„ნიუ-იორკ ნიქსის“ ფორვარდის კარმელო ენტონის თქმით, უახლოეს მომავალში მას მარცხენა მუხლის ტრავმით თამაში მოუწევს.
„ასეთი რამ რამდენიმე დღეში ან კვირაში არ ხდება. ერთი წლის წინ ოპერაცია გავიკეთე, ამჟამინდელი ტკივილი გამოჯანმრთელების პროცესის ნაწილია. ეს ცოტა ჩემს თამაშზეც აისახება, რასაც უნდა შევეჩვიო“, – ციტირებს მელოს ESPN.COM-ი.
ენტონი მოედანზე „ნაგეტსთან“ ანგარიშით 96:101 წაგებულ მატჩში დაბრუნდა, რომელიც კვირას შედგა. ხსენებულ შეხვედრაში მან 21 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.