კიელინი: “კონტე კარგი ფსიქოლოგია”

ტურინის “იუვენტუსის” მცველი, ჯორჯო კიელინი აცხადებს, რომ “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ფსიქოლოგიურ ასპექტებს დიდ მნიშნელობას ანიჭებს.

“ვფიქრობ, მწვრთნელისათვის ყველაზე რთული ფსიქოლოგიური ასპექტების გათვალისწინებაა. თუმცა ჩვენი თავკაცი, ანტონიო კონტე კარგი ფსიქოლოგია, ის ასეთ დეტალებს ძალიან დიდ მნიშნელობას ანიჭებს. როდესაც შენი მწვრთნელი კონტეა, ეს ძალიან დიდი პლუსია. ჩვენ რომ სკუდეტო ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ, მეტწილად მისი დამსახურებაა”, – ამბობს კიელინი.

კიელინი “იუვენტუსს” აქებს

ტურინის “იუვენტუსის” მცველი, ჯორჯო კიელინი თავის გუნდს აქებს და ამბობს, რომ “ბიანკონერიმ” გასულ კვირაში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ კარგად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსმა” “ჯენოა” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. იქამდე კი, 23 ოქტომბერს, “სამეფო კლუბთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

“რეალთან” ჩატარებული შეხვედრა გავაანალიზეთ და მივხვდით, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მოგება ვერ მოვახერხეთ. მომავალში, დაშვებული შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ”, – თქვა კიელინიმ.

დიტო ჭიჭინაძე