ბრაიანტმა თავისი მუხლის სურათი გამოაქვეყნა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა ინსტაგრამის გვერდზე თავისი სურათი გამოაქვენა, რომელიც გერმანიაში ჩატარებული პლაზმოთერაპიის დროს გადაიღო.

Kobe Bryant in Germany

ფიშერის მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა

„ოკლაჰომა სიტი თანდერის“ გამთამაშებელმა დერეკ ფიშერმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კობი ბრაიანტის თაობაზე იხუმრა.

– ჩემპიონატის მოგება – გუნდის მიზანია?
– რა თქმა უნდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ მიზანს მივაღწიოთ. გვესმის, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვაჩინოთ. თუ ყველაფერი გამოვა, მაშინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას მეექვედ მოვიგებ. ამჟამად, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ წინ კიდევ ბევრი დრო არის დარჩენილი.

– როგორ ფიქრობთ, მეექვსე ჩემპიონობასთან ახლოს უფრო თქვენ ხართ თუ კობი ბრაიანტი?
– ამაზე არც კი მიფიქრია. კალათბურთი – გუნდური სპორტის სახეობაა და არა ინდივიდუალური. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ჩვენგანი წელს NBA-ს მოიგებს, მე და კობი ამ ყველაფერს მომავალში ღიმილით გავიხსენებთ. ამას მაშინ გავაკეთებთ, როდესაც ჩვენი შვილები გაიზრდებიან, ჩვენ კი პენსიაზე ვიქნებით. კობის კარიერა ჩემ კარიერაზე უფრო კარგად ვითარდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბრაიანტი გერმანიაში გაფრინდა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი გერმანიაში გაფრინდა, სადაც რამდენიმე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ცნობილია, რომ ევროპაში კობი 4-5 დღის განმალობაში დარჩება, რის შემდეგაც, ლოს-ანჯელესში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონს „ლეიკერსი“ 29 ოქტომბერს „კლიპერსთან“ მატჩით დაიწყებს. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ბრაიანტი აღნიშნული მატჩისთვის გამოჯანმრთელებას.

გასულ სეზონში 35 წლის მოთამაშემ 78 შეხვედრაში ითამაშა. საშუალოდ ერთ მატჩში, სათამაშო დროის 38,6 წუთში მისმა მონაგარმა 27,3 ქულა, 5,6 მოხსნა და 6 გადაცემა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბრაიანტი: „მე ჯორდანის მოძრაობებს ვაკეთებ“

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკლავები საინტერესო განცხადებების გაკეთებას აგრძელებენ.

მაგალითად, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ რამდენიმე მოძრაობა მას ლეგენდარული მაიკლ ჯორდანისგან აქვს აღებული.

„ეს ყველაფერი დომინოს მაგონებს. არაერთი მოძრაობა ჯორდანისგან ავიღე. თავის მხვრივ, კალათბურთელთა ახალი თაობა მე მბაძავს. ასე რომ, გასაკვირი ამაში არაფერია“, – აცხადებს 35 წლის მოთამაშე.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბრაიანტი: „ფიშერს „ლეიკერსში“ კვლავ სიამოვნებით ვიხილავდი“

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა განაცხადა, რომ თავის გუნდში დიდი სიამოვნებით ყოფილ თანაგუნდელს დერეკ ფიშერს იხილავდა.

„ჩემს საყვარელ თანაგუნდელებს შორის ყოველთვის დერეკ ფიშერიც იყო. „ლეიკერსის“ მაისურში მას დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. მეტიც, კარგი იქნება, თუ კარიერას ერთად დავასრულებთ“, – განუცხადა ბრაიანტმა maktoob.omg.yahoo.com-ს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ კალათბურთელი „ლეიკერსში“ 2007 წლიდან 2012 წლამდე თამაშობდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კაპჩაკი: ”კობის კარიერის დასრულება ”ლეიკერსში” სურს”

”ლოს ანჯელეს ლეიკერსის” გენერალურმა დირექტომა მიტჩ კაპჩაკმა ტრავმირებული კობი ბრაინტის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2013/14 წლების სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.

”ბრაიანტთან კონტრაქტის შესაძლო გახანგძლივებაზე ჯერ არ გვისაუბრია. ვფიქრობ, ამ საკითხს სეზონის მიმდინარეობისას დავუბრუნდებით. დათანხმდება თუ არა იგი ხელფასის შემცირებაზე? საჯაროდ ამ საკითხზე საუბრისგან თავს შევიკავებ. კობი კარიერის დასრულებას ”ლეიკერსში” აპირებს, კლუბს – იგივე სურვილი აქვს. რაც შეეხება მის ტრავმას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოახერხებს იგი პარკეტზე დაბრუნებას”, – განაცხადა კაპჩაკმა ESPN Los Angeles-ის ჟურნალისტთან დეივ მაკმენამინთან საუბრისას.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯეიმისონი: ”ბრაიანტი მეექვსე ტიტულისთვის აუცილებლად იბრძოლებს”

”ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ექს-მოთამაშემ ანტუან ჯეიმისონმა კობი ბრაიანტის თაობაზე ისაუბრა.

”ბრაიანტი არავის უნდა დავიწყდეს. მე არაერთი ძლიერი კალათბურთელის თანაგუნდელი ვყოფილვარ. არინასის, ჯეიმსის და შაკის გახსენებაც საკმარისია. თუმცა, დამიჯერეთ, კობისნაირად საქმეზე არავინ ფიქრობს. მას ტყუილად არ უთქვამს, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოგებას მეექვსედ შეეცდება. ასე რომ, მზად ყველაფრისთვის უნდა იყოთ”, – განაცხადა ჯეიმისონმა.

აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოახერხებს 35 წლის კალათბურთელი პარკეტზე დაბრუნებას. შეგახსენებთ იმასაც, რომ მძიმე ტრავმა მან გასული სეზონის პლეი-ოფის მიმდინარეობისას მიიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი