ემერი: “1/8 ფინალს “რეალზე” უფრო მომზადებულები ვხვდებით”

14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “პსჟ”-ს მიიღებს.

პრინციპული შეხვედრის წინ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. მათ ბოლო ოთხი შესაძლებლობიდან სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ამჟამინდელ სიტუაციას რომ თავი დავანებოთ, წარსულიდან გამომდინარე, მივხვდებით, რა ძალას წარმოადგენს “ბლანკოსი”. თუმცა, გეტყვით, რომ ჩვენ უკეთ მომზადებულები ვხვდებით მატჩს. თუ გინდა, გახდე ჩემპიონი, ეს დაძაბულობა და ვნება უნდა იგრძნო. ყველა ჩემპიონს ასე უცხოვრია და ჩვენც ასე ვარსებობთ.”

“მბაპე, ნეიმარი, და კავანი – დიდი დღეები საუკეთესო მწვრთნელებისა და გენიოსი ფეხბურთელებისთვის არსებობს. მე ასეთები მყავს! 4-3-3 – ეს ის წყობაა, რომლითაც ყველაზე საშიშნი ვართ. ამით შეგვძიძლია სწრაფი, გააზრებული შტევების ორგანიზებბა და ასევე სწორი პრესინგი. ამ ყველაფერს მადრიდელთა წინააღმდეგ გამოვიყენებთ,” – აცხადებს ემერი.

“პსჟ”-მ “ნიცა” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრაში “პსჟ”-მ საკუთარ მოედანზე “ნიცა” მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა.

ანგარიშის გახსნა მესამე წუთზე ედინსონ კავანიმ დი მარიას პასით გახნსა.  31-ე წუთზე ისევ ანხელის ულამაზესი პასით ურუგვაელმა დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე დანტემ საკუთრ კარში ჩაჭრა ბურთი. საბოლოოდ, “პსჟ”-მ ანგარიშთ, 3-0 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ პარიზელები 26 ქულით მეათე პოზციაზე არიან. “ნიცას” 10 ქულა, ბოლო ხუთ თამაში ხუთი წაგება და მე-14 ადგილი უფიქსირდება ცხრილში.

 

კობი ბრაიანტი “პსჟ”-ს ესტუმრა (ვიდეო)

ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი პარიზში იმყოფება. მან დღეს “პსჟ”-ს ვარჯიშზე სტუმრობისთვისაც მოიცალა. იგი ფეხბურთელებს შეხვდა და ფოტოებიც გადაიღო.

ფრანგული გუნდის ოფიციალური გვერდი აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

კავანი ნეიმარზე: “არ არის აუცილებელი ყველასთან მეგობრობა, ჩვენ პროფესიონალიზმი გვმართებს”

“პარი სენ-ჟერმენის” შემტევმა ედისონ კავანიმ ნეიმართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ნეიმარსა და კავანის არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვთ, მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი “პსჟ”-ში გადავიდა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა: “ჩვენთვის უპირველესი გუნდის წარმატება უნდა იყოს, გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს და ჩვენ პატივს ვცემთ მის მოსაზრებას. არ არის აუცილებელი ყველასთან მეგობრობა, ჩვენ უპირველეს ყოვლისა პროფესიონალიზმი გვმართებს,” – განაცხადა ედინსონ კავანიმ.

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელის თქმით: “თუ კავანი პირველ პენალტს შეასრულებს, შემდეგ ჯერზე ბურთთან ნეიმარი მივა.” – აცხადებს უნაი ემერი.

“პარის-სან-ჟერმენი” მზადაა კავანის შეელიოს

იქიდან გამომდინარე, რომ პარიზულ კლუბს უეფასთან პრობლემები აქვს, ე.წ. ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებით, ფრანგები ვალდბულები არიან, რამდენიმე ფეხბურთელს შეელიონ.

საქმე იმაშია, რომ “პსჟ” დიდი ხანია ინტერესდება ლონდონის “არსენალის” შემტევის, ალექსის სანჩესის დამატებით და ახლა ამასთან ძალიან ახლოს არიან, დიდი ალბათობით დედაქალაქელები დათმობაზე წასლენ და კავანის გაუშვებენ. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien იტყობინება.

მუნიე: “ისინი თერთმეტმეტრიანებს მონაცვლეობით შეასრულებენ”

“პარი სენ-ჟერმენსა” და “ბორდოს” შორის გამართულ მატჩში მონაწილეობის მიღების შემდეგ, ტომას მუნიემ პრესასთან რამდენიმე ძალიან აქტუალურ საკითხზე ისაუბრა, რომელთაგან ერთ-ერთიც პენალტის შემსრულებლის პრობლემაა.

“პენალტის შესრულებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემა ემერიმ აღმოფრხვა. ამიერიდან კავანი და ნეიმარი პენალტებს მონაცვლეობით შეასრულებენ. კიდევ ერთი პენალტი რომ დანიშნულიყო, მას ედი შეასრულებდა.

დიდებული სათამაშო კვირა გამოგვივიდა, ძალიან ეფექტიანები ვიყავით. მოხარული ვართ, რომ სისტემა შეტევითი ფეხბურთის თამაშის საშუალებას გვაძლევს და ამ დროისთვის, ყველაფერი ისე მიდის, როგორც ჩვენ გვინდა.

ბუნებრივია, იქნებიან “მონპელიეს” მსგავსი გუნდები, რომლებიც ჩვენს ბლოკირებას შეეცდებიან. ამაზე ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია,” – აცხადებს მუნიე.

კარიკატურა: კავანიმ და ნეიმარმა პენალტის დარტყმაზე იკამათეს

გასულ უქმეებზე ლიგა 1-ის მეექვსე ტურის მატჩები შედგა. “პსჟ”-მ საკუთარ მოედანზე ლიონის “ოლიმპიკი” მიიღო და მექტოე ორი ავტოგოლით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ამ მატჩში პარიზელთა შემტევებმა, ნეიმარმა და კავანიმ თერთმეტმეტრიანის დროს იკამათეს იმაზე, თუ ვინ შეასრულებდა აღნიშნულ დარტყმას. საბოლოოდ, ურუგვაელმა “გაიმარჯვა”, რომელმაც პენალტი ვერ გამოიყენა.

ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

ტრეზეგე: “კავანი განსაკუთრებული ფეხბურთელია”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დავიდ ტრეზეგემ “პსჟ”-ს ერთ-ერთ ლიდერზე, ედინსონ კავანიზე ისაუბრა. მისი აზრით, ურუგვაელი განსაკუთრებული მოთამაშეა და ამ სეზონში ამის დამტკიცების კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს.

“წელს ის შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. იგი განსხვავდება შარშანდელი კავანისგან. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საყვარელ პოზიციას დაუბრუნდა.”

“მას, კლასთან ერთად, დიდი ფიზიკური გამძლეობა აქვს. ედინსონი გამორჩეული მოთამაშეა.”

ტრეზეგემ “პსჟ”-სა და “ბასრელონას” შორის გამართულ ბოლო შეხვედრაზეც თქვა რამდენიმე წინადადება.

“ბარსელონასთან” პარიზელების გამოსვლა დაუვიწყარი რამ იყო. “პსჟ”-მ აჩვენა უმაღლესი ხარისხის ფეხბურთი. მათ დიდი პრობლემები შეუქმნეს კატალონიელებს, რამაც შედეგი გამოიღო.”

“მიუხედავად თეორიული შანსისა, მგონია, რომ “პსჟ” აუცილებლად გავა მეოთხედფინალში.”

“ვფიქრობ, ემერის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არიან,” – განაცხადა 39 წლის დავიდმა.

ედინსონ კავანი: “დავრჩები თუ არა “პსჟ”-ში?”

ედინსონ კავანი შესანინავ ფორმაში იმყოფება. მან ლიგა 1-ში ჩატარებულ 18 შეხვედრაში ამდენივე რაოდენობს გოლი გაიტანა. ურუგვაელი “პსჟ”-ში Tავს კომფორტულად გრძნoბს. მას აღნიშნულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე უმთავრდება, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, უკვე ფიქრობს ახალ ხელშეკრულებაზე.

კავანიმ ამ თემაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მიმდინარე სეზონში შესანიშნავი შედეგები მაქვს,” – ამბობს ედი Telefoot-თან ინტერვიუში, – “თუმცა, ეს ის არაა, რაც მე ყველაზე მეტად მაინტერესებს. მინდა, მიმდინარე სეზონშიც გავხდეთ საფრანგეთის ჩემპიონები და ისტორია დავწეროთ.”

“პირდაპირ გეტვყით, პარიზულ გუნდში დარჩენა მსურს. ამ კლუბში შესანიშნავად ვთამაშობ, მაქვს ყველა პირობა, რომ განვვითარდე. გარდა ამისა, მომწონს ქალაქიც. კონტრაქტის გახანგრძლივება მინდა. ამ საკითხზე უკვე მქონდა შეხვედრა პრეზიდენტთან და იმედია, ეს თემა მალე მოგვარდება,” – განაცხადა 29 წლის სპორტსმენმა.

უნაი ემერი: “პსჟ” მხოლოდ კავანის ვერ დაეყრდნობა”

“პარის სენ-ჟერმენის” თავკაცი, უნაი ემერი თვლის, რომ პარიზულმა გრანდმა შეტევაში თამაში უნდა გააუმჯობესოს და გუნდი მხოლოდ ედინსონ კავანის იმედზე არ უნდა იყოს.

“ჩვენ მეტი ისეთი ფეხბურთელი გვჭირდება, რომლებსაც გოლების გატანა შეეძლებათ – მართალია ედინსონი გვყავს, მაგრამ სხვებიც გვჭირდებიან.

ფეხბურთელებს ეს უკვე ვუთხარი. გოლები უნდა გავიტანოთ. “მარსელთან” მატჩში (0-0), დაახლოებით 6 გოლის გატანა შეგვეძლო, რაც კარგია, თუმცა რეალიზებაც უნდა მოვახდინოთ ასეთი შანსების.

კავანის გარდა სხვა ფეხბურთელებიც გვესაჭიროება, რომლებიც გოლების გატანას შეძლებენ.” – განაცხადა “სევილიას” ექს-დამრიგებელმა.

“პსჟ”-მ “კაენს” გადაუარა; ედინსონ კავანიმ პოკერი შეასრულა (ვიდეო)

დღეს სტარტი აიღო ლიგა 1-ის მეხუთე ტურმა.

სადებიუტო შეხვედრაში ერთმანეთს “კაენი” და “პსჟ” დაუპირისპირდნენ. მატჩი მთლიანად პარიზელების უპირატესობით წარიმართა. ანგარიში ედინსონ კავანიმ მე-12 წუთზე გახსნა. 23-წუთზე ურუგვაელმა პენალტი გამოიყენა და მისი გუნდი ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ. კავანიმ კიდევ ორჯერ გაისროლა შედეგიანად ამ შეხვედრაში: მან 38-ე და 45-ე წუთებზე მესამედ და მეოთხედ შეარხია მეტოქის კარის ბადე.

მეორე ნახევარში თითო-თითო გოლი ლუკას მოურამ და ჯეინ-კევინ აუგუსტინმა გაიტანეს. საბოლოოდ, შეხვედრა, ანგარიშით, 0-6 დასრულდა.

კავანიმ “არსენალის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში რეკორდი დაამყარა!

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს “პსჟ” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა, 1-1 დასრულდა. გოლები კავანიმ და სანჩესმა გაცვალეს.

კავანიმ მისი გოლი 44-ე წამზე შეაგდო. როგორც აღმოჩნდა, პარიზული გუნდიდან ჩემპიონთა ლიგაზე არცერთ ფეხბურთელს არასდროს ამაზე ადრე გოლი არ გაუტანია. შესაბამისად, გუშინ ურუგვაელმა თავდამსხმელმა “პსჟ”-ს ახალი რეკორდი დაამყარა.