ჯეიმს ჰარდენმა გულშემატკივრებთან ერთად ითამაშა

„ჰიუსტონის“ ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა გულშემატკვირებთან ერთად ცნობილი თამაში, სახელად „H.O.R.S.E“ ითამაშა.

სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდი ჯეიმს ჰარდენის მონაწილეობით

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც „ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელის ჯეიმს ჰარდენის მონაწილეობით განვლილი სეზონის ათი საუკეთესო ეპიზოდია ასახული.

ჰარდენი ჩარლს ბარკლისთან და სკოტი პიპენთან ერთად ახალ რეკლამაში გადაიღეს

„ჰიუსტონ როეკტსის“ მცველმა ჯეიმს ჰარდენმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდაბთან ჩარლზ ბარკლისთან და სკოტი პიპენთან ერთად „Foot Locker“-ის ახალ რეკლამაში გადაიღეს.

ჰარდენმა „როკეტსის“ საკლუბო რეკორდი დაამყარა

„ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ სერიის მესამე მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა ოვერტაიმში ანგარიშით 121:116 მოიგო, ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა, რის შესახებაც „ESPN Stats & Info“ იტყობინება.

ჰარდენმა ზემოხსენებულ მატჩში 35 ბურთი ისროლა.

აქამდე ამ მაჩვენებლით „როკეტსის“ საკლუბო რეკორდი ჰაკიმ ოლაჯუვონს ეკუთვნდა, რომელსაც 1994 წლის ერთ-ერთ შეხვედრაში 34 სროლა ჰქონდა.

ცნობისთვის, ჯეიმსმა „პორტლენდთან“ შეხვედრაში ჯამში 13 ეპიზოდი ამოიყენა და 37 ქულა დააგროვა.

ჰარდენის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

როგორც Ultimate Rockets-ის ჟურნალისტები წერენ, მუხლის ტრავმა, რომელიც „ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა „ინდიანა პეისერსთან“ მატჩის პირველი მეოთხედის დროს მიიღო, სერიოზული არ აღმოჩნდა.

ამის შესახებ კომენტარი გუნდის თავკაცმაც გააკეთა.

„ჰარდენი თავს კარგად გრძნობს. მან მხოლოდ მცირე დაზიანება მიიღო, სერიოზული არაფერია“, – განაცხადა „როკეტსის“ მთავარმა მწვრთვნელმა კევინ მაკჰეილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონისთვის ერთ მოსამზადებელ შეხვედრაში ჯეიმსის საშუალო მონაგარმა 18 ქულა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

გასოლი: „ჰარდენი ბრაიანტზე უკეთესია? ეს მომწონს“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ცენტრი პაუ გასოლი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მენეჯერთა გამოკითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პლანეტის ნომერ პირველი საკალათბურთო ლიგის საუკეთესო შემტევ უკანახაზელად „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერი ჯეიმს ჰარდენი დასახელდა, ხოლო კობი ბრაიანტმა მეორე ადგილი დაიკავა.

„ეს საინტერესოა. სინამდვილეში, გამოკითხვის შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან კობის მსგავსი რამ არასდროს ავიწყდება და მას მოტივაცია ემატება. ამის შემდეგ, იგი კიდევ უფრო მეტს იმუშავებს და მას მონდომება არ დააკლდება“, – ციტირებს ესპანელის სიტყვებს „Inside The Lakers“-ი.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰარდენი: „ცუდად არ ვთამაშობთ“

„ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელი ჯეიმს ჰარდენი პარკეტზე ერთდროულად დუაიტ ჰოვარდისა და ამერ ოშიკის ყოფნაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

„ბოლო მატჩში ყველაფერი ნორმალურად გამოგვდიოდა. შეტევებს საკმაოდ სწრაფად ვასრულებდით. ვნახოთ, რა იქნება ოფიციალურ მატჩებში, როდესაც გუნდები ჩვენთან დაპირისპირებისას დაცვით სქემას მიმართავენ“, – განუცხადა ჰარდენმა „The Houston Chronicle“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დურანტი: „უეიდის გაბრაზება არ მინდოდა“

„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა განაცხადა, რომ მას „მაიამი ჰიტის“ უკანახაზელის დუეინ უეიდის გაბრაზება არ უნდოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, მოთამაშეებმა ტვიტერზე იკამათეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დურანტმა დაწერა, რომ Sports Illustrated-ის მიერ შედგენილ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ათი მოთამაშის სიაში უეიდის ადგილი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ჯეიმს ჰარდენმა უნდა დაიკავოს.

„ეს უბრალო წვრილმანია, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვი. ჩვენ შორის არანაირი კონფლიქტია. ასოციაციაში ახალგაზრდა და ძლიერი კალათბურთელები არიან, რომლებიც მეტ ყურადღებას იმსახურებენ. ზოგი მათგანი კი უკვე ვარსკლავად ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, დროა, ასეთ კალათბურთელებს მეტი ყურადღება მიექცეს. პატივს კი ყველას ვცემ, განსაკუთრებით უეიდს“, – განაცხადა დურანტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი