პიკე: „პირველ ადგილზე დარჩენას სეზონის ბოლომდე ვგეგმავთ“

„ბარსელონას“ მცველმა ხერარდ პიკემ „რაიო ვალეკანოსთან“ ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის ანგარიშით 6:1 მოგებულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ ლიდერები გავხდით და ახლა პირველი ადგილის შენარჩუნებას სეზონის ბოლომდე ვგეგმავთ. ძალიან მ,ნიშვნელოვანია, რომ ახლა ლიდერობა დავიბრუნეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარია, ამ პოზიციაზე ბოლო ტურის შემდეგაც დავრჩეთ. ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ, შემდგომ მცირე ჩავარდნა გვქონდა, თუმცა ამჟამად საქმე ისევ ჩინებულად მიდის“, – განაცხადა პიკემ.

იხილეთ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

პიკე ავარიაში მოხვედრის შემდეგ ქალბატონს დაეხმარა (ვიდეო)

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი ხერარდ პიკე მოედნის გარეთ სამაგალითო საქციელით გამოირჩა. როგორც ცნობილია, ფეხბურთელმა ავარიაში მოხვედრილ ქალბატონს დაეხმარა, რაც ერთ-ერთმა თვითმხილველმა მობილური ტელეფონის კამერაზე დააფიქსირა.

პიკე: „წინ რთული კალენდარი გველის“

„ბარსელონას“ მცველმა ხერარდ პიკემ გუნდის კალენდარი შეაფასა.

„ბოლო შვიდ-რვა მატჩში კარგად ვითამაშეთ. ბოლო შედეგები თავდაჯერებულობას გვმატებენ. წინ რთული კალენდარი გველის, თუმცა მიმდინარე სეზონში წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ჯერ ესპანეთის თასის ფინალში უნდა გავიდეთ და „რეალს“ სატურნირო ცხრილში გავუსწროთ“, – განაცხადა ესპანელმა

იხილეთ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

პეპ გვარდიოლა ხერარდ პიკეს შეხვდა

კატალონიის ”ბარსელონას” ყოფილი თავკაცი, პეპ გვარდიოლა ხერარდ პიკეს შეხვდა.

პეპ გვარდიოლა, 9 ნოემბერს, ბარსელონაში იმისთვის ჩავიდა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ რეფერენდუმში მონაწილეობა მიეღო. შეხვედა ქუჩაში შედგა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, პეპმა ფეხბურთელს რჩევები მისცა. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ გუნდში ლუის ენრიკეს მოსვლით, ”ბარსაში” გამკაცრდა დისციპლინა. ბოლო დროს, პიკეს ქმედეები განხილვის საგნად იქცა და გუნდის ამჟამინდელი თავკაცთან მას არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს.

პიკე ძირითად ჯგუფში დაბრუნდა

კატალონიის „ბარსელონას“ მცველმა ხერარდ პიკემ, რომელიც ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ თამაშობდა, დღეს საერთო ჯგუფთან  ერთად ივარჯიშა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზონის მიმდიანრე სეზონის გათამაშების ბოლო ტურის მატჩისთვის უნდა გამოჯანმრთელდეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

პიკე „ბარსელონას“ ორი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება

„ბარსელონას“ მცველი ხერარდ პიკე ორ კვირას იუქმებს.

27 წლის ფეხბურთელმა „რეალ სოსიედადთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურის მატჩში ტრავმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სოსიედადელების წინააღმდეგ პიკემ 90 წუთის განმავლობაში ითამაშა, მატჩის დასრულების შემდეგ კი მას კუნთის პრობლემები აღმოუჩნდა.

ხერარდი „ალმერიასთან“ და „ვალიადოლიდთან“ უახლოეს მატჩებს გამოტოვებს. ყველაფერთან ერთად, უცნობია, მაოხერხებს თუ არა პიკე „მანჩესტერ სიტისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩისთვის გამოჯანმრთელებას.

ალექსანდრე მატევოსოვი

ინიესტა: „საინტერესო ჯგუფში მოვხვდით“

სოციალურ ქსელ ტვიტერში ესპანეთის ნაკრების მოთამაშეებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგები შეაფასეს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელების ჯგუფში ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებები მოხვდნენ
„ძალიან საინტერესო ჯგუფში მოვხვდით. პლეი-ოფში აუცილებლად უნდა გავიდეთ“, – დაწერა ანდრეს ინიესტამ.
„არავინ ამბობს, რომ იოლი გასეირნება გველის. ჰოლანდია, ჩილე და ავსტრალია – სერიოზული მეტოქეები არიან“, – თვლის ხერარდ პიკე.
ალექსანდრე მატევოსოვი

პიკე მოპოვებული ქულით კმაყოფილია

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი ხერარდ პიკე „მილანთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ფრედ დასრულებული მატჩით კმაყოფილი დარჩა.

„მილანს კარგი ხასიათით ვტოვებთ. ვფიქრობ, ბევრი მართალი არ იყო, როდესაც ამბობდა, რომ სან-სიროზე დიდი ანგარიშით მოვიგებთ. შესაძლოა, ზოგს აღნიშნული შედეგი უიბლო მიაჩნია. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ყველაფერთან ერთად, ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნებაც მოვახერხეთ“, – განუცხადა პიკემ „ბლაუგრანასის“ ოფიციალურ საიტს.

ალექსანდრე მატევოსოვი