მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ გუშინდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
ფრანგმა ფეხბურთელმა ტერფი დაიშავა.
ბენზემას მედიკოსებმა დახმარება მალევე აღმოუჩინეს და თავდამსხმელმაც, დისკომფორტის მიუხედავად, ვარჯიშის გაგრძელება შეძლო.
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ გუშინდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
ფრანგმა ფეხბურთელმა ტერფი დაიშავა.
ბენზემას მედიკოსებმა დახმარება მალევე აღმოუჩინეს და თავდამსხმელმაც, დისკომფორტის მიუხედავად, ვარჯიშის გაგრძელება შეძლო.
მადრიდის “რეალი” კარიმ ბენზემას სკანდალთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ფრანგი თავდამსხმელი მადრიდში დაბრუნდა. “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბენზემას შეხვდა და უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. კლუბი აცხადებს, რომ ფრანგ ფეხბურთელს “რეალში” ყოფნის ექვსი წლის განმავლობაში თანაგუნდელებთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. შესაბამისად, გუნდს მისი უდანაშაულობის სჯერა. განცხადებაში წერია, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბენზემას შესაძლოა, გრძელვადიანი სასჯელი მიესაჯოს, თუმცა მატიე ვალბუენასთან მისი კარგი ურთიერთობა ეჭვს აჩენს, როგორ გაეხვა “რეალის” ფორვარდი ამ სკანდალში.
კარიმ ბენზემამ “რეალში” დაბრუნების შემდეგ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ფეხბურთელს კუნთების მცირე ტრავმა აქვს, თუმცა “სევილიასთან” კვირას გასამართ მატჩში შესაძლოა, ითამაშოს.
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ კარგად ერთობა, როდესაც პრესაში “სამეფო კლუბიდან” მისი შესაძლო აბარგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეცნობა. შეგახსენებთ, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში ხშირად ისმოდა სპეკულაციები ფრანგი ფეხბურთელის ლონდონის “არსენალში” შესაძლო გადასვლის შესახებ.
“ყოველ ზაფხულს ძმასთან და მეგობრებთან ერთად მოუთმენლად ველოდები პრესაში სატრანსფერო ჭორებს, რომ კარგად გავერთო. “რეალი” და “ბარსელონა” საფეხბურთო მწვერვალებია. მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობ და რატომ უნდა გამოვიცვალო გუნდი? ბედნიერი ვარ. ყველაფერი ძალიან მარტივია”, – ციტირებს ბენზემას სიტყვებს leJDD.
დღეს საფრანგეთის ეროვნული გუნდი ნიცაში ამხანაგურად სომხეთის ნაკრებს გაეჯიბრება. მატჩის წინ “მამლების” მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი საფრანგეთის ნაკრებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
“ბენზემას თამაში იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ არის მის გვერდით ან მის უკან. კი ბატონო, მას უკეთ თამაშიც შეუძლია, თუმცა კარიმი იყო და დარჩება ჩვენს საუკეთესო თავდამსხმელად”, – დეშამის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იუწყება, რომ სამი დღის წინათ “მანჩესტერ სიტიმ” მადრიდის “რეალს” კარიმ ბენზემას ტრანსფერის თაობაზე მიმართა. ინგლისური კლუბი მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. ესპანურ კლუბს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბენზემა ლონდონის “არსენალსაც” სურს და მის სანაცვლოდ 65-დან 70 მილიონ ევრომდე თანხის გაღება შეუძლია, თუმცა, პალმერის ცნობით, კლუბები ბოლო სამი კვირის განმავლობაში ერთმანეთთან კავშირზე არ გასულან.
2014/15 წლების სეზონში კარიმ ბენზემამ “რეალის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.
“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მისი გუნდის სატრანსფერო აქტივობებზე ისაუბრა.
ცოტა ხნის წინ, პრესა აქტიურად უკავშირებდა ბენზემას “არსენალს” და ბრიტანული გამოცემების ცნობით, ფრანგში გუნიდსთვის სარეკორდო თანხას, 55 მილიონს იხდიან.
“რაც შეეხება ბენზემასადმი ჭორებს, არაფერი ხდება. არ ვიცი, ვინ ეწევა დემაგოგიას. ესპანური და ინგლისური პრესა? – ვერ გეტყვით,”-ამბობს ვენგერი.
მოსალოდნელია, რომ “არსენალი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელს დაიმატებს. თუ ის ბენზემა არ იქნება, ობამეიანგი ან ალექსანდრ ლაკაზეტი უნდა იყოს.
ბრიტანული პრესა წერს, რომ ამ ზაფხულს ბენზემა ლონდონში გადავა.
“მეთოფეებმა” ახალი შეთავაზებაბ გააკეთეს და მადრიდელებს წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ. “არსენალი” მორიგ ტრანსფერს 55 მილიონ ევროდ(40 მილიონ ფუნტიად) განახორციელებს. ფრანგი არსენ ვენგერის გუნდის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე იქნება.
კარიმი “სამეფო გუნდში” თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მათი ახალი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი “გალაქტიკოსში” ცენტრ-ფორვარდად რონალდუს უპირებს დაყენებას, რაც “ლიონის” ექს-შემტევს გზებს უკვეთავს.
გარდა ბენზემასი, ვენგერს სათადარიგო ვარიანტები ჰქონდა ლევანდოვსკის, ობამეიანგის, ჯეკოს და ლაკაზეტის სახით.
ამჟამად ამერიკაში მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი, სადაც “რეალი” “მან.სიტის” 1-3 ამარცხებს.
მატჩის 22-ე წუთზე, კარიმ ბენზემამ ანგარიში ბრწყინვალე გოლით გახსნა.
მადრიდის “რეალმა” “არსენალის” შეთავაზება კარიმ ბენზემას ტრანსფერის თაოაბზე დაბლოკა.
ბრიტანული ტაბლოიდის, Daily Express-ის ინფორმაციით, “სამეფო გუნდმა” ლონდონური გუნდის 31 მილიონიანი შეთავაზება უარყო.
ეს გადაწყვეტილება გუნდის ახალმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა მიიღო. ესპანელი სპეციალისტი მზადაა გუნდის ყველა ფეხბურთელს კიდევ ერთი შანსი მისცეს. როგორც ჩანს, მადრიდელები ამ ზაფხულს სერხიო აგუეროს აღარ დაიმატებენ.
რაც შეეხება “არსენალს”, ისინი ამ ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ალტერნატიულ გეგმაზე გადავლენ. “მეთოფეები” პიერე-ემერიკ ობამეიანგზე, გონსალო იგუაინზე და ედინ ჯეკოზე იმუშავებენ.
ინგლისური გუნდები მზად არიან, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აფეთქებები მოახდინონ.
მაღალი დონის ტრანსფერების განხორციეება პრემიერ ლიგის გუნდებისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რადგან ისინი ევროასპარეზზე დიდი ხანია, რაც რეგრესს განიცდიან. მიუხედავად ამისა, პრემიერ ლიგის გრანდები აქტიურად არიან ჩართულნი სატრანსფერო საქმიანობებში და იმაზე ვეტს ხარჯავენ, ვიდრე საჭიროა, საკუთარ დონეზე დასაბრუნებლად.
პოლ პოგბა – “იუვენტუსი”, ფასი – 65 მილიონი ფუნტი
“იუვენტუსის” ნახევარმცველის გასაფორმებლად “მან.სიტი”, “მანჩესტერი” და “ჩელსი” იბრძვიან, მაგრამ მოთამაშის აგენტმა ყველას აცნობა, რომ ტურინული გუნდი იმ შეთავაზებას დათანხმდება, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის ფრანგში. ამას გარდა, ინგლისელებს პოლის ტრანსფერში ფრანგული “პსჟ” ეჯიბრება, რომელიც ნახევარდაცვის გაძლიერებას და პოგბას სამშობლოში დაბრუნებას ეცდება. ამას გარდა, 22 წლის ფეხბურთელი “ბარსელონასაც” სურს, მაგრამ მათ ნამდვილად გაუჭირდებათ ამ ტრანსფერში პირველობა, რადგან 2016 წლის იანვრამდე აკრძალული აქვთ ფეხბურთელის დამატება.
“მოთხოვნები მრავლადაა, მაგრამ “იუვენტუსს” პოგბას გაყიდვა არ სურს. იტალიელები პოლის ტრანსფერზე ნამდვილი აუქციონის მოწყობას ეცდებიან და მის გაყიდვას, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძლებენ,”-აცხადებს მინო რაიოლა.
ტრანსფერის ალბათობა: 60%
ლარს ბენდერი – “ბაიერი”, ფასი – 22 მილიონი
“ქალაქელები” ნახევარდაცვის ხაზის გერმანელით გაძლიერებაზე უარს არ იტყვიან, თუ პოგბასთან მოლაპარაკებები კრახით დასრულდება. ამას გარდა, ახალგაზრდა ჰავბეკს შეტევების ჩაშლის და წამოწყების ბრწყინვალე ალღო აქვს. ლარს ბენდერი “არსენალისა” და “მანჩესტერის” ინტერესთა სფეროშია. 26 წლის შუახაზელს გერმანულ კლუბთან კონტრაქი 2019 წლამდე აკავშირებს.
ტრანსფერის ალბათობა: 40%
გონსალო იგუაინი – “ნაპოლი”, ფასი 37 მილიონი ევრო
არგენტინელი თავდამსხმელი მზადაა “ნაპოლი” დატოვოს, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისი არ აპირებს გაასხვისოს იმ თანხაზე ნაკლებად, რამდენიც გონსალოს “რეალიდან” გადმოყვანაში დახარჯა. მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავი სტატისტიკისა, 27 წლის წინახაზელს უკვე აწუხებს ჭარბი წონის პრობლემა.
ასე რომ, ვან გაალი მზადაა, იგუაინის გასაფორმებლად ყველაფერი გააკეთოს. ვიცე მსოფლიო ჩემპიონს “ჩელსიც” ეპატიჟება, მაგრამ ამავდროულად, იტალიაში დარჩენის ვარიანტიც აქვს. “იუვენტუსი” კარლოს ტევესის შემცვლელს აქტიურად ეძებს. “არისტოკრატებს” მცირე პრივილეგია აქვთ, რადგან ჟოზე მოურინიო “რეალში” გამოცდილ თავდამსხმელთან ერთად მუშაობდა.
ტრანსფერის ალბათობა: 60%
ბასტიან შვაინშტაიგერი – “ბაიერნი”, ფასი: 8 მილიონი
“მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე არაერთხელ დაადასტურა, რომ მორგან შნეიდერლინის გაფორმება სურს, მაგრამ ალტერნატიულ ვარიანტად გერმანელ გამოცდილ შუახაზელს განიხილავენ. ფინანსური მხრით, ტრანსფერს ინგლისური გრანდი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. “წითელ ეშმაკებს” ისეთი ფეხბურთელი სჭირდებათ, რომელიც მაიკლ კერიკთან ერთად ნახევარდაცვაში უძლიერეს ტანდემს შექმნის.
ტრანსფერის ალბათობა: 40%
კევინ დე ბრუინი – “ვოლფსბურგი”, ფასი: 45 მილიონი ევრო
ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა გაიმართება. “ვოლფსბურგი” დე ბრუინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ “ბაიერნი” და “პსჟ” ჩასაფრებულები არიან, ასევე “სიტის” სპორტული დირექტორიც, ჩიკი ბერიგისტიანი.
“ამ კვირაში “ვოლფსბურგის” ხელმძღვანელებს შევხვდებით და ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ,”-ამბობს ბელგიელის აგენტი, რომლის კლიენტსაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა.
ტრანსფერის ალბათობა: 60%
დუგლას კოშტა – “შახტარი”, ფასი: 24 მილიონი ევრო
ბრაზილიელი “ჩელსის” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უნდა დაემატებინა, თუმცა ბოლო წამს, ჟოზე მოურინიომ ხუან კუადრადოს ტრანსფერი ამჯობინა.
კოლუმბიელმა “სტემფორდ ბრიჯზე” ფეხი ვერ მოიკიდა და კოპა ამერიკის შემდეგ, დიდი ალბათობით, “ინტერში” გაასხვისებენ, ხოლო ლონდონელებს მის პოზიციაზე კარგი ფეხბურთელი სჭირდებათ.
ტრანსფერის ალბათობა: 80%
კარიმ ბენზემა – მადრიდის “რეალი”, ფასი: 35 მილიონი ევრო
ფრანგ თავდამსხმელს კარიერის გაგრძელების ფართო ვარიანტი აქვს, მას პრემიერ ლიგის სამი გრანდი: “არსენალი”, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ეპატიჟება. კარიმის აგენტმა განაცხადა, რომ მის კლიენტს რონალდუსთან ერთად მადრიდში თამაში სურს, მაგრამ დიდი ალბათობით, “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება მოუწევს.
“ჩვენ შევხვდით როგორც ლონდონელებს, ასევე “მანჩესტერის” წარმომადგენლებს. ბენზემა “რეალს” მხოლოდ მაშინ დატოვებს, თუ ამას მწვრთნელი გადაწყვეტს საჭიროდ,”-კარიმიმ ბენზემას აგენტი, ჯაზირი.
ტრანსფერის ალბათობა: 20%
მადრიდის “რეალი” ფორვარდი, კარიმ ბენზემას აგენტმა, კარიმ ჯაზირიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტი “მანჩესტერში” გადაბარგებას არ აპირებს.
“ლონდონში არც ერთი ინგლისური კლუბის წარმომადგენელს არ შევხვედრივალ. მოლაპარაკებებს მხოლოდ “რეალთან” ვაწარმოებ და შემიძლია ვთქვა, რომ კარიმი “მანჩესტერში” არ გადავა, მადრიდში ის ყველაფრით კმაყოფილია. ბენზემა “რეალიდან” მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ამას კლუბის ხელმძღვანელობა მოითხოვს” – განაცხადა აგენტმა მარკასთან საუბრისას.
ბრიტანული ტაბლოიდი “სანი” იუწყება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას მადრიდის “რეალიდან” კარიმ ბენზემას გადმობირება სურს. გამოცემის თანახმად, “წითელი ეშმაკები” მზად არიან, ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ მადრიდელებს 56 მილიონი ევრო გადაუხადონ.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბენზემათი სხვა ინგლისური კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, კერძოდ – ლონდონის “არსენალი” და “მანჩესტერ სიტი”.
კარიმ ბენზემამ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.