“ბარსელონას” ზედიზედ მეორე მარცხი, ბეილი ჰეტ-ტრიკი დაგასული უქმეების სხვა საინტერესო სიახლეები ჩვენს ტოპ-5.
1. “ბარსელონას” მეორე მარცხი
გასულ ტურში “ბარსელონამ” ესპანეთის მიმდინარე პრიმერაში პირველი შეხვედრა წააგო. აღნიშნულ ტურამდე გუნდის ანგარიშზე 14 შეხევდრიდან 1 ფრე და 13 მოგება იყო. კვირას, ბილბაოში გამართული დაპირისპირება კი, კატალონიელებმა1:0 წააგეს. ერთადერთი გოლის ავტორი მუნიაინი გახდა. ფორვარდმა შედეგიანი დარტყა 70-ე წუთზე განახორციელა. შეგახსენებთ, რომ ბილბაოში ჩატარებულ შეხვედრამდე, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ამსტერდამის “აიაქსთან” დამარცხდნენ. ამ მარცხით შესანიშნავად ისარგებლა მადრიდის “ატლეტიკომ”. ახლა ორივე გუნდს 40 ქულა აქვს. ასე რომ, მესის და რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელის ტრავმა, სერიოზული პრობლემაა კატალონიური გრანდისათვის.
2. ბეილის ჰეტ-ტრიკი
“რეალის” შემადგენლობაში პირველი ჰეტ-ტრიკი გაიფორმა გარეთ ბეილმა. უელსელის მსხვერპლი “ვალიადოლიდი” გახდა. ბეილის სამ გოლს ერთი შედეგიანი დარტყმა კარიმ ბენზემამაც დაუმატა და საბოლოო ჯამში მადრიდელება შეხვედრა 4:0 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ბენზემაზე საგოლე გადაცემის ავტორი გარეთ ბეილია.
“გოლების გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. მაგრამ ჰეტ-ტრიკი “სანტიაგო ბერნაბეუზე” ენით აუღწერელი სიხარუალი. ვეცდები მომავალშიც ასე გავაგრძელო და გულშემატკივრები გავახარო” – განაცხადა ბეილმა. კარლო ანჩელოტიმ კი ბეილის თამაშს მოკლე კომენტარი გაუკეთა: “ვფიქრობ ბეილის ადაპტაციის პერიოდი დასრულდა”.
3. 12 200 ბავშვი “იუვენტუსის” თამაშზე
“იუვენტუსი” – “უდინეზეს” დაპირისპირებას, რომელიც მასპინძლება მინიმალური ანგარიშით მოიგეს, 12 200 ბავშვი დაესწრო. მათ “ბებერი სენიორას” ტიფოზების ადგილი დაიკავეს. შეგახსენებთ, რომ “იუვეს” ყველაზე აქტიური ფანები დისკალიფიცირებულნი იყვნენ, რის გამოც მათ აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება აეკრძალათ. ტრიბუნებზე ბავშვების მოყვანის იდეა ტურინულ გაზეთ “Tuttosport”-ს ეკუთვნის.
4. რუნის დუბლი
ინგლისური პრემიერლიგის ტურის ყველაზე სანახაობრივი დაპირისპირება ლონდონში გაიმართა, სადაც ერთმანეთს “ტოტენჰემი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. სტუმრთა შეამდგენლობაში კი გამორჩეული უეინ რუნი გახლდათ. ფორვარდმა ანგარიშის გათანაბრება ორჯერ მოახერხა და თავისი მარცხისგან იხსნა.
5. ხმები კაპელოს ირგვლივ
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ხმების თანახმად, ფაბიო კაპელო ვილაშ-ბოაშის შემცვლელად მოიაზრება. მაგრამ, “ტოტენჰემმა” გასულ ტურში საკმაოდ ნორმლაური ფეხბურთი ითამაშა და საუბრები პორტუგალიელი სპეციალისტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მეორე პლანზე გადავიდა. გუშინ კი კაპელოს სახელი იტალიურ კლუბებსაც დაუკავშირეს.
თუმცა, თავად კაპელო ყველაფერს გამორიცხავს და აცხადებს, რომ რუსეთის ფეხბურთის კავშირთან აწარმოებს მოლაპარაკებას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით.