ჯონსი მოიესზე საუბრობს

მოიესი რამდენიმე დღის წინ განთავისუფლდა დაკავებული პოსტიდან და ამ პერიოდში იყო მუდმივი საუბრები, რომ ფეხბურთელები შეგნებულად არ ასრულებდნენ შოტლანდიელის მითითებებს.
თუმცა ფილ ჯონსი ამ ყველაფერს უარყოფს და საუბრობს, რომ ის და მისი თანაგუნდელები ყველაფერს აკეთებდნენ მოედანზე, რადგან მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა.
“ეს არასდროს მომხდარა. ფეხბურთელები არ გადიოდნენ მოედანზე წასაგებად. ყველა გადიოდა იმისთვის, რომ მოეგო თამაში და ეს საუბრები მტკივნეულია” – განაცხადა ინგლისელმა მცველმა.
მიუხედავად ამისა ჯონსი ოპტიმისტურადაა განწყობილი: “ეს არ მომხდარა რაღაც მიზეზის გამო, თუმცა აუცილებელია დარჩენილი თამაშები ჩავატაროთ ძალიან კარგად”
“ის ნამდვილად სასიამოვნო კაცია და მე მინდა ვუსურვო მას ყველაფერი საუკეთესო, ჩვენ ვწუხვართ, რომ მან დაკარგა სამსახური და ჩვენ ვერ ვაჩვენეთ კარგი შედეგი, თუმცა რას ვიზამთ ეს ფეხბურთია” – დაასრულა ფილ ჯონსმა.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელების საუკეთესო მეორე ნახევრები

პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელების საუკეთესო მეორე ნახევრები გამოავლინა.

კარლა ჰიგსი – ვაინსენ კომპანი

კაია ჰოლი – ფილ ჯონსი

კრისტინ ბლექლი – ფრენკ ლამპარდი

ჩარლინ სურიკი – გაელ კლიში

ანარა ატარესი – სამირ ნასრი

ევანჯელინა ანდერსონი – მარტინ დემიკელისი

მარგარეტ ნაცუკი – შინჯი კაგავა

ბიანკა სლეიტერი – რაიან ბერტრანდი

ლორენა ბერნალი – მიკელ არტეტა

ტანია რობინსონი – ფილ ბარდსლი

ალექს კურანი – სტივენ ჯერარდი

მენდი კაპრისტო – მესუთ იოზილი

ჯორჯინა დორსეტი – ტომ ქლევერლი

ელენა გომესი – ხავი გარსია

პოლი პარსონსი – თომას ვერმაელენი

ნატალი სალიმანი – კიერან რიჩარდსონი

კაილა კოლინსი – ეშლი კოული

ელენ ფლანაგანი – სკოტ სინკლერი

აბი კლენსი – პიტერ კრაუჩი

ლუდვინ სანია – ბაკარი სანია

ფაულერი, მაკმანამანი და ჯონსი „ლივერპულში“ დაბრუნდნენ

„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელები რობი ფაულერი, სტივ მაკმანამანი და რობ ჯონსი „ენფილდროუდელთა“ აკადემიის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდნენ. ისინი 21 და 18 წლამდე გუნდებთან იმუშავებენ.

„კარგია, რომ რობი, სტივი და რობი კლუბში დაბრუნდნენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანების გვერდით ყოფნა. ახალგაზრდა ფეხბურთელები მათგან საჭირო ინფორმაციას მიიღებენ“, – ციტირებს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის, ბრენდან როჯერსის სიტყვებს ინგლისური ECHO.

ფაულერი „წითლების“ ღირსებას ცხრა წლის განმავლობაში იცავდა, ამ ხნის მანძილზე მან 369 მატჩი ჩაატარა და 183 გოლი გაიტანა.  ჯონსმა, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობდა, გუნდში 243 შეხვედრა ჩაატარა, მაკმანამანმა კი 364 მატჩში 66 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი