კარიკატურა: რონალდუმ ყვითელი წყალქვეშა ნავი დაამარცხა (ფოტო)

გუშინ “ლა ლიგის” 24-ე ტურის შეხვედრაში “ვილიარეალმა” მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით, 2-3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ “ყვითელი წყალქვეშა ნავი” ჯერ კიდევ 63-ე წუთზე იგებდა (2-0), თუმცა სულ რაღაც 19 წუთში “ბლანკოსმა” ბეილის, რონალდუსა და მორატას გოლების წყალობით სამი ქულის მოპოვება მოხაერხა.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანიმ სახალისო კარიკატურა შემოგვთავაზა

 

კარიკატურა: რამ შეაშინა ლიონელ მესი ეგვიპტეში ყოფნის დროს? (ფოტო)

21 თებერვალს ლიონელ მესი ეგვიპტეში ჩაფრინდა. აფრიკულ ქვეყანაში ვიზიტის მიზანი იყო იმ ორგანიზაციის დახმარება, რომელიც ცე ჰეპატიტით დაავადებული ბავშვების მკურნალობას უწევს ორგანიზებას.

“ბლაგურნას” სუპერვარსკვლავი გიზას პირამიდასთან ახლოს მდებარე სასტუმროში იმყოფებოდა. ომარ მომანის აზრით, იქ ყოფნის დროს, მესი მუმიებმა შეაშინეს.

 

კარიკატურა: გაბრიელ ჟესუსს საავადმყოფოში კოშმარი ესიზმრა (ფოტო)

იანვარში “მანჩესტერ სიტიმ” “პალმეირასიდან” გაბრიელ ჟესუსი დაიმატა. 19 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პემიერ ლიგის ოთხ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა. ბოლო სამი მატჩი მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. შესაბამისად, ამ გამოუცდელმა სპორტსმენმა კუნ აგუერო ამოაგდო სასტარტოდან.

ჟესუსმა პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში (“ბორნმუთის”) წინააღმდეგ, ტრავმა მიიღო. ამან არგენტინელ ფორვარდს ისევ გაუხსნა გზა ძირითადი შემადგენლობისკენ. ომარ მომანიმ ამასთან დაკავშირებით, საინტერესო კარიკატურა შემოგვთავაზა. აი, თურმე რა ესიზმრება საავადმყოფოში მყოფ ბრაზილიელს…

 

კარიკატურა: “მანჩესტერი” პატარა გუნდია” (ფოტო)

მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე სერეზომ განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” პატარა გუნდია და გრიზმანს იქ წასვლა არ უნდა უნდოდეს.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…

 

კარიკატურა: მკვლელი ანტონიო კონტე (ფოტო)

ფაბიო კონტე პრემიერ ლიგის 24- ტურში, სადაც მისი გუნდი “არსენალს” დაუპირისპირდა, ერთ-ერთ მომენტში ასისტენს უხეშად მოეპყრო.

 

შეხვედრის შემდეგ, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, იტალიელმა სპეციალისტმა ხუმრობით განაცხადა, რომ ისეთი მკაცრია, ნებისმიერი ვინმეს მოკვლის უნარი გააჩნია.

ომარ მომანიმ არ დააყოვნა და ამ თემაზე კარიატურა შემოგვატავაზა

კარიკატურა: ვენგერი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ფოტო)

მოგეხსენებათ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ფრანგმა მეოთხე არბიტრს უბიძგა და შეურაცხყოფა მიაყენა. დისკვალიფიკაციის გარდა ფრანგ მწვრთნელს ჯარიმის სახით 25 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდაც მოუწევს.

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, პოლ მერსონმა განაცხადა, მოურინიოს რომ ასეთ ქცევებზე სჯიდნენ, მას საერთოდ მოუწევდა სამწვრთნელო კარიერისთვის თავის დანებება.

ომარ მომანიმ ეს ყოველივე ასე წარმოგვიდგინა

 

კარიკატურა: “რეალი” ტრავმირებული ფეხბურთელებითაა სავსე (ფოტო)

მარსელო, გარეთ ბეილი, დანიელ კარვახალი, ლუკა მოდრიჩი… ეს იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მადრიდის “რეალს” უახლოეს მომავალში ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან.

ომარ მომანის აზრით ამ სიტუაციაზე ზიდანს ასეთი რეაქცია ჰქონდა

 

კარიკატურა: გვარდიოლა დაბადების დღეს მარტო აღნიშნავს (გიფი)

დღეს “მანჩესტერ სიტის” მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დაბადების დღეა. ესპანელი სპეციალისტი 46 წლის გახდა.

ომარ მომანის აზრით, კრიზისში მყოფი გვარდიოლა, წლის გამოსარჩევ დღეს ასე აღნიშნავს

კარიკატურა: “პოგბა ფეხბურთის ლებრონ ჯეიმსია” (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ყოფილ თანაგუნდელზე, პოლ პოგბაზე ისაუბრა. იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანგი ნახევარმცველი შეაქო და მას ფეხბურთის ლებრონ ჯეიმსი, ან მარათონის უსეინ ბოლტი უწოდა.

ომარ მომანი ამ თემასთან დაკავშირებით კარიკატურას გვთავაზობს

 

კარიკატურა: მსნ – სამი მუშკეტერი (ფოტო)

11 იანვარს ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და ბილბაოს “ატლეტიკი” დაუპირისპირდნენ. წინა მატჩი კატალონიელებს ბასკეთში, ანგარიშით, 1:2 ჰქონდათ წაგებული. ამ დაპირისპირებაში კი “ბლაგურნას” ტრიომ – მესიმ, სუარესმა და ნეიმარმა გამოიჩინეს თავი. საბოლოოდ, “ბარსამ” 3:1 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ომარ მომანიმ მესის, სუარესისა და ნეიმარის ტრიო ასე წარმოგვიდგინა

 

კარიკატურა: კრიშტიანუ საუკეთესოა! (ფოტო)

9 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფას ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა.

როგორც მოსალოდნელი იყო, 2016 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი, FIFA-ს ვერსიით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ გახდა. მან გასულ წელს მადრიდის “რეალში” ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ასევე, 31 წლის მოთამაშემ პირველი სანაკრებო ტიტულიც (ევროპის ჩემპიონატი) დაისაკუთრა.

ომარ მომანიმ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო და სახალისო კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

კარიკატურა: ლევანდოვსკიმ ჩინურ გუნდს რეკორდულ ხელფასზე უარი უთხრა (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ მიუნხენის “ბაიერნის ფორვარდის, რობერტ ლევანდივსკის აგენტმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტის შეძენა ერთ-ერთ ჩინურ კლუბს სურდა. აზიელები პოლონელ შემტევს რეკორდულ ხელფასს (35 მილიონი ფუნტი წელიწადში) სთავაზობდნენ. აგენტის თქმით, რობერტმა დაუყონებლვ უარი თქვა ამ ტრასნფერის განხორციელებაზე.

ომარ ომანიმ აღნიშნულ სიტუაციაში ასე დაინახა ლევანდოვსკი