ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი პარიზში იმყოფება. მან დღეს “პსჟ”-ს ვარჯიშზე სტუმრობისთვისაც მოიცალა. იგი ფეხბურთელებს შეხვდა და ფოტოებიც გადაიღო.
ფრანგული გუნდის ოფიციალური გვერდი აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი პარიზში იმყოფება. მან დღეს “პსჟ”-ს ვარჯიშზე სტუმრობისთვისაც მოიცალა. იგი ფეხბურთელებს შეხვდა და ფოტოებიც გადაიღო.
ფრანგული გუნდის ოფიციალური გვერდი აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
„იუტა ჯაზთან“ თავის პროფესიონალურ კარიერაში ბოლო მატჩში კობი ბრაიანტმა 60 ქულა დააგროვა, რის შემდეგაც მისმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერულმა მაჩვენებელმა 33 643 ქულას მიაღწია. ამ შედეგის მისაღწევად მას 20 სეზონი, 1346 მატჩი და სათამაშო დროის 48 637 წუთი დასჭირდა. გარდა ამისა, კობის ანგარიშზე 7047 მოხსნა, 6306 პასი, 1944 ჩაჭრა და 640 ბლოკია. შედეგიანობის მხვრივ ის ლიგის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს. მასზე უკეთესი შედეგით მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარი (38 387 ქულა) და კარლ მელუონი (36 928) გამოირჩნენ.
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა, რომელსაც მარჯვენა მხარი აწუხებს, რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ თვრამეტ მატჩში მონაწილეობის მიღება ისურვა.
„გოლდენ სტეიტთან“ მოგებული მატჩს წინ (112:95), ბრაიანტმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 გამოტოვა. „უორიორსთან“ შეხვესდრაში მან სათამაშო დროის 24 წუთში 12 ქულა და 3 პასი მიითვლა.
„არ ვიცი, მოედანზე კიდევ რამდენჯერ გამოვალ. იმედია, ყველა დარჩენილ მატჩში ვითამაშებ. მესმის, რომ სავარაუდოდ ასეც იქნება, მაგრამ მაინც…
დღეს ტკივილი ჯერ კიდევ მაწუხებდა, მაგრამ, ჯამში, ჩემი მხრის მდგომარეობა სტაბილური იყო. ასეთ სიტუაციაში გამოვდივარ და ვთამაშობ“, – ციტირებს ბრიანატმს ESPN.com.
საფრანგეთს ნაკრებისა და „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელთან კობი ბრაიანტთან ინტერვიუ ჩაწერა, რის შესახებაც NBA იუწყება.
„გოლდენ სტიეტ უორიორსის“ გამთამაშებლის სტეფ კარის ლიონელ მესისთან შედარებისას ანრიმ კობის ჰკითხა, თუ ვინ არის ფეხბურთის ბრაიანტი. „შავი მამბას“ თქმით, ფეხბურთის კობი ბრაიანტი სწორედ ტიერი ანრია.
„ეს ადამიანი ზუსტად ჩემ წინ ადგილას“, – განაცხადა ბრიანტმა. „პასუხი მიღებულია“, – გაიცინა ანრიმ.
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი ოთხშაბათს ეროვნული სკაალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ჩაგდებული სამქულიანების მაჩვენებლით მე-11 ადგილზე გავიდა, რის შესახებაც კალიფორნიული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
„მემფის გრიზლისთან“ ანგარიშით 119:128 წაგებულ შეხვედრაში კობიმ ორი შორეული სროლა ჩააგდო და ამით მისი კარიეურლი მაჩვენებელი 1789-ს გაუტოლდა (მატჩში, საშუალოდ, 1,3 ქულა). ამით „შავმა მამბამ“ რაშარდ ლიუსისს გაუსწრო, რომელმაც 1787 მოხსნა მიითვალა და მე-11 ადგილზე ავიდა.
ამჟამად მე-10 ადგილს 1797 სამქულიანი ჩაგდებით ჯო ჯონსონი იკავებს.
„ჰიუსტონ როკეტსის“ შემტევმა უკანახაზელმა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერის კობი ბრაიანტის შესახებ ისაუბრა.
„ის ჩემი კერპი და საკალათბურთო ხატი იყო. ჩემთვის მისი თამაშის ხილვა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ლიგაში ეს კობის ბოლო წელიწადია. ჩემთვის სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ ასეთ დონეზე ის უკვე ვერასდროს ითამაშებს. ვიცოდი, ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა“, – ციტირებს ჰარდენს ESPN-ი.
„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ განვლილი „ოლ სტარის“ მატჩში მისი მიზანი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ შემტევ უკანახაზელ კობი ბრაიანტზე მეტი ქულის დაგროვებას არ ყოფილა.
„ბედნიერი ვარ, რომ ვარსკვლავური უიქენდის ნაწილი ვიყავი, დანარჩენი კი ჩემთვის არაფერს ნიშნაცვს. ჩემი ქულებიოს რაოდენობას ყურადღებას არ ვაქცევ. მითუმეტეს, არაფრის გაკეთებას ვცდილობდი, რათა კონკრეტულად კობი ბრაიანტისთვის გამესწრო“, – განაცხადა ჯეიმსმა.
თავისი კარიერის განმავლობაში ლებრონმა „ოლ სტარის“ 12 მატჩში ითამაშა, რომელშიც,ლ ჯამში 291 ქულა მიითვალა. კობიმ, თავისმ მხვრივ, 18 „ოლ სტარში“ მხოლოდ 290 ქულა დააგროვა.
როგორც ESPN.com. იტყობინება, ბოლო დროს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი მარჯვენა მუხლში დისკომფორტს გრძნობს.
ბრაიანტი „მემფის გრიზლისთან“ 96:112 წაგებული მატჩის გამოტოვებასთან ახლოს იყო, თუმცა ადგილობრივი გულშემატკივრების თბილი მიღების შემდეგ თამაში გადაწყვიტა. 24 წუთში მისმა მონაგარმა 19 ქულა შეადგინა.
ბრაიანატს ასევე ორშაბათს „შარლოტ ბობკეტსთან“ თამაში სურს.
„სათამაშოდ მზად ვიქნები. ამ ქალაქში მხოლოდ ერთი მატჩი გველის, ასე რომ, მასში მონაწილეობას მივიღებ“, – განაცხადა კობიმ.
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა კობი ბრაიანტმა ჯერ არ იცის, თუ რითი დაკავდება კარიერის დასრულების შემდეგ. ამავდროულად, კალიფორნიელთა ლეგენდა დარწმუნებულია, რომ მწვრთნელად არ იმუშავებს.
„გენერალურ მენეჯერად ან მწვრთნელად მუშაობას არ ვაპირებ. თუ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დავრჩები, მაშინ, ეს მხოლოდ კლუბის აქციების შეძენასთან იქნება დაკავშირებული. ყოველდღიური საქმიანობით დაკავება ნამდვილად არ მსურს.
მეჯიკ ჯონსონი? მე და ის სხვადასხვა ტიპის ადამიანები ვართ. მთელი დღის განმავლობაში რამის მოყოლა და ღიმილი არ შემიძლია“, – ციტირებს „შავ მამბას“ „ლოს-ანჯელეს თაიმსი“.
„კლივლენდ კავალიერსის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის თქმით, მისთვის გულდასაწყვეტია, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდას კობი ბრაიანტს არასდროს შეხვედრია. შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში „შავმა მამბამ“ მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება დაადასტურა.
„ფანებისთვის ის ვერ გავაკეთე, რაც 2009 წელს უნდა გამეკეთებინა. ვიცოდი, ამის ნახვა მთელ მსოფლიოს სურდა. მაშინ მან გულშემატკივართა წინ თავისი ვალი მოიხადა, მე კი – ვერა. ვერ ვიტან, რომ ეს ასე მოხდა“, – განაცხადა ლებრონმა.
2009/10 წლების რეგულარული სეზონი „კლივლენდმა“ მაჩვენებლით 66-16 დაასრულა, მის შემდეგ კი „ლეიკერსი“ მოდიოდა (65-17). პლეიოფის პირველ რაუნდში „კავალიერსმა“ „ჩიკაგო ბულზთან“ სერია 4-1 მოიგო, თუმცა შემდგომ ეტაპზე მოულოდნელად „ბოსტონ სელტიკსთან“ 2-4 დამარცხდა. იმ სეზონში „ლეიკერსი“ ფინალში გავიდა და საბოლოოდ პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგაც მოიგო.
„დალას მავერიკსის“ ლიდერმა დირკ ნოვიციმ „ლეიკერსის“ ლეგენდის კობი ბრაიანტის კალათბურთიდან წასვლას გამოეხმაურა.
„ეს გულდასაწყვეტია. ბევრი მებრძოლი, რომელიც 90-იანების დრაფტზე აირჩიეს, ნელ-ნელა მიდის. ნათელია, დასასრული ჩვენთვის ყველასთვის დგება. თუმცა, მიხარია, რომ მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ამის დახმარებით ის ნაკლებ ტვირთს მიიღებს.
ჩემთვის კობი, შესაძლოა, ყველაზე დიდი მოთამაშეა, რომელიც შემხვდერია. ტიმ დანკანის, შაკილის და სხვების მსგავსი ადამიანები შემხვედრიან, მაგრამ კობი განსაკუთრებულია. ყოველთვის მისი დიდი ფანი ვიყავი. სამწუხაროა, რომ ყველანი ვბერდებით“, – ციტირებს ნოვიცკის ESPN.