ისკომ შესაძლოა, მადრიდი დატოვოს: “სასწორზე ჩემი მომავალი დევს”

მადრიდის “რეალის” ესპანელმა ფლეიმეიკერმა, ისკომ აღიარა, რომ მისი მადრიდული მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“მშვიდად ვარ. ერთადერთი რაც მაღელვებს, სათამაშო დროა. ფეხბურთელის კარიერა ძალიან ხანმოკლეა.

ამ მომენტში, თავს ბედნიერად ვგრძნობ და მინდა კიდევ დიდი ხნით დავრჩე აქ.

დღეიდან, თითოეულ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გადაწყვეტილება უნდა მივიღო, სასწორზე ჩემი მომავალი დევს.”

აქვე იხილეთ ზიდანის კომენტარი: ზინედინ ზიდანი: “ისკო ბედნიერია”

ზინედინ ზიდანი: “ისკო ბედნიერია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ისკო ალარკონი შეაქო, რომელიც “ესპანიოლთან” მოგებული მატჩის (2-0) საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

“ისკო თავს ბედნიერად გრძნობს და მთლიანად თავის საქმიანობაზეა გადართული.

მისმა ასეთმა კარგმა თამაშმა ნამდვილად მასიამოვნა. დიდებული მატჩი ჩაატარა და ამაში მხოლოდ მის ორ საგოლე გადაცემას არ ვგულისხმობ, ის მატჩის პირველივე წუთებიდან გამოირჩეოდა.

ორივე გოლი რთული შესასრულებელი იყო. მთელი მატჩის განმავლობაში ვუტევდით, თუმცა მეორე გოლამდე მშვიდად ყოფნის საშუალება არ გვქონდა.

მომწონს, როდესაც სიმშვიდესა და სისწრაფეს ერთმანეთს ვურევთ, ” -აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ისკომ “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა

As-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” ესპანელი ნახევარმცველი, ისკო ალარკონი “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვებას აპირებს.

როგორც ცნობილი ხდება, “მალაგას” ექს-ვარსკვლავმა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და მზადაა უცხოური კლუბების შემოთავაზებები ყურადღებით განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე სეზონია, რაც ისკო მადრიდელთა ღირსებას იცავს, თუმცა, ამ დროის მანძილზე მან ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა, რითიც ძალზედ უკმაყოფილოა.

24 წლის ესპანელსა და “ბლანკოსს” შორის არსებული მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლის ივნისში იწურება.

ისკოს საოცარი გოლი “ბეტისის” კარში (ვიდეო)

დღეს პრიმერა დივიზიონის მერვე ტურის შეხვედრები იმართება.

მადრიდის “რეალი” სტუმრად “რეალ ბეტისს” ხვდება. შეხვედრის 63-ე წუთზე ისკომ დუბლი შეასრულა.

იხილეთ ულამაზესი მომენტი

“რეალმა” “ბეტისს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

დღეს პრიმერა დივიზიონის მერვე ტურის შეხვედრები იმართება.

მადრიდის “რეალი” სტუმრად “რეალ ბეტისს” ხვდება. პირველი ტაიმის შემდეგ უკვე “ბლანკოსი”, ანგარიშით, 4-0-ს იგებს.

მეოთხე გოლი უმშვენიერესი გამოვიდა.

იხილეთ ვიდეო

ისკო ალარკონის მამამ შვილის მომავალზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, ისკო ალარკონის მამამ ყველასათვის ნათელი გახადა ფაქტი, რომ ისკოს არანაირი სურვილი არ აქვს “რეალის” იანვარში დატოვებისა.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, პრესასთან ამ თემაზე ბევრი არ გვესაუბრა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მომავალ ზაფხულამდე არანაირი წინადადების განხილვას არ ვაპირებთ.” – განაცხადა პაკო ალარკონმა Calciometro-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს პრესამ ესპანელი ნახევარმცველი ლონდონის “ტოტენჰემთან”, ტურინის “იუვენტუსთან” და მილანურ “როსონერისთან” დააკავშირა. თუმცა, ეს ყველაფერი უბრალო ჭორი გამოდგა.

“ტოტენჰემი” მზადაა, ისკოს სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადოს

ლონდონის “ტოტენჰემი” კლუბისათვის სარეკორდო რაოდენობის თანხის დახარჯვას აპირებს მადრიდის “რეალის” ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერზე, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია.

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მამლები” ისკოს სანაცვლოდ, რომელმაც ახალი სეზონის მხოლოდ 2 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან 45 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი კი მზადაა 24 წლის ესპანელი გუნდიდან გაუშვას. პერესი მის განათხოვრებაზეც კი თანახმაა, თანაც მადრიდელები “ტოტენჰემს” მისი გამოსყიდვის უფლებასაც სთავაზობენ.

ისკო: “მესი დაბადებიდან “რეალის” ფანია”

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ისკო ალარკონი აღიარებს, რომ მისი ძაღლები დაბადებიდან “ბლანკოსის” გულშემატკივრები არიან, მათ შორის მისი ლაბრადორი “მესიც”.

“ჩემს ძაღლს “მესი” დავარქვი, რადგანაც მესი მსოფლიოში საუკეთესოა, მსგავსად ჩემი ძაღლისა.” – ასე განგვიმარტა ისკომ მისი მოქმედება “მალაგაში” ყოფნისას.

ესპანელმა ფეხბურთელმა ახლა ისიც განაცხადა, რომ მისი მეორე ძაღლი, პუჰი მადრიდის “რეალის” ქომაგია – “ჯუნიორი და ბუბუ “რეალის” ფანები არიან. მესიც, ეს დაბადებიდან ასეა.”

ისკო: “ბედნიერი ვარ, ლოპოტეგიმ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი რომ მომცა”

მადრიდის “რეალის” ესპანელმა ნახევარმცველმა, ისკო ალარკონმა კმაყოფილება გამოთქვა ნაკრებში გამოძახებისთვის და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ეცდება გაცემული ავანსების გამართლებას.

“ყველას უყვარს საკუთარი ნაკრების მაისურის მორგება.

ძალიან ბედნიერი ვარ, მწვრთნელმა ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი რომ მომცა, მას ჩემი სჯერა.

ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. იულენმა იცის, რისი გაკეთებაც შემიძლია მოედანზე. ფაქტი, რომ საკლუბო დონეზე მცირე სათამაშო დროს მაძლევენ ჩემს მოტივაციას მხოლოდ და მხოლოდ ზრდის.” – განაცხადა მან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ისკომ ესპანეთის ნაკრებში 14 მატჩის ჩატარება მოახერხა და ერთი გოლიც ჩაიწერა აქტივში (ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში).

მოურინიომ თვალი “რეალის” ვარსკვლავს დაადგა

Mirror-ი  იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს, ჟოზე მოურინიოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ისკო ალარკონის შეძენა უნდა.

“წითელმა ეშმაკებმა” ზაფხულზე 150 მილიონი ევრო დახარჯეს და, მაინც და მაინც, ტრანსფერებმა ჯერ ვერ გაამართლა. სწორედ ამიტომ, პორტუგალიელს ნახწევარდაცვის გაძლიერება “რეალის” ფლეიმეიქერით სურს. თავის მხრივ, ისკოს “ბლანკოსში” არც ისე დიდი დრო ეძლევა სათამაშოდ.

ალარკონს კონტრაქტი ახლანდელ კლუბთან 2018 წლამდე აქვს. ვნახოთ, რა გადაწყდება ზამთარში ესპანელთან დაკავშირებით.

სერხიო რამოსი: “ძალიან გახარებული ვარ, რომ ეს ფეხბურთელი ჩვენთან დარჩა”

სატრანფსერო ფანჯარა გუშინ დაიხურა. აღსანინშავია, რომ განსაკუთრებით ბოლო დღეებში არ წყდებოდა საუბარი ისკოს მადრიდის “რეალიდან” წასვლის შესახებ. 24 წლის ფეხბურთელს “მალაგასა” და “ტოტენჰემს” უკავშირებდნენ. საბოლოოდ, ისკო “ბლანკოსში” დარჩა.

ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით ესპანური გრანდის კაპიტანმა, სერხიო რამოსმა განცხადება გააკეთა.

“ისკოს დარჩენა ძალიან კარგი ამბავია. ყველამ კარგად ვიცით, რა  სტილის მოთამაშეა იგი. ისკოს ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია “რეალისთვის”, – განაცხადა კაპიტანმა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (30 აგვისტო)

ვაკო “ვიტესს” ტოვებს!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის “ლეგიაში” ითამაშებს. პოლონური ვებ-გვერდის, weszlo.com-ის ცნობით, არნემის “ვიტესი” ქართველ ფეხბურთელს “ლეგიაში” ერთი წლით გაანათხოვრებს, თუმცა მის ახალ კლუბს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება ექნება. როგორც ირკვევა, ვაკო 30 აგვისტოს ვარშავაში უნდა ჩავიდეს, სადაც კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ისკო გადავა … “ტოტენჰემში”?

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონური “ტოტენჰემის” მესვეურები “რეალის” მიერ დაწუნებული ესპანელი ნახევარმცველის, ისკო ალარკონის გადაბირებას აპირებენ. “დეზები” ისკოს იჯარით აყვანაზეც თანახმანი არიან.

ჭანტურია შესაძლოა, სერია ა-ში ვიხილოთ

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – როგორც ცნობილი ხდება, სერია ა-ს ახალწვეული, “კროტონე” ქართველი მოთამაშით, გიორგი ჭანტურიათი ინტერესდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჭანტურიას “ქართველი მესის” სახელით მოიხსენიებენ; მას აქვს ძალიან ლამაზი მოძრაობები და კარგი ტექნიკა.

CmiYIZEWEAA1H5K

“ბარსელონამ” პაკო ალკასერი დაიმატა

“ვალენსიას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, პაკო ალკასერი ამიერიდან “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს. 23 წლის მოთამაშემ კატალონიურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, “ვალენსია” კი ტრანსფერიდან 30 მილიონ ევროს მიიღებს. “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, პაკო ალკასერის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს უდრის.

ჰარტი ტურინში მიდის

ინგლისის ეროვნული ნაკრების პირველი მეკარის, ჯო ჰარტის აგენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ჰარტი მომავალ სეზონს იტალიაში, კერძოდ კი “ტორინოში” გაატარებს.

სახო ახალი კლუბის ძიებაშია

ბრიტანული Daily Mirror იუწყება, რომ მამადუ სახოს ახალი კლუბის მოძებნისაკენ მოუწოდეს, თუ კი ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრეტენზია აქვს. იურგენ კლოპი მას არენდით წასვლის, ან სხვა კლუბში გადასვლის ნებას აძლევს.