,,ჰიუსტონ როკეტსის“ მთავარმა მწვრთვნელმა კევინ მაკჰეილმა განაცხადა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ფიქრობს ომერ აშიკი გუნდში დუაიტ ჰოვარდის მოსვლის თაობაზე.
„არ ვიცოდი, რომ ომერი – გენერალური მენეჯერია. ეს ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან, როგორც მახსოვდა, იგი – მოთამაშეა და მისი საქმე – მოედანზე გამოსვლაა. მასთან საუბარი ჯერ არ მოვასწარი. აშიკი კითხვებს არ უნდა სვამდეს და იმაზე უდნა ფიქრობდეს, თუ როგორ ითამაშოს ახალ თანაგუნდელთან ერთად“, – განუცხადა მაკჰეილმა The Houston Chronicle-ს.
ალექსანდრე მატევოსოვი