ზურაბ ხიზანიშვილმა “ნეფთჩის” გაუტანა (ვიდეო)

დღეს აზერბაიჯანის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა. “ბაქსელ არენაზე” ერთმანეთს ადგილობრივი “ნეფთჩი” და ბაქოს “ინტერი” დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელს ქართველი სპეციალისტი, ზაურ სვანაძე წვრთნის. სწორედ “ინტერში” გამოდის ქართველი ვეტერანი მცველი, ზურაბ ხიზანშვილი.

შეხვედრის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ნახევარში მასპინძლები ორი ბურთით გავიდნენ წინ. შეხვედრის მიწურულს, პირველ დამატებით წუთზე ხიზანიშვილმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. საბოლოოდ – 2-1.

ქართველების კლუბი 20 ქულით მესამე ადგილზეა.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა:

რას აცხადებდა ზურაბ ხიზანიშვილი შოტლანდიის ნაკრებთან მატჩამდე

4 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “დინამო არენაზე” შოტლანდიის ნაკრები მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩამდე, “ჯვაროსანთა” გამოცდილმა ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ცხადაძემ ეს მატჩი უკვე მოიგო. როგორც ჩანს, ხიზანიშვილი მართალი აღმოჩნდა.

“მთავარ მწვრთნელს ეტყობა, რომ ამ მატჩისათვის მაქსიმალურად კარგად ემზადება და გადაჭარბებული თუ არ გამომივა, რასაც ვატყვობ, ვფიქრობ, რომ ეს თამაში კახამ უკვე მოიგო.

სანაკრებო და საკლუბო დონეზე ბევრი მნიშვნელოვანი თამაში ჩავატარე და გამოცდილებით ვხვდები, რა მომენტში გრძნობს მწვრთნელიც და ფეხბურთელიც, რომ კონკრეტულ თამაშში წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

ახლას სწორედ ასეთი მომენტია და მიმაჩნია, რომ წარმატებით თამაში შეგვიძლია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხადაძეს სურს, რომ წარმატებას კარგი ფეხბურთის თამაშით და შემტევი სტილით მივაღწიოთ, რაშიც ფეხბურთელებიც ვეთანხმებით,” ვკითხულობთ საქართველო-შოტლანდიის მატჩის პროგრამაში.

10 ყველაზე რთულად წარმოსათქმელი გვარი ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში მოთამაშე ათი ფეხბურთელი, რომელთა გვარების წარმოთქმაც გულშემატკივრებს ყველაზე მეტად უჭირდათ.

1. ბენჯანი მვარუვარი

MANCHESTER, UNITED KINGDOM - APRIL 20:  Mwaruwari Benjani of Manchester City scores his team's third goal during the Barclays Premier League match between Manchester City and Portsmouth at The City of Manchester Stadium on April 20, 2008 in Manchester, England. (Photo by Alex Livesey/Getty Images)

2. უადუ აბდესლამი

2

3. კარე ინგებრიგტსენი

3

4. ეფსტაფიოს ტავლარიდისი

27 Nov 2001:  Phil Jevons of Grimsby slides into challenge Stathis Tavlaridis of Arsenal during the Worthington Cup Fourth Round match between Arsenal and Grimsby Town at Highbury, London. DIGITAL IMAGE Mandatory Credit: Mike Hewitt/ALLSPORT

5. იმანტ ბლეიდელისი

OVIEDO, SPAIN - SEPTEMBER 12:   Xavi Hernandez (L) of Spain slides the ball past Imants Bleidelis of Latvia during the UEFA Euro 2008 group F qualifier between Spain and Latvia at the Carlos Tartiere stadium on September 12, 2007 in Oviedo, Spain.  (Photo by Denis Doyle/Getty Images)

6. ზურაბ ხიზანიშვილი

BLACKBURN, UNITED KINGDOM - AUGUST 27: Zurab Khizanishvili of Blackburn Rovers in action during the Carling Cup second round match between Blackburn Rovers and Grimsby Town at Ewood Park on August 27, 2008 in Blackburn, England.  (Photo by Gary M. Prior/Getty Images)
BLACKBURN, UNITED KINGDOM – AUGUST 27: Zurab Khizanishvili of Blackburn Rovers in action during the Carling Cup second round match between Blackburn Rovers and Grimsby Town at Ewood Park on August 27, 2008 in Blackburn, England. (Photo by Gary M. Prior/Getty Images)

7. დინიარ ბილიალეტდინოვი

LIVERPOOL, ENGLAND - DECEMBER 04:   Diniyar Bilyaletdinov of Everton in action during the Barclays Premier League match between Everton and Stoke City at Goodison Park on December 4, 2011 in Liverpool, England.  (Photo by Alex Livesey/Getty Images)
LIVERPOOL, ENGLAND – DECEMBER 04: Diniyar Bilyaletdinov of Everton in action during the Barclays Premier League match between Everton and Stoke City at Goodison Park on December 4, 2011 in Liverpool, England. (Photo by Alex Livesey/Getty Images)

8. ალფონს გროენედიკი

8

9. ნიკოდიმოს პაპავასილიუ

9

10. ზბიგნიევ კრუსჩინსკი

10

კვეკვესკირმა “ინტერში” დებიუტი გოლით აღნიშნა

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ინტერი” ალბანეთში ადგილობრივ “ლაჩის” დაუზავდა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-20 წუთზე გახსნეს, თუმცა მეორე ტაიმის დებიუტში ნიკა კვეკვესკირმა აზერიბაიჯანული კლუბის რიგებში სადებიუტო შეხვედრაში გატანილი გოლით წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

კვეკვესკირი ძირითადში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. ისევე როგორც ზურაბ ხიზანიშვილმა და ლაშა კასრაძემ. “ინტერის” მეოთხე ქართველი, დავით ლომაია სათადარიგოთა შორის იყო.

ხიზანიშვილი ერიკ აბიდალისა და ფილ ჯონსის წინააღმდეგ (ვიდეო)

17 მაისს, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ლოდნონის “არსენალს” შორის გამართულ მატჩში ფილ ჯონსმა ოლივიე ჟირუ ორიგინალური ხერხით შეაჩერა. თუცმა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფეხბურთელები თავით ბურთთან შეხებას მაშინ ცდილობენ, როცა ის ჰაერში არაა.

ხიზანიშვილი – “ლიდსი” თუ “ბლექბერნი”?

შესაძლოა, თურქული “ქაისერისპორის” 32 წლის ქართველი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი ინგლისის ჩემპიონლიგაში ვიხილოთ, ამ ინფორმაციას “სქაი სპორტსი” ავრცელებს.

2013-14 წლების სეზონში, “ქაისერისპორმა” თურქეთის სუპერ ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდა. რაც შეეხება ზურას, მას კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა თურქებმა მას ახალი ხელშეკრულება შეთავაზეს.

როგორც ირკვევა, ხიზანიშვილის მიმართ ინტერესს თურქული და ინგლისური კლუბები იჩენენ, რომელთა შორის “ლიდსი” და მისი ყოფილი გუნდი “ბლექბერნია” ნახსენები.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონლიგის გასულ სეზონში “ლიდსმა” მე-15 ადგილი დაიკავა, ხოლო “ბლექბერნი” მე-8 პოზიციას დაჯერდა.

დიტო ჭიჭინაძე

ხიზანიშვილმა ტექნიკის დემონსტრირება საღეჭი რეზინით მოახდინა

თურქული “ქაისერსპორის” ქართველმა მცველმა ზურბა ხიზანიშვილმა მატჩისწინა მოთელვაზე საღეჭი რეზენი აკენწლა. ეს ფაქტი თურქი ჟურნალისტებს ყურადღების გარეშე არ დაუტოვებით.

რევაზ არველაძე: “ყველა მხარეს ურთიერთპატივისცემისკენ მოვუწოდებ”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, რევაზ არველაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ყველა მხარეს ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ეროვნული ნაკრები ალექსანდრე ამისულაშვილმა დატოვა, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა.

“ფეხბურთში ხშირად ხდება ისე, რომ გუნდში რაღაც გაუგებრობა იქმნება. აქამდე, ჩვენთან ხერხდებოდა ის, რომ მათ ამხელა გამოხმაურებები არ მოჰყოლოდა.

კონფლიქტი ყველა მხარეს აზარალებს. ამრიგად, მინდა, მათ ვურჩიო, რომ ერთმანეთის და საზოგადოების მიმართ უფრო მეტი პატივისცემა გამოიჩინონ”, – ამბობს არველაძე.

ფედერაციის გენერალური მდივანის თქმით, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში დაკავებული პოზიცია არადამაკმაყოფილებელია.

“სიმართლე გითხრათ, მეოთხე ადგილი და თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი სულაც არ არის. თუმცა, ჩვენ მხოლოდ პირველი ნაკრები არ გვყავს. იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ წარმატებას მიაღწიეს, შრომა უნდა დაუფასდეთ.”