ-სადის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს.

ინიესტა: “გვარდიოლამ იცის, მე რაც მინდა”

ანდრეს ინიესტამ ყველასათვის ნათელი გახადა, რომ მისი მიზანი არა პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგება, არამედ კარიერის “ბარსელონაში” დასრულებაა.

“გვარდიოლამ ძალიან კარგად იცის როგორია ჩემი ფიქრები, რა მინდა მე. ჩემი სურვილი კი კარიერის აქ, “ბარსელონაში” დასრულებაა, რაც არაერთხელ მითქვამს.

ყველაფერს გასაგებად ვამბობ, ის რასაც ვამბობ და ვფიქრობ, ყველამ იცის.

დიდი სიამოვნებით დავასრულებდი კარიერას “ბარსელონაში”. კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე მაკავშირებს. ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კი ხელმძღვანელებთან ვაპირებ შეხვედრას.”