2011-2018 წლები ტურინის “იუვენტუსისთვის” საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. იტალიელებმა შვიდჯერ მოიგეს ქვეყნის ჩემპიონატი. ისინი ორჯერ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ამ პერიოდში კლუბი, ზოგადად, გაძლიერდა და უფრო მაღალი მიზნებისთვის დაიწყო ბრძოლა.
Goal.Com-ი 2011-2018 წლების ტურინული გუნდის სიმბოლურ ნაკრებს გვთავაზობს.
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი
მცველები: სტეფან ლიხშტაინერი, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, ალექს სანდრო
ნახევარმცველები: ანდრე პირლო, არტურო ვიდალი, პოლ პოგბა
თავდამსხმელები: პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი, კარლოს ტევესი