იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა, ემანუელე ჯაკერინიმ “ევრო 2016”-ზე გამოსვლა დაასრულა, მას შემდეგ, რაც მისი გუნდი გერმანიის ნაკრებთან პენატლების სერიაში დამარცხდა. 31 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვო აღნიშნულ ტურნირზე, რაც “სერია ა”-ს რამდენიმე გუნდის მესვეურებს არ გამორჩენიათ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯაკერინის მიმართ განსაკუთერბული ინტერესი “ტორინომ” გამოიჩინა. მაგრამ მას იტალიელი ფეხბურთელის გადაბირებაში “ფიორენტინა” და “ბოლონია” ეცილებიან. გეტყვით, რომ ჯაკერინი სწორედ ამ უკანასკნელშია განათხოვრებული “სანდერლენდიდან.”
როგორც ემანუელეს აგენტმა განაცხადა, ის ადასტურებს ინტერესს ნახსენები იტალიური კლუბებისგან, თუმცა თავად ფეხბურთელის დიდი სურვილი “ჩელსიში” გადასვლაა. მოგეხსენებათ, “არისტოკრატებს” სულ ახლახანს სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგა, რომელიც ჯაკერინის იტალიის ნაკრებში წვრთნიდა და აღნიშნული ფეხბურთელის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმპათიები გააჩნდა.