მალტასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჯანო ანანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიის ნაკრებთან „სპარტაკის“ ნახევარმცველი არ ითამაშებს.
„ანანიძე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას საზარდულის ტრავმა აქვს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელის გამოყვანის უფლება არ მაქვს. ამიტომაც არ გავრისკავ და გერმანიასთან მას შემადგენლობის გარეთ დავტოვებ. ჯანო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და გუნდს ის ჯანმრთელი სჭირდება“, – განაცხადა ცხადაძემ.