ჰარდენმა კარიერაში მესამე ტრიპლ-დაბლი შეასრულა (ვიდეო)

„ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა „დენვერ ნაგეტსთან“ მატჩში (108:96) ტრიპლ-დაბლი გაიფორმა, რომელიც მის კარიერაში მესამე გამოდგა. „როკეტსის„ ლიდერმა თავის ანგარიშზე 24, ქულა, 10 მოხსნა და 10 გადაცემა მიითვალა.

ჰარდენის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

როგორც Ultimate Rockets-ის ჟურნალისტები წერენ, მუხლის ტრავმა, რომელიც „ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა „ინდიანა პეისერსთან“ მატჩის პირველი მეოთხედის დროს მიიღო, სერიოზული არ აღმოჩნდა.

ამის შესახებ კომენტარი გუნდის თავკაცმაც გააკეთა.

„ჰარდენი თავს კარგად გრძნობს. მან მხოლოდ მცირე დაზიანება მიიღო, სერიოზული არაფერია“, – განაცხადა „როკეტსის“ მთავარმა მწვრთვნელმა კევინ მაკჰეილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონისთვის ერთ მოსამზადებელ შეხვედრაში ჯეიმსის საშუალო მონაგარმა 18 ქულა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

გასოლი: „ჰარდენი ბრაიანტზე უკეთესია? ეს მომწონს“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ცენტრი პაუ გასოლი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მენეჯერთა გამოკითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პლანეტის ნომერ პირველი საკალათბურთო ლიგის საუკეთესო შემტევ უკანახაზელად „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერი ჯეიმს ჰარდენი დასახელდა, ხოლო კობი ბრაიანტმა მეორე ადგილი დაიკავა.

„ეს საინტერესოა. სინამდვილეში, გამოკითხვის შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან კობის მსგავსი რამ არასდროს ავიწყდება და მას მოტივაცია ემატება. ამის შემდეგ, იგი კიდევ უფრო მეტს იმუშავებს და მას მონდომება არ დააკლდება“, – ციტირებს ესპანელის სიტყვებს „Inside The Lakers“-ი.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰარდენი: „ცუდად არ ვთამაშობთ“

„ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელი ჯეიმს ჰარდენი პარკეტზე ერთდროულად დუაიტ ჰოვარდისა და ამერ ოშიკის ყოფნაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

„ბოლო მატჩში ყველაფერი ნორმალურად გამოგვდიოდა. შეტევებს საკმაოდ სწრაფად ვასრულებდით. ვნახოთ, რა იქნება ოფიციალურ მატჩებში, როდესაც გუნდები ჩვენთან დაპირისპირებისას დაცვით სქემას მიმართავენ“, – განუცხადა ჰარდენმა „The Houston Chronicle“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დურანტი: „უეიდის გაბრაზება არ მინდოდა“

„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა განაცხადა, რომ მას „მაიამი ჰიტის“ უკანახაზელის დუეინ უეიდის გაბრაზება არ უნდოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, მოთამაშეებმა ტვიტერზე იკამათეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დურანტმა დაწერა, რომ Sports Illustrated-ის მიერ შედგენილ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ათი მოთამაშის სიაში უეიდის ადგილი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ჯეიმს ჰარდენმა უნდა დაიკავოს.

„ეს უბრალო წვრილმანია, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვი. ჩვენ შორის არანაირი კონფლიქტია. ასოციაციაში ახალგაზრდა და ძლიერი კალათბურთელები არიან, რომლებიც მეტ ყურადღებას იმსახურებენ. ზოგი მათგანი კი უკვე ვარსკლავად ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, დროა, ასეთ კალათბურთელებს მეტი ყურადღება მიექცეს. პატივს კი ყველას ვცემ, განსაკუთრებით უეიდს“, – განაცხადა დურანტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი