ხერმან ბურგოსი: “კარგი იქნება, თუ კასილასის დაბადების დღე მეკარეების დღე გახდება”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარია მწვრთნელის ასისტენტს ხერმან “მონო” ბურგოსს სურს, რომ კასილასის დაბადების დღეს მეკარეების დღე ეწოდოს.

როგორც იცით, იკერს რამდენიმე დღის წინ “პორტუს” ვარჯიშზე გულის შეტევა დაემართა. ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მკურნალობს.

“პირველ რიგში, მინდა, კასილასს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ 20 მაისი (კასილასის დაბადების დღე) მეკარეების დღე გახდება”, – უთხრა 50 წლის მწვრთნელმა beIN Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ ხერმან ბურგოსი მოთამაშის კარიერის დროს თავადაც მეკარე იყო.

კასილასი: “პატარა შეცდომის გამო, დე ხეა ქარიშხალში არ უნდა მოვაქციოთ”

დავიდ დე ხეამ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, პორტუგალიის წინააღმდეგ შეცდმა დაუშვა: მან კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და გოლი გაუვიდა.

აღნიშნულ მომენტზე “ფურია როხას” ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა ისაუბრა.

“პატარა შეცდომის გამო, მისი ქარშხლაში მოქცევა არ შეიძლება. კრიშტიანუ მარცხენა ფეხით იდეალურად ურტყამს. მან სწრაფად დაარტყა და ბურთმა, შესაძლოა მიმართულებაც კი შეიცვალა. რონალდუმ საოცარი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა. მისი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო,” – ამბობს კასილასი.

საუკუნის საუკეთესო თერთმეტეული UEFA.COM-ის ვერსიით (ფოტო)

დღეს უეფას ოფიციალურმა საიტმა მსოფლიოს ბოლო წლების საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. ამ გუნდში მოხვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ და სხვადასხვა რეკორდი ეკუთვნით. უნდა აღინიშნოს, რომ საუკეთესო თერთმეტეულში 6 ისეთი ფეხბურთელი მოხვდა, რომელსაც ერთ დროს “ბარსელონაში” ან “რეალში” უთამაშია.

მეკარე: კასილასი.
მცველები: ლამი, პუიოლი, პიკე, რამოსი.
ნახევარმცველები: ინიესტა, ხავი, ჯერარდი.
თავდამსხვმელბი: ანრი, მესი, რონალდუ.

მაკარიძე: “რესტორანში შემთხვევით კასილასს რომ ნახავ და თასის მოგებას მოგილოცავს…”

პორტუგალიური “მორეირენსეს” ქართველი მეკარე, გიორგი მაკარიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

“რესტორანში კასილასს რომ ნახავ, სურათის გადაღებას თხოვ და ის რომ გიცნობს და თასის მოგებას გილოცავს. წასვლის წინ შენს მაგიდასთან რომ მოვა და ხელს ჩამოგართმევს დაგემშვიდობება და წარმატებებს გისურვებს. დღეიდან იკერის ფანი ვარ. ყველაზე მაგარი ადამიანი და თავმდაბალი.”

იხილეთ პოსტი

სისინიო: “კასილასი “რეალის” გასახდელს აკონტროლებდა”

ბრაზილელიელმა ფეხბურთელმა, სისინიომ, რომელიც 2005-2007 წლებში “რეალის” შემადგენლობაში გამოდიოდა, ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ კასილასი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე იყვნენ ისინი, ვინც გუნდის გასახდელში სიტუაციას აკონტროლებდნენ და ოპტიმალურ ატმოსფეროს ქმნიდნენ.

“მადრიდულ გუნდში 2005 წელს მივედი, კარლოსი მარცხენა პოზიციაზე იდგა, რამოსი ცენტრალური მცველის ადგილზე დგებოდა, ხოლო მე მარჯვენა მცველი ვიყავი. სალგადო მესამე ფეხბურთელი იყო, რომელიც უკანა ხაზის ცენტრში თამაშობდა. მას შეტევებში წასვლაც ევალებოდა ხოლმე.”

“კაპიტანი რაული იყო და მაშინ იკერს შეეძლო ვიცე-კაპიტნობა, მაგრამ ეს სტატუსი მან ნახსენებ სალგადოს გადასცა. სწორედ ეს ორი, ასევე, რაული, გუტი და კიდევ რამდენიმე იყვნენ ისინი, ვინც გასახდელში სიტუაციას აკონტროლებდნენ. ისინი გუნდში დადებით ატმოსფეროს შექმნაში დიდ როლს ასრულებდნენ. ეს სპორტსმენები გუნდის სული და გული იყვნენ და მათ გულშემატკივარმა მუდამ პატივი უნდა სცეს,” – განაცხადა 36 წლის ვეტერანმა.

დელ ბოსკე: “ყველას შევატყობინე ჩემი წასვლის შესახებ, გარდა კასილასისა”

ვისენტე დელ ბოსკემ აღიარა, რომ მან გუნდის ყველა წევრს გაუგზავნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ის ნაკრებიდან წასვლას აპირებდა. ერთადერთი ვისაც ეს შეტყობინება არ მიუღია იკერ კასილასი იყო.

“მის თანაგუნდელებთან მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მაგრამ სამწვრთნელო შტაბთან – არც ისე. სწორედ ამიტომ იყო კასილასი ერთადერთი, რომლისთვისაც ეს შეტყობინება არ გამიგზავნია.

ის ჩემზე ნაწყენია, ისევე როგორც ხავიერ მინანოზე და ტონი გრანდეზე (დამხმარე მწვრთნელებზე). სხვა დანარჩენთან მას კარგი ურთიერთობა აქვს.

რა თქმა უნდა ის გულნატკენია და მე მისი მესმის. ფიქრობს, რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ.

მაგრამ ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ფეხბურთელით, რომელსაც 167-ჯერ აქვს ქვეყნის მაისურით ნათამაშები. 3-4 მატჩი მის რეზიუმეს არ შეცვლის.

კასილასს ჩემთვის იმედები არ გაუცრუებია. მე მას ცხრა წლის ასაკიდან ვიცნობ.” – განაცხადა დელ ბოსკემ.

ევრო 2016-ის რომელ ვარსკვლავს ჰყავს ყველაზე მეტი მიმდევარი Facebook-ზე?

გაინტერესებთ, ევრო 2016-ის რომელ ვარსკვლავს ჰყავს ყველაზე მეტი მიმდევარი Facebook-ზე? გთავაზობთ რეიტინგს ..

10. პეპე | პორტუგალია | 11 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

9. ჟერარ პიკე | ესპანეთი | 18.8 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

8. სერხიო რამოსი | ესპანეთი | 20.8 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი | შევედეთი | 24.5 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

6. უეინ რუნი | ინგლისი | 25 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

5. იკერ კასილასი | ესპანეთი | 25 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

4. ანდრეს ინიესტა | ესპანეთი | 26 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

3. გარეთ ბეილი | უელსი | 26 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

2. მესუტ იოზილი | გერმანია | 30.3 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

1. კრიშტიანუ რონალდუ | პორტუგალია | 112 მილიონი

13335287_194366614292122_478361345_n

იკერ კასილასმა ესპანეთის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ესპანეთის ნაკრებისა და “პორტუს” კარის დარაჯმა, იკერ კასილასმა Youtube-ში, თავის ოფიციალურ არხზე ესპანეთის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

მეკარე: არკონადა;

მცველები: რამოსი, პუიოლი, პიკე, კამაჩო;

ნახევარმცველები: ჩავი, იერო, ბუსკეტსი, ინიესტა;

თავდამსხმელები: რაული, ვილია.

კასილასი: “არბელოას მსგავს გაცილებას “რეალის” ყველა ფეხბურთელი იმსახურებს”

მადრიდის “რეალის” ყოფილი კაპიტანი, იკერ კასილასი, რომელიც ახლა “პორტუს” ღირსებას იცავს, “სამეფო კლუბიდან” ალვარო არბელოას წასვლას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ არბელოა “რეალის” ფანებმა და ფეხბურთელებმა გააცილეს.

“მადრიდის “რეალის” ყველა ფეხბურთელი, როგორც ფანებისგან, ასევე თანაგუნდელებისაგან ასეთ დამშვიდობებას იმსახურებს. ვფიქრობ, არბელოამ კლუბისათვის ბევრი რამ გააკეთა, ამიტომ მას მადლობას ვუხდი”, – ციტირებს იკერის სიტყვებს ესპანური “მარკა”.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კასილასი “რეალს” მხოლოდ პრესკონფერენციის საშუალებით დაემშვიდობა.

იკერ კასილასმა მადრიდის “რეალის” ბოლო ოცწლეულის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

მადრიდის “რეალის” ყოფილმა კაპიტანმა, იკერ კასილასმა “სამეფო კლუბის” ბოლო ოცწლეულის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ის ფეხბურთელები მოხვდნენ, ვისთან ერთადაც მას უთამაშია.

მეკარე: ბოდო ილგნერი;

მცველები: რობერტო კარლოსი, სერხიო რამოსი, ფერნანდო იერო, მიშელ სალაგდო;

ნახევარმცველები: ზინედინ ზიდანი, ფერნანდო რენდონდო, ლუიშ ფიგუ;

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდუ, რაული, რონალდო.

casillas

კანისარესი: “ესპანეთის ნომერ პირველი მეკარე დე ხეა უნდა იყოს”

“ვალენსიას” ყოფილი კიპერი, სანტიაგო კანისარესი აცხადებს, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი მეკარე დავიდ დე ხეა უნდა იყოს.

“ესპანეთის ნაკრების ნომერ პირველი მეკარე დავიდ დე ხეა უნდა იყოს, რადგან ამჟამად ის იკერზე კარგ ფორმაში იმყოფება. ევროპის ჩემპიონატზე კასილასს სათადარიგოთა რიგებში ყოფნის გამო არ წავიყვანდი, მაგრამ ნათელია, რომ დე ხეა ნომერ პირველი უნდა იყოს”, – თქვა კანისარესმა.

შეგახსენებთ, რომ “ვალენსიასა” და “რეალის” ყოფილ კარის დარაჯს “ფურია როხას” მაისურით 46 მატჩი აქვს ჩატარებული.

იკერ კასილასმა მორიგი რეკორდი დაამყარა

27 მარტს, ესპანეთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ ეს იკერ კასილასისათვის “ფურია როხას” მაისურით 166-ე მატჩია, რითაც მან ლატვიელი ვიტალი ასტაფიევის რეკორდი დაამხო და პირველი ევროპელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც თავის ნაკრებში ამ რაოდენობის შეხვედრა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ იკერი 34 წლისაა, ის თავისი ქვეყნის პირველი გუნდის ღირსებას 2000 წლიდან იცავს.