მატამ „ინსტაგრამზე“ დე ხეას დაბადების დღე ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა

ბოლო დროს ხუან მატა და დავიდ დე ხეა კიდევ უფრო დაახლოვდნენ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ესპანელი ლეგიონერები მთელ დღეს ერთად ატარებენ. ორივე ფეხბურთელი ერთ ქუჩაზეც კი ცხოვრობს და ვარჯიშებზე ერთად დადის.

მატას თანაგუნდელის 24-ე დაბადების დღე არ გამოეპარა და იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც იუბილარს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ მიულოცა.

მატასა და ერერას Intense Crossbar Challenge

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი ფეხბურთელები ხუან მატა და ანდერ ერერა ერთმანეთს Intense Crossbar Challenge-ში ანუ ბურთის ძელზე მოხვედრაში შეეჯიბრნენ.

თუ ვინ გახდა შეჯიბრების გამარჯვებული იხილეთ ვიდეოში:

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ევერტონი მინგსით დაინტერესდა

ბრიტანული პრესის ცნობით “ევერტონი” “იფსვიჩის” 21 წლის ფეხბურთელით, ტაირონ მინგსით დაინტერესდა. თუმცა, ლივერპულური კლუბის გარდა ახალგაზრდა მოთამაშით პრემიერლიგის წამყვანი გუნდებიც ინტერესდებიან.

არსენალს ემენიკე სურს

ლონდონის “არსენალს” “ფენერბაჰჩედან” ემანუელ ემენიკეს გადაბირება სურს. თურქული პრესის ცნობით, ლონდონელები მზად არიან ფორვარდში 15 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.

ტოტენჰემი რებიჩზე ფიქრობს

“ტოტენჰემი” “ფიროენტინას” ფორვარდის, ანტე რებიჩის შეძენაზე დაფიქრდა. ბრიტანული პრესის ცნობით, იტალიური კლუბის შემტევს ლონდონელეთა სკაუტები აკვირდებიან.

ნაპოლი ჯონსონსს უმიზნებს

იტალიური “ნაპოლი” ზამთარში “ლივერპულიდან” გლენ ჯონსონის გადაბირებას ეცდება. მცველი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება და იტალიელებიც მის შეძენას იაფად გეგმავენ.

მატა იუვენტუსს უახლოვდება

ბრიტანული პრესის ცნობით “მანჩესტერ იუნაიტედის” შუახაზელი ხუან მატა “იუვენტუსში” გადასვლას უახლოვდება. ტურინელები ესპანელ ფეხბურთელში 25 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

ევერტონთან რუნის მატა შეცვლის

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს, “ევერტონთან” გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის მხრივ პრობლემები შეექმნა.

“რვა ტრავმირებული და ერთი დისკვალიფიცირებული მოთამაშე გვყავს, რაც დიდი დანაკლისია.

რთული ასახსნელია. შესაძლოა, მოთამაშე ჯანმრთელად იყოს, თუმცა მატჩისთვის ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფებოდეს. მაგალითად, ანდერ ერერა ჯანმრთელადაა, მაგრამ თამაში არ შეუძლია. იგივე ვითარებაა ფელაინისთან დაკავშირებით, რომელიც 90 წუთისთვის მზად არ არის.

რა თქმა უნდა დიდი დანაკლისია რუნის არყოფნა. თუმცა, კარგად თამაში მატასაც შეუძლია. ესპანელი ადრე რუნის პოზიციაზე მშვენიერი იყო” – განაცხადა ვან გაალმა.

ხუან მატა: ”მძიმეა, როდესაც სტუმრად 3 გოლს იტან და სახლში ქულის გარეშე ბრუნდები”

”მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, ხუან მატამ, ”ლესტერთან” განცდილ მარცხზე(3-5) ისაუბრა.

”ამ თამაშს მთელი კვირის განმავლობაში ველოდით, მაგრამ ასეთ კვირა დღეს ვერ წარმოვიდგენდი. ლესტერიდან მანჩესტერამდე დასაბრუნებელი გზა ძალიან დიდი მომეჩვენა.”

”ლესტერთან” წაგებას ვერ ვივიწყებ. ძნელია იმის გაგება, რომ ამ ანგარიშით დასრულდა შეხვედრა. ძალიან მძიმეა, როდესაც სტუმრად 3 გოლს იტან და სახლში ქულის გარეშე ბრუნდები.

”სახლისკენ მიმავალი იმ გულშემატკივრებზე ვფიქრობდი, რომლებიც სტადიონზე ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ. სამწუხაროდ მათ იმედები გავუცრუეთ, ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას, გუნდი უკეთეს განწყობაზე იქნება.” – განაცხადა მატამ.

მატა ტურნეს ელოდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, ხუან მატა გამოტყდა, რომ მოუთმენლად ელოდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავისთვის პირველ წინასასეზონო შეკრებას.

2009 წელს ესპანეთის ნაკრებში დამკვირდების შემდეგ მატას ზაფხული ყოველთვის დატვირთული იყო, რის გამოც როგორც “ჩელსის”, ისე “ვალენსიას” წინასასეზონო ტურნეს აკლდებოდა.

მაგრამ ესპანეთის ნაკრების წარუმატებელი მუნდიალის შემდეგ მას საშუალება მიეცა “მანჩესტერ იუნაიტედს” ამერიკაში ტურნეზე გაჰყოლოდა.

“ეს ჩემთვის განსხვავებული ტურნე იქნება, რადგან ბოლო 6 თუ 7 წლის განმავლობაში ნაკრებთან ერთად ტურნირებზე ვიმყოფებოდი და სრულფასოვან ტურნეზე ვერასდროს ვიღებდი მონაწილეობას.”

“ამჯერად, კი სრულ ტურნეში მივიღებ მონაწილეობას და საშუალება მომეცემა ხანგრძლივი სეზონისთვის კარგად მოვემზადო. ეს ჩემი პირველი ტურნეა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად სიამოვნებას ვიღებ მისით: მოგზაურობა კარგი იყო, სასტუმრო მშვენიერი და სავარჯიშო მოედანი დიდებული.”

მატა ასევე პირველ სრულ სეზონს ჩაატარებს “იუნაიტედთან” ერთად და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობის დაწყებას.

“ეს კლუბისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია, რაც ახალი მთავარი მწვრთნელისა და ახალწვეული ფეხბურთელებით არის გამოწვეული. მწვრთნელის მეთოდით ნამდვილად მოხარული ვარ და იმედი ამქვს, რომ სეზონის ბოლოს მოვიგებთ რაღაცას, რაც ჩვენც და მათაც გაგვახარებს.”

“მაგრამ ახლა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯ-ნაბიჯ მომზადებაა და ამასთან ერთად სიფრთხილე, რადგან შეიძლება ტრავმებმა შეგვაწუხოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი სეზონისთვის ფსიქოლოგიურად და მენტალურად მოვემზადოთ.”

“ჩვენ მწვრთნელისგან სწავლებას და გაუმჯობესებას ვაპირებთ, რაც სეზონის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას მოგვცემს. ძირითადი მიზანი ერთ გუნდთან თამაში და ტიტულებისთვის ბრძოლაა.”

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

მატა: “დიეგო კოშტა ინგლისში გაიბრწყინებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი ფეხბურთელი ხუან მატა აცხადებს, რომ დიეგო კოშტა ინგლისის პრემიერ ლიგაში გაიბრწყინებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიეგო კოშტამ ლონდონის “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაირა და ის კლუბთან კონტრაქტს მალე გააფორმებს.

“დიეგო კოშტას წარმატებებს ვუსურვებ. ის ისეთი ტიპის თავდამსხმელია, რომელიც ინგლისურ ფეხბურთს აუცილებლად მოერგება. ვფიქრობ, კოშტა პრემიერ ლიგაში გაიბრწყინებს”, – ამბობს მატა.

მატა: “რომ არა ჩემი სიმაღლე, ფეხბურთელი არ ვიქნებოდი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფლეიმეიკერმა ხუან მატამ განაცხადა მაღალი, რომ ყოფილიყო ფეხბურთელი არ იქნებოდა.

“ბავშვობაში ორი სპორტის სახეობა მომწონდა, – კალათბურთი და ფეხბურთი. რომ არა ჩემი სიმაღლის ზომა ფეხბურთელი არ ვიქნებოდი (171 სმ). ეზოში ბავშვები ხშირად კალათბურთს თამაშობდნენ, მე კი მათთან სიმაღლის გამო ვიჩაგრებოდი, მართალია ბევრი დაბალი სიმაღლის მოთამაშე თამაშობს ტოპ კლუბში, თუმცა დროთა განმავლობაში მომბეზრდა”.

“ფეხბურთზე შესვლა მამაჩემმა მირჩია, იგი საფეხბურთო კლუბ “ბურგოსში” თამაშობდა თავდამსხმლის პოზიციაზე. როდესაც ოჯახი “ოვიედოში” გადავბარგდით ადგილობრივ “რეალ ოვიედოში” დავიწყე ახალგაზრდული კარიერა. 15 წლიდან კი მადრიდის “რეალის” აკადიემიას შევუერთდი”.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ხუან მატამ 2005–06 წლების სეზონში 18–ჯერ შეძლო მოწინააღმდეგეთა კარის დალაშქვრა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.

“2006 წელს კონტრაქტი გავაფორმე მადრიდელთა სარეზერვო გუნდში. ბერნაბეუზე კი 34 ნომრიანი მაისურით გამოვდიოდი. 2007–ში კი მადრიდი დავტოვე და “ვალენსიას” შევუერთდი. მაშინ “ვალენსიაში” ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ადგილის ძირითად შემადგენლობასი დამკვიდრება ძალიან რთული იყო, თუმცა რონალდ კუმანმა ტრავმირებული ვისენტეს მაგივრად მე დამაყენა. ესპანურ კლუბში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩემთვის “ბარსელონასთან” იყო, როდესაც სათასო შეხვედრაში დუბლი გავიფორმე”.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მატამ ასევე გოლი გაიტანა ფინალურ მატჩში, როდესაც “ვალენსია” “ხეტაფეს” შეხვდა.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

მატა: “მუნდიალის მოგება ბევრ გუნდს შეუძლია”

ნახევარმცველი თვლის, რომ ესპანეთის ნაკრებს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდის სახელის მოპოვება შეუძლია.

“ვფიქრობ, ჩვენ მოვიგებთ მსოფლიო ჩემპიონატს და ორი ევროტრიუმფისა და მუნდიალის მოგების შემდეგ აღნიშნული გამარჯვება ჩვენ ისტორიაში საუკეთესო გუნდად გვაქცევს.

თუმცა, ტურნირზე ბევრი კარგი გუნდია, რომლებსაც ფავორიტის სტატუს აქვთ: ბრაზილია, არგენტინა, გერმანია, ჰოლანდია,  იტალია, ინგლისი –  მუნდიალის მოგება ყველას შეუძლია” – განაცხადა მატამ.

ხუან მატას ულამაზესი საჯარიმო “საუთჰემპტონის” კარში

11 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “საუთჰემპტონსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში (1:1), ხუან მატამ მეტოქის კარში ლამაზი საჯარიმო გაიტანა.

გიგზმა გამარჯვებით დაიწყო

“მანჩესტერ იუნაიტედმა” რაიან გიგზის თავკაცობით პირველი მატჩი გამართა და “ნორვიჩი” დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

დუბლი უეინ რუნიმ და ხუან მატამ შეასრულეს. რუნიმ 41-ე და 48-ე წუთებზე შეძლო ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება. მატამ კი, 10-წუთიანი ინტერვალით გაიტანა ორი გოლი და 73-ე წუთზე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 4:0.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ “მანჩესტერი” 60 ქულით მე-7 ადგილზეა და ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე მე-5 პოზიციას 9 ქულით ჩამორჩბა.

მატა: „უიღბლო შედეგებში მხოლოდ მოიესის დადანაშაულება არ შეიძლება“

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 33 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მხოლოდ მე-7 ადგილს იკავებს, რის გამოც გულშემატკივრები და პრესა „წითელი ეშმაკების“ თავკაცს დევიდ მოიესს ყოველდღე აკრიტიკებენ. ამის შესახებ თავის ბოლო ინტერვიუში მანჩესტერელთა ნახევარმცველმა ხუან მატამ ისაუბრა.

„არასასურველ შედეგებში მხოლოდ დევიდის დადანაშაულება არასწორია. ყველაფერზე პასუხს მთლიანად გუნდი უნდა აგებდეს.

მინდა იცოდეთ, რომ გუნდში მოიესს ყველა მხარდაჭერას უცხადებს. ჩვენ როგორც მოგების, ასევე წაგების დროს ერთი ორგანიზმი ვართ. ამიტომაც, ამჟამინდელ მდგომარეობის ფონზე მხოლოდ მწვრთნელის კრიტიკა არ შეიძლება“, – განაცხადა ესპანელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი