რამდენიმე კვირის წინ ჟოზე მოურინიომ განაცხადა: „არავის დამატებაზე არ ვფიქრობთ. კუადრადო „ფიორენტინას“ მოთამაშეა. ვფიქრობ, იგი ამ გუნდის შემადგენლობასა და კოლუმბიის ნაკრებს კარგად უხდება, თუმცა „ჩელსიში“ იგი არ იქნება“. მსგავსი კომენტარი „ფიორენტინას“ დამრიგებელმა ვინჩენცო მონტელამაც გააკეთა: „ამჟამად კუადრადოს „ფიორენტინასთან“ წასვლის ალბათობა ნულის ტოლია. მას კარგად ესმის, რომ ეს მხოლოდ ჭორებია“. ამიტომ, ზოგჯერ ტყუილის თქმას დუმილი სჯობს. თანაც, „ჩელსის“ მხრიდან კოლუმბიელისადმი ინტერესის შესახებ ცნობილი დიდი ხნის წინ იყო. სხვათაშორის, მისი დამატება ორი წლის წინ ჯერ კიდევ მადრიდის „რეალს“ სურდა, რომელსაც პორტუგალიელი მწვრთნელი თავკაცობდა. ასე რომ, ორივე სპეციალისტის მხრიდან მსგავსი კომენტარი არც ისე ლამაზი იყო.
ერთი კვირის წინ მონტელამ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კოლუმბიელი კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს, რადგან ლონდონელებმა ფლორენციელებს, საბოლოოდ, საკმაოდ კარგი წინადადებით მიმართეს. ყველაფერი ასე მომენტალურად შეიცვალა. ასეთი ფორმატის მოთამაშეებს „არისტოკრატებს“ დიდი ხანი აკავშირებდნენ. ასე, საუბარი დუგლას კოსტას თაობაზე იყო – ფეხბურთელზე, რომელიც სათამაშო სტილით ხუანს ძალიან ჰგავს, თუმცა კუადრადოს თავისი უპირატესობები აქვს, იგი უნივერსალური მოთამაშეა, რომელსაც ცენტრისა და შეტევის დაკავშირება შეუძლია და, საჭიროების შემთხვევაში, დაცვის ფლანგზეც საიმედოდ თამაშობს. ზაფხულში კუადრადოს დამატებას „ბარსელონა“ ცდილობდა, თუმცა კოლუმბიელმა „ფიორენტინაში“ დარჩენა ამჯობინა. ახალ კლუბში კუადრადო ფლანგის მცველი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ამ პოზიციაზე მოთამაშე ყველა ფეხბურთელს ტრავმა ექნება. თუმცა, მას არც ცენტრში თამაშის საშუალებას მისცემენ, რამეთუ ეს ჟოზე მოურინიოს თამაშის სტილს არ მოუხდება.
კუადრადოს სათამაშო სტილი პორტუგალიელ სპეციალისტს შემთხვევით არ გაუხსენებია. „ჩელსის“ ფლანგზე ცოტა სხვა აზროვნების ფეხბურთელები სჭირდება. გუნდს ვილიანი ჰყავს, თუმცა აზარი უფრო მთავარი და მნიშვნელოვანია. არ დაგვავიწყდეს ოსკარისა და სესკის შესახებ. ჟოზეს კუადრადოს დახმარებთ ფლანგებზე ხიფათის დამატება სურს. ხუანს ფლანგზე კლასიკურად თამაშისა და შეტევაში გადასვლის უნარი აქვს. კონკურენციის გათვალისწინებით, ლონდონურ კლუბში კოლუმბიელს გაუჭირდება, მაგრამ მას თავისი უპირატესობები გააჩნია. კუადრადო სწრაფი ფეხბურთელია და მას მეტოქეების მოტყუება ადვილად შეუძლია. სპორტული თვალსაზრისით, იგი აგრესიული და თავხედია, რთულ სიტუაციციებში მას, სხვებთან შედარებით, გაცილებით რთულად შესასრულებელი დავალებების შესრულება შეუძლია. მისი შეძენა ბევრ კლუბს უნდოდა, „ფიორენტინა“ კი, უბრალოდ, ფინანსურად მომგებიან წინადადებას ელოდებოდა, რომელიც, როგორც იქნა, „ჩელსისგან“ მიიღო. კუადრადოს წასვლა დიდი ხნის განმავლობაში სურდა. ზამთრის კვალობაზე. ეს ზედმეტად სოლიდური ტრანსფერია. სხვა მხვრივ, კოლუმბიელს ადაპტირება ძალიან გაუჭირდება. კუადრადო, შესაძლოა, იმიტომ შეიძინეს, რომ კლუბიდან აზარის ან ოსკარის წასვლის ალბათობა არსებობს. ამ ტრანსფერს, პირველ რიგში, მარცხენა ფლანგის გაძლიერებით თუ ავხსნით.