კატალონიური “ბარსელონას” ექს-მცველს, ჯანლუკა ძამბროტას ეეჭვება, არის თუ არა ამჟამინდელი “ბარსელონა” უკეთესი პეპ გვარდიოლას დროის “ბლაუგრანაზე”.
“რთული სათქმელია (რომელი გუნდია უკეთესი), ორივე გუნდს ჰყავდა ნიჭიერი, დიდებული ფეხბურთელები.” – განაცხადა ძამბროტამ Omnisport-თან საუბრისას.
“შესაძლოა, გვარდიოლას “ბარსელონას” უფრო მეტი მსოფლიო-დონის ფეხბურთელები ჰყავდა.
შესაძლოა, იმ გუნდში უფრო მეტი ფეხბურთელი იყო “ლა მასიადან”, მაგრამ ფილოსოფია ერთი და იგივე იყო – შემტევი ფეხბურთი და ეს არც ლუის ენრიკეს მოღვაწეობისას შეცვლილა.”