არსენ ვენგერმა ლონონის “არსენალთან” კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. იგი რიგით 21-ე სეზონს დაიწყებს “არსენალში” და კიდევ ერთხელ ცდის, კლუბს დიდი ტიტულები მოაგებინოს.
ომარ მომანი ამ ფაქტს ასე ეხმაურება…
არსენ ვენგერმა ლონონის “არსენალთან” კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. იგი რიგით 21-ე სეზონს დაიწყებს “არსენალში” და კიდევ ერთხელ ცდის, კლუბს დიდი ტიტულები მოაგებინოს.
ომარ მომანი ამ ფაქტს ასე ეხმაურება…
გუშინ იტალიის სერია ა-ს ბოლო, 38-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. რომის “რომამ” “ჯენოა” მიიღო და ანგარიშით, 3-2 დაამრცხა. ეს იყო კარიერის ბოლო მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდისთვის, ფრანჩესკო ტოტისთვის. იგი ძალიან ემოციურად დაემშვიდობა გულშემატკივარს, გუნდის წევრებს. ამაღელვებელი იყო ფეხბურთთან დამშვიდობება.
ომარ მომანიმ ამ ისტორიულ მომენტს კარიკატურა მიუძღვნა.
ბოლო წლებში ლონდონის “არსენალი” ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასა” და “ბაიერნის” სასურველი მეტოქეა. აღნიშნული გრანდები არსენ ვენგერის შეგირდებს, ხშირ შემთხვევაში, მიწასთან ასწორებენ.
“არსენალი” ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ სეზონში ვერ ითამაშებს. ჰოდა, ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…
არსენ ვენგერთან რიცხვი ოთხი დიდი ხანია, დაკავშირებულია. ბოლო წლებში “არსენალი” პრემიერ ლიგაში სწორედ ამ ადგილის დაკავებას ახერხებს. თუმცა, წელს ეს ტრადიცია არ გაგრძელდა. “მეთოფეები” მეხუთე პოზიციაზე გავდინენ, ხოლო მათი “კუთვნილი” ადგილი იურგენ კლოპის “ლივერპულმა” დაიკავა.
ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…
კრიშტიანუ რონალდუმ ვიგოს “სელტას” დუბლი შეუსრულა. სწორედ პორტუგალიელის კარგმა გამოსვლამ ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ მადრიდელებმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგეს და “ბარსელონა”, ფაქტობრივად, გამოთიშეს ლა ლიგის თასისთვის ბრძოლას. პარალელურად კი, სწორედ “ბარსადან” “იუვენტუსში” წასული დანიელ ალვეში კიდევ უფრო დიდ “განცხრომაშია”. ბრაზილეილმა უკვე მოიგო იტალიის თასი, ძალიან ახლოს არის სერია ა-ს მორიგ ტიტულთან და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იასპარეზებს.
ომარ მომანიმ რონალდუსა და შემდეგ ალვეშის სიტუაცია ერთ კარიკატურაში წარმოგვიდგინა.
12 მაისს პრემიერ ლიგის 37-ე ტურში ლონოდნის “ჩელსიმ” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” ანგარიშით, 1-0 დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონი გახდა!
ომარ მომანის აზრით, სწორედ ასე გამოიყურება “ლურჯების” საზეიმო ცერემონია, რომლის მთავარი ორგანიზატორი ანტონიო კონტეა.
ტურინის “იუვენტუსის” მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ განაცხადა, რომ მისი პატარა ვაჟი “ტორინოს” გულშემატკივარია.
სერია ა-ს უკანასკნელ ტურში “იუვესა” და “ტორინოს” შორის დაპირსპირება ფრედ (1-1) დასრულდა. კიდევ კარგი, რომ ეს შედეგი დაფიქსირდა, თორემ ბონუჩის ოჯახში ასეთი სიმყუდროვე ვეღარ იქნებოდა.
არსენ ვენგერს ჟოზე მოურინიო თითქმის ცამეტი წელი არ ჰყავდა დამარცხებული. თუმცა, გუშინ პრემიერ ლიგის 36-ე ტურში “არსენალმა” “მანჩესტერ უნაიტედს” ანგარიშით, 2:0 მოუგო – ასე დასრულდა ვენგერის წარუმატებელი სერია, რომელიც ცამეტ შეხვედრას მოითვლიდა (შვიდი წაგება, ექვსი ფრე).
ამ ფაქტთან დაკავშირებით ომარ მოამანი კარიკატურას გვთავაზობს.
კრიშტიანუ რონალდუმ “აღიარა”, რომ ის დედამიწიდანაა. ომარ მომანიმ კი წარმოგვიდგინა სიტუაცია, როცა პორტუგალიელი “უცხოპლანეტელ” მესის მის სამფლობელოში ესტუმრა.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” თანაქლაქელი” “ატლეტიკო” კრიშტიანუ რონალდუს ჰეთრიკით გაანადგურა. პორტუგალიელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ბოლო სამ მატჩი რვა გოლის გატანა შეძლო.
ომარ მომანი ამ ყველაფერთან დაკავშირებით კარიკატურას გვთავაზობს.
პრემიერ ლიგის გამოტოვებულ შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” “მანჩეტსერ უნაიტედი” მიიღო. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
გამროჩეული მომენნტი იყო, როცა მარუან ფელაინი 84-ე წუთზე უხეშობის გამო გააგდეს. მას სერხიო აგუეროსთან მოუვიდა ინციდენტი.
ამასთან დაკავშირებით ომარ მომანიმ ასეთი კარიკატურა შემოგვთავაზა.
“ელ კლასიკოში” თავის გამოჩენის შემდეგ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლიონელ მესი ცნობილ მსახიობს, ჯულია რობერტსს შეხვდა და მასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
ომარ მომანი ამ ფაქტს კარიკატურით გამოეხმაურა.