შოტლანდიური ფეხბურთის ასოციაცია “რეინჯერსის” ნახევარმცველს, ჯოი ბარტონს საფეხბურთო მატჩებზე ფსონების გაკეთების გამო (რაც წესების დარღვევად ითვლება ) დასჯის.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ფეხბურთელმა შოტლანდიურ გუნდთან ამა წლის მაისში 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. “რეინჯერსის” რიგებში ყოფნის მანძილზე ბარტონმა 44 ფსონი გააკეთა ე.წ. “ტოტალიზატორებში”.
შოტალნდიურმა ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც ფეხბურთელების მიერ ფსონების გაკეთების მკაცრი წინააღმდეგია, ბარტონს 12 ოქტომბრამდე მისცა დრო საპასუხოდ. პირველი მოსმენა კი 27 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
მაგალითისთვის გეტყვით, რომ ბარტონმა ბრენდან როჯერსის გუნდის მინიმუმ სამი ბურთის სხვაობით წაგებაზე განათავსა ფსონი მატჩში, რომელიც “ბარსელონამ” 7-0 მოიგო.