ტურინის “იუვენტუსის” ლეგნდარული მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის თქმით, კლუბის დატოვება მისთვის განსაკუთრებულ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.
“იუვენტუსიდან” წასვლა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. კლუბის დატოვებაზე სერიოზულად აქამდეც მიფიქრია, თუმცა, საბედნიეროდ, გადაწყვეტილება ტურინში დარჩენის სასარგებლოდ მივიღე.
საუკეთესო მომენტი, ალბათ, ექვსი “სკუდეტოდან” პირველის მოგება იყო, ნამდვილად დიდებული განცდები გვქონდა. რაც შეეხება საპირისპიროს, ყველაზე დიდი შავი ლაქა არა სერია ბ-ში გავარდნა, არამედ სეზონის მეშვიდე ადგილზე დასრულება იყო – იმ წელს ჩვენ ჩვენი იდენტობა დავკარგეთ,” – აცხადებს ბუფონი.
დიდი ალბათობით, ბუფონი საფეხბურთო კარიერას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეწყვეტს.